„უკრაინის ნატო-ში შეყვანა საფრთხის შემცველია, დასავლეთი არაერთხელ გავაფრთხილეთ“ – სერგეი ლავროვი

რუსული მხარე ისევ ალიანსის გაფართოების საშიშიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა გახდეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთი უკრაინაში ოპერაციას აგრძელებს და დონბასი უნდა გათავისუფლდეს.

„დონბასის გათავისუფლება უპირობო პრიორიტეტია უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის მსვლელობისას. დარჩენილი ტერიტორიების მცხოვრებლებმა, სადაც ოპერაცია ტარდება, თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას – პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში, სადაც აკრძალულია რუსული განათლება, მედია, კულტურა თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს“ – აცხადებს სერგეი ლავროვი.

ის დარწმუნებულია იმაშიც, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთ დღეში არ მოიხსნება.

„მრავალი წელი ვარწმუნებდით დასავლეთს, რომ უკრაინა ნატო-ში არ უნდა შევიდეს. ალიანსი უკვე ხუთჯერ მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს, ყველა იმ დაპირების საწინააღმდეგოდ, რასაც დაგვპირდა საბჭოთა კავშირის დაშლისას. უკრაინის ნატო-ში შეყვანა პირდაპირ საფრთხის შექმნას ნიშნავდა პირდაპირ რუსეთის ფედერაციის საზღვარზე. აშშ არა საჯაროდ, არამედ თავის მოკავშირეებთან კონტაქტისას ამბობს, რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, სანქციები კვლავ დარჩება.  აშშ-მა ევროპა მთლიანად დაიმორჩილა“ – აცხადებს სერგეი ლავროვი.

 

მსგავსი თემები