ზაალ უდუმაშვილი ისევ ჟურნალისტიკაში ბრუნდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ის ჟურნალისტიკაში ბრუნდება. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება.

„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დიდი პატივი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვყოფილიყავი.  დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს ძალიან მალე მოხდება. დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება. ამიტომ მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

მსგავსი თემები