საფრანგეთი და გერმანია რუსეთს „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლებას სთხოვენ

ფრანგული მხარე ადასტურებს, რომ გერმანიასთან ერთად პუტინთან ჰქონდათ კომუნიკაცია და „აზოვსტალიდან“ გაყვანილი მებრძოლების დაბრუნება სთხოვეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  პუტინთან სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა და კანცლერმა ოლაფ შოლცმააზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება მოითხოვეს.

ასევე, მათ პუტინთან საუბრისას დააფიქსირეს პოზიცია, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და განახლდეს დიალოგი პრეზიდენტ ზელენსკისთან.

„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს „აზოვსტალის“ დაახლოებით, 2 500 დამცველის გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ჯარმა სამხედრო ტყვეებად აიყვანა“,- აცხადებს ფრანგული მხარე.

 

მსგავსი თემები