,,ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას, ჩვენ ვიბრძვით და დავიბრუნებთ”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს მიმართავს და მოუწოდებს, არ აიღონ რუსული პასპორტები და თუ შესაძლებელია, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები.

მისი თქმით,  უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები აუცილებლად გათავისუფლდება, მაგრამ რუსული პასპორტის აღება მომავალში ბევრ პრობლემას შექმნის. ამასთან, ვერეშჩუკის განცხადებით, ომი შესაძლოა მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

,,ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და დავიბრუნებთ. ასე რომ, შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა,” – აღნიშნავს  ვერეშჩუკი.

მსგავსი თემები