ევროკავშირი ეცდება, რუსეთიდან ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება დღეს მოხდეს

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხს დღეს განიხილავენ. აღნიშნული საკითხი, განცხადებების მიუხედავად, ამ დრომდე ღიად რჩება. კერძოდ, შეთანხმება მიღწეული არ არის.

დიპლომატები აღნიშნულ საკითხზე დღეს იმსჯელებენ, და იმედი აქვთ, რომ შეთანხმებამდეც მივლენ.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ,  ნავთობის იმპორტზე სანქციები არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ. პაკეტი უნგრეთმა შეაჩერა. მიზეზი კი შემდეგი იყო – რომ, ნავთობის ემბარგო მისი ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება, რადგან მისთვის ნავთობის სხვა ქვეყნისგან მიღება ადვილი არ არის. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.

ევროკავშირის წევრები საკითხს დღეს მიუბრუნდებიან.

მსგავსი თემები