„რამდენიმე საათში სიკვდილი“ – დასახლებები თბილისში, რომელიც სიცოცხლისთვის რისკის ზონაა

6 მსხვერპლი, ექვსივე გაზის გამათბობლით და მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი. ასეთია წლევანდელი ზამთრის ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება მიზეზებს, ყველგან ერთია – ბუნებრივი აირის გამათბობლის არასწორი მოხმარება. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა და ის საშიში და სარისკო დასახლებებიც დაასახელა, სადაც სიკვდილის რისკი მაღალია. „ხშირია გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევა. პრობლემა გვაქვს შიდა ქსელებში, სახლებში არ გვაქვს უსაფრთხო გარემო, რადგანაც არ ვიცით გაზის დანადგარების მოხმარება.  ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით ვიცით ის, რომ ქსელი იყო გამართული, ბინაში არსებობდა ისეთი დანადგარები, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ, გამათბობლად გამოყენებული იყო გაზის ე.წ.…

მეტი...

„ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით“ – უკრაინის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი  ნატოსგან ისევ კონკრეტულ განცხადებებს ელოდება, გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ამ დრომდე, მკაფიო და კონკრეტულ პასუხს ვერ იგებს. „კონკრეტიკა გვჭირდება, გვითხარით მიზეზები –  ნატოში არ ვართ? გვითხარით, რომ ნატოში არ ვართ. ეს ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს და ეს ცხადია“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. მისივე შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის წევრობა ნატოსთვის მეტი გამოწვევა იქნება. „თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ და მერე რამე მოხდება, თუნდაც,  უკრაინის დაცვა გახდება საჭირო, ეს ნატოსთვის სერიოზული გამოწვევებია? ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო…

მეტი...

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნატოსა და ეუთო-ში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნას გააგზავნის

რუსეთი დღეს ნატო-ში და ეუთო-ში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ითხოვს ვალდებულების დაზუსტებას, როგორ არ გაძლიერდება დასავლეთის უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. “ჩვენ მივაღწევთ არა მხოლოდ გარანტიებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს დოკუმენტაციით, არამედ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებსაც, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროპის მთელ კონტინენტზე რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური ინტერესების სრული, თანაბარი გათვალისწინებით”, – აღნიშნა ლავროვმა.

მეტი...

მეუფე შიო მუჯირი: “მთავარი აზრი სულიერი ცხოვრების არის ის, რომ ადამინს აეხილოს სულიერი თვალი”

“ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი… აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება – ხედვა და შეცნობა ღვთისა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას აღნიშნა. მიტროპოლიტმა მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა. “ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ კვირას ეწოდება ბრმის კვირა, როდესაც იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ იერიქონელი ბრმის განკურნების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ…

მეტი...

ქუთაისში სასაფლაოები გაძარცვეს. ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს

ქუთაისში სასაფლაოები გაძარცვეს. საფიჩხიის სასაფლაოდან 10-მდე ბრინჯაოს ბიუსტი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაძარცვულია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თემურ ნადირაძის მამის საფლავიც. მომხდარზე დილიდან დაიწყო გამოძიება. ადგილზე შსს-ს სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს

მეტი...

ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეები და პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდნენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩინეთში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სულ 34 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 13 სპორტსმენია, დანარჩენი კი პერსონალის წარმომდგენელი. ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად იცავენ რეგულაციებს. ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტით გადაიყვანეს და ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში ჰყავთ

მეტი...

“გვახსოვდეს, ყველა დანადგარი გამოვიყენოთ დანიშნულებისამბერ”, – სალომე ვარდიაშვილი “მედაიცენტრ მთავარში”

“უმნიშვნელოვანესია, რომ მოსახლეობამ დაიწყოს გაზის დანადგარების სწორი გამოყენება”, – “მედიაცენტრ მთავარში” ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა. მისი რეკომენდაციით, როდესაც ადამიანი შეამჩნევს, რომ დანადგარი არასწორად მუშაობს, უმალვე სპეციალურ სამსახურში უნდა დარეკოს. “2021 წლისათვის 20-მდე შემთხვევა გვქონდა გაზით ინტოქსიქაციით გარდაცვალებისა, 2022 წელი კი ჯერ არ დაწყებულა და უკვე ასეთი ტრაგედია მივიღეთ. როდესაც მივხვდებით, რომ დანადგარი არ მუშაობს გამართულად, უნდა გამოვრთოთ იგი და უნდა დავურეკოთ კერძო სპეციალისტს, რათა შეაფასოს აღნიშნული სიტუაცია. ჩვენი პრობლემაა, რომ მცოდნე სპეციალისტები ლიცენზირებულად არ მუშაობენ, თუმცა ამ პრობლემას მალე აღმოვფხვრით. მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ყველა დანადგარი მოვიხმაროთ დანიშნულების მიხედვით”, – განაცხადა სალომე…

მეტი...

ისანი, სამგორი, ნაძალადევი… სიცოცხლისთვის საშიში და სარისკო დასახლებები

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. მან გამოყო თბილისის ის დასახლებები, სადაც ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია გაზის გამათბობლებისა და დანადგარების სისტემა. “სამწუხაროდ თბილისში კიდევ არის ისეთი კერძო დასახლებები ნაძალადევზე, ნავთლუღში, ისანში, სამგორში, სადაც გაზის დანადგარების სისტემები მოუწესრიგებელია. ყველაზე სავალალო შედეგები აქ გვაქვს. არის ფაქტებიც, რომ აღმოჩენილი შეცდომები დანადგარების დაყენებასთან დაკავშირებით აღმოფხვრილია, თუმცა გამოსასწორებელი ბევრი რამ არის ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრგან. დადებითი ფაქტორია, ის რომ 2019 წლის შემდეგ აფეთქება გაზის გამო აღარ მომხდარა, თუმცა სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებს თავს ჯერ კიდევ ვერ ვარიდებთ”, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მეტი...

“მკვლელი დანადგარები. დაუშვებელია კომპრომისი სიცოცხლის ხარჯზე”, – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშრიებით “მედიაცენტრ მთავარში” საუბრობს. მან გაზის დანადგარების არასწორ გამოყენებასა და მოსახლეობის ინფორმირების ნაკლებობაზე ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. “მომსახურე კომპანია მონიტორინგს გაზის დანადგარების მუშაობას წარმატებულად უწევს, თუმცა შიდა ქსელები ზედმიწევნით მოწყობილი არ არის და ეს უნდა აღინიშნოს. სამწუხაროდ, საზოგადოებამ დანადგარების სწორი მოხმარება არ იცის, რამაც კიდევ ერთი ტრაგედია გამოიწვია”, – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა. მისი თქმით, მოწამვლა გაზის ფურნაკმა, საცხობმა გამოიწვია, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული. “პირველადი ექსპერტიზის შედეგად გავიგეთ, რომ გაზის ფურნაკს ოჯახი გასათბობად იყენებდა. ის ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული. ამ დანადგარის გამოყენება მხოლოდ საცხობად არის შესაძლებელი…

მეტი...

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ექიმებს ისევ არ უშვებენ

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ექიმებს ისევ არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სამედიცინო გამოკვლევებიც არ ჩატარებია. ადვოკატების განცხადებით, მათთვის უცნობია, როგორია ამჟამად დაპატიმრებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. “მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა არცერთ ექიმს, მათ შორის პირად ექიმს, რითაც ირღვევა კანონი.სამწუხაროდ, ჩვენ არ არ გვაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამჟამად. არათუ ექიმს არ ეძლევა მონახულების უფლება, მას არ უტარდება შესაბამისი გამოკვლევები”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

მეტი...

კიკეთში მოსახლეობა ტყეების უკანონოდ მიტაცებას აპროტესტებს

კიკეთში მოსახლეობა ტყეების მიტაცებას აპროტესტებს და აქციას მართავს. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ მიეცეთ საშუალება გასხვისებულ  ტერიტორიაზე დარგონ ხეები და ნაკვეთს მიენიჭოს რეკრეაციული ზონის სტატუსი. გავრცელებული ინფორმაციით კიკეთის ტყეში 2 ათასი კვ. კმ-ის ფართობი ქონების მართვის სააგენტომ გაიტანა აუქციონზე და გიორგი ნემსაძის ოჯახის წევრს თორნიკე ნემსაძეს გადაეცა. შეკრებილების თქმით, ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი მერიამ უნდა მიანიჭოს, შესაბამისად პასუხებს მერიას სთხოვენ.

მეტი...

“რუსულ აგრესიას ნატო პასუხს აუცილებლად გასცემს”, – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს,  რომ თუ რუსეთი უკრაინისადმი ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც საქართველოს მიმართ 2008–ში ჩაიდინა , ამას NATO უპასუხებს. “რაც უფრო მეტ აგრესიას ვნახავთ უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან, მით მეტ ჯარისკაცს გადასხამს NATO აღმოსავლეთ ნაწილებში,  ჩვენი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ჩვენ, ჩვენს საზღვრებთან უკრაინაში და ბალტიისპირა ქვეყნებში გადავსხით ჯარები, ასევე გავზარდეთ ჩვენი რაოდენობა პრიბალტიკაში და შავი ზღვის რეგიონში”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო თვეში შეიჭრება “თუ დაზარალებული იქნება ნატოს ქვეყანა,…

მეტი...

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძარცვას ქალი ემსხვერპლა

მკვლელობა მოხდა სიღნაღში. სოფელ ჯუგაანში 70- წლამდე ასაკის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკლულს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ეს დაზიანებები ქალს მძარცველმა მიაყენა. საქმე ძარცვას ეხება. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ქალს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. სხვა, ყველა სახის ტრანსპორტი აღნიშნულ მონაკვეთზე იმოძრავებს შეუფერხებლად.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

გლდანში ოჯახი გაზით სავარაუდოდ სამი დღის წინ გაიგუდა, თუმცა ბინაში ისინი გუშინ ნახეს

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 3 ბავშვი და მშობლები სავარაუდოდ 3 დღის გარდაცვლილები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბინის მესაკუთრე ოჯახთან დაკავშირებას 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ  ცდილობდა. ბინის მესაკუთრე საჩხერიდან თბილისში მოემგზავრება. ის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. ადგილობრივების თქმით, კორპუსის მე-6 სართულზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მაშველები ცხედრების გამოყვანას დიდხანს ცდილობდნენ.~ პირველადი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი CO-ს დაგროვება გახდა. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ბავშვების გასათბობად გაზის გამათბობელი გამოიყენა, რომელიც სავარაუდოდ, გამართულ მდგომარეობაში არ მუშაობდა.

მეტი...

თამარ იოსელიანი: “ახალი ნავსადგური დამატებით დაასაქმებს 200-მდე ადამიანს”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ახალი პროექტი შესაძლებელს გახდის ტვირთების გადმომისამართებას ჩვენს დერეფანში და გაზრდის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებს. “ახალი ნავსადგური დამატებით დაასაქმებს 200-მდე ადამიანს, შესაბამისად, ჩვენ ფოთის საზღვაო-სასწავლო ცენტრში ვმუშაობთ ახალი კურსების გახსნაზე, რომელიც ახლად გაჩენილ გამოწვევებს უპასუხებს საპორტე სექტორში. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში. ნავსადგურის მშენებლობის…

მეტი...

გურიაში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის გამავრცელებელი კამპანია ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში დაიწყება. კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში – შრომასა და ნატანებში, იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. “კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. ვაქცინაცია შესაძლებელია ,”სინოვაკის”, ,”სინოფარმისა” და “ფაიზერის” ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1007-ია

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 146 527 საიდანაც: 5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 191, აჭარაში – 735, იმერეთში – 1 089. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 007 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 143, იმერეთში – 304. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი,  მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 46, იმერეთში – 27. 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 – თბილისში, 639 – აჭარაში. 139 275 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 945 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა, აჭარა – 1 913, იმერეთი – 2 247, ქვემო ქართლი – 870, შიდა ქართლი – 679, გურია – 264, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი – 408, სამცხე-ჯავახეთი – 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

მეტი...

კორონავირუსით 17 265 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 69 190 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 947  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  24.95% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 162 773. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 24.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.24%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 001 275.

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ უძლიერესი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 2017 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერ რაკეტა გამოსცადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რაკეტა ადგილობრივი დროით 07:52 საათზე გაუშვეს. სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. ეს ბოლო 1 თვის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების მე-7 გამოცდაა. ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ თავდაცვას გააძლიერებს და ყველა დროებით შეჩერებული საქმიანობის განახლებას აპირებს.რაკეტა

მეტი...

შოთა არველაძის საოცნებო დებიუტი ინგლისში

შოთა არველაძე დიდხნიანი სამწვრთნელო საქმიანობის პაუზის შემდეგ “ჰალ სიტიში” დაინიშნა. შოთამ გუნდში რამდენიმე ვარჯიშის გამართვა უკვე მოასწრო და სადებიუტო შეხვედრა ჩემპიონშიფში გუშინ ღამით “სუონსის” წინააღმდეგ ჰქონდა. ქართველი თავკაცის გუნდი მატჩის დასაწყისშივე ორბურთიანი უპირატესობით გაიჭრა წინ და მეტოქისგან გოლი აღარც მიუღია. შესაბამისად “ჰალმა” საშინაო არენაზე 2:0 მოიგო.

მეტი...

ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გადაყვანას გეგმავს

ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ჯარების გაორმაგებას და დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი განცხადებით, დამატებითი ჯარების გაგზავნა იქნება მკაფიო გზავნილი კრემლისთვის, ხოლო დიდი ბრიტანეთი არასოდეს შეურიგდება მოსკოვის დესტაბილიზაციურ ქმედებებს და ყოველთვის დადგება ნატო-ს მოკავშირეების გვერდით. ბრიტანეთს 900 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული ესტონეთში, 150 კი პოლონეთში. ამასთან, 100-ზე მეტი ინსტრუქტორი ჰყავს გაგზავნილი უკრაინაში ბორის ჯონსონის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ბრიტანეთის ჯარისკაცების რაოდენობა გაორმაგდება, ასევე ესტონეთში გაგზავნილი იქნება სამხედრო თვითმფრინავები, ხომალდები და თავდაცვითი სახის იარაღები.

მეტი...