„ინფორმაცია, თითქოს უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, ტყუილია“ – ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს. „გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს. თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას, არის მტკნარი სიცრუე. ყველა სასადილო ჩვეულ რეჟიმი  ფუნქციონირებს და ემსახურება ბენეფიციარებს.  გარდა ამისა,  ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო აღნიშნული სასადილოებისთვის, მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, – განაცხადა ილია ელოშვილმა. მისივე თქმით, მერიის მიერ ჩატარებული კვლევა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას. „ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის კვლევა, რასაც ხშირად მივმართავთ და  ემსახურება იმ მიზანს,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის გავრცელებული განცხადების მიხედვით სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შეტანილ ცვილებებს ხელი მოაწერა. განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ მას მიუღებლად მიაჩნია კანონპროექტის დაჩქარებული წესით, ყოველგვარი დისკუსიისა და კონსულტაციების გარეშე მიღება. გავრცველებულ წერილში ზურაბიშვილი ასევე საუბრობს, თუ რატომ უჭერს მხარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მისი ახალი სტრუქტურით ჩანაცვლების კანონპროექტს. “მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა. ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი…

მეტი...

„სააკაშვილს საქართველოში შემოყვანაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დაეხმარა“ – საქმის ბრალდებული

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მას შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ თხოვა. პროცესზე ცომაიამ დეტალურად აღწერა თუ როგორ დაუკავშირდა მას ყოფილი მაღალჩინოსანი და მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ჩამოყვანა სთხოვა. სანაცვლოდ კი  ლორთქიფანიძემ ცომაიას ცოლთან შექმნილი პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ცომაიამ სასამართლო სხდომაზე მოყვა, თუ როგორ  შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე Scania-ს მარკის მანქანით. ცომაიას თქმით იგი მგავს მარშრუტს ხშირად გადიოდა და მესაზღვრეებთან პრობლემა არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მოსმენა დღეს გაიმართა.

მეტი...

„ამ მასშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ჯდომა ჩვენი გამოთაყვანებაა“ – თაკო ჩარკვიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი მესამე პრზიდენტის ციხეში ჯდომას ქვეყნის მთავარ შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს გამოთაყვანებაა. „ამ მასშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ჯდომა არის დიდი შეცდომა და ჩვენი გამოთაყვანება. საქართველოს განვითარების მინი პროგრამა ისე მოგვაწოდა, გაოცებული დავრჩი, საოცარი სიტყვა თქვა. დღეს ის იყო ისეთი იდეალისტი, რატო არ ვიცოდი ეს ოხერი, რომ ასეთი იდეალისტი იყო. პირდაპირ მენანება, გეფიცებით… ჩამოვიდი იმიტომ, რომ მესიზმრებოდაო… ჩამოვედი იმიტომ, რომ  ანგრევთ და მენანებაო“… აცხადებს ჩარკვიანი.

მეტი...

„ან რიგგარეშე არჩევნები, ან საქართველო არ იქნება“ – მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, საქართველო სამ წელში აღარ იქნება. „რიგგარეშე არჩევნები ან იქნება, ან, ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება… ვისაც გჯერათ, გაგვატარეთ“ – ასე მიმართა პატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა ოპონენტებს. მისი შეფასებით, ქვეყანაში უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოვიდა და ეს ბრძოლა აუცილებლად მივა ბოლომდე. „მე შემიძლია საქართველოში 10 მილიარდი დოლარის შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ ამათი „ბლეფი“ დასაქმება კი არ არის, არამედ არის დასაქმება ნამდვილი, მინიმუმ 1000 დოლარიანი ხელფასი, რომ არცერთ ქართველს არ…

მეტი...

„ვერ მოგვაკეტინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვერ გაგვაჩუმებენ“ – მიხეილ სააკაშილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. მანამდე კი    დარბაზიდან მხარდამჭერებს მიმართა და ყველას მოუწოდა, ხელები კი არ ჩამოუშვან, პირიქით, მაღლა აწიონ, რადგანაც საქართველოში ოქროს ხანა ძალიან მალე დადგება. „შეეცდებიან ჩვენს გათიშვას, მოსყიდვას, ფულის შემოყრას, ყველაფერს, მაგრამ არცერთ ფულზე არ იცვლება ის, რაც შეიძლება მივიღოთ ჩვენი ერთიანობით. გვჭირდება კომბინაცია და ერთიანობა, ვემზადებით გადამწყვეტი კვირისთვის, თვისთვის თუ დღისთვის. არ ჩამოუშვათ ხელები, აღვმართოთ ხელები მშვიდობიანად, მძლავრად, ეროვნული თანხმობის დროშით საქართველოს გადასარჩენად. საქართველოს ვერ გადაუვლიან და გააუქმებენ, ჩვენ ვერ გაგვაუქმებენ, ჩვენ ვერ მოგვაკეტინებენ,  ვერ გაგვაჩერებენ, ვერ გაგვაჩუმებენ. საქართველოში ხელახლა დადგება ოქროს ხანა. აბა თქვენ იცით“ –…

მეტი...

“რვა კაცი დამახტა საწოლზე გორის ჰოსპიტალში და მახრჩობდნენ წნევიანს” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლო საზღვრის კვეთის საქმეს განიხილავს. ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პატიმრობის შესახებ და საქართველოს უდიდეს პრობლემებზე ისაუბრა. “ტურიზმში უდიდესი პრობლემები გვაქვს. როგორ შეიძლება მთაში ღარიბი ადამიანი ცხოვრობდეს, როდესაც ულამაზესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სამთო კურორტები გვაქვს საქართველოში. თუმცა რა მიკვირს, მათ ამუშავებას ცოდნა სჭირდება, რაც ამჟამინდელ მთავრობას არ გააჩნია. ვართ უზნეო, გაუნათლებელი, საშინელი ხალხის ხელში. ყველაფერი ეს ვადამდელი არჩევნებით უნდა დასრულდეს ამ გაზაფხულს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, უბრალოდ სირცხვილია, რომ ასეთ მთავრობას ჩუმად ვუძლებთ და სირცხვილია ისიც, რომ ასეთი მთავრობა ასამართლებს…

მეტი...

“მზად მაქვს პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ძველებურ სიძლიერეს დაუბრუნებს” – მიხეილ სააკაშვილი

“ხალხს ბავშვის გაჩენის უნდა ეშინოდეს, რადგან მისი მოვლა და გაზრდა ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება, რაც საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ არ აქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. შეგახსენებთ, რომ სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს. “2021 წელს განსაკუთრებულად იმატა პროდუქტების ფასებმა. პურმა 70-80 თეთრით იმატა. კვერცხმა 20-30 თეთრით. ჩემი მეგობრის მშობლები ავადმყოფები არიან და უბრალოდ, რომ იცოცხლონ თვეში 600 ლარი სჭირდებათ. წარმოიდგინეთ მედიკამენტების ფასი როგორაა გაძვირებული. ბავშვის მოვლა და ნორმალური ხარისხის საკვების ყიდვა მისთვის 60 ლარი ჯდება, ამ თანხაში მაქსიმუმ დღენახევრის სამყოფი რამ მოგივათ. ეს საშინელი სიტუაციაა. ხალხს ბავშვის გაჩენის უფულობის გამო…

მეტი...

“ებრძვიან ადამიანს, რომელმაც საქართველო განავითარა”-გიორგი სააკაშვილი

“ებრძვიან ადამიანს, რომელსაც ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში ლომის წვლილი მიუძღვის”, – აღნიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. “დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია. ეს გუშინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა, როდესაც გაიმართა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი.  მათ სურდათ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის ძმის თქმით,  ებრძვიან ადამიანს, რომელსაც ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მისი აზრით, სირცხვილია, რომ მიხეილი ამგვარი მიზეზებისა და ბრალდებების მსხვერპლია. ის დარწმუნებულია, რომ მიხეილს თავისუფალს აუცილებლად იხილავს.

მეტი...

პოლიციამ აჭარასა და გურიაში იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულებს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. “ჩატარდა  ოპერატიული და საგამოძიებო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი იქნა დაკავებული. ამოღებულია სამი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სამი მჭიდი და 1 ვაზნა”, – წერია განცხადებაში. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი…

მეტი...

ყაზახეთის ტერიტორიას უსაფრთხოების ხელშეკრულების ჯარები მალე დატოვებენ

ყაზახური მედიის ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების გაყვანის პროცესი ყაზახეთის ტერიტორიიდან დღეს უნდა დაიწყოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯარები ყაზახეთის ტერიტორიას 10 დღის განმავლობაში სრულად დატოვებენ. ამ პროცედურას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრების საბჭო დაამტკიცებს. სხდომა დღესაა ჩანიშნული. ყაზახეთის პრეზიდენტმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პირდაპირ განაცხადა, რომ უცხო ჯარების მიერ ნამოქმედარი ფაქტობრივად ტერორისტული თავდასხმა იყო, რომელმაც ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ ლორდთა პალატა იმსჯელებს

ლორდთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელებს. გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის დისკუსიის ინიციატორი ლორდი ჰარისი გახლავთ. “დღეს გავიგებთ, თუ რა პოზიცია აქვს მისი უდიდებულესობის მთავრობას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 ოქ­ტომ­ბერს გა­ნი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სა­კი­თხი, ხოლო მი­სი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ გა­მო­ხა­ტა ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან 11 ნო­ემ­ბერს. მოხარულნი ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაასრულა”, – წერია ვებგვერდის განცხადებაში. ლორდთა პალატა ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმიწევნით პატივისცემის გამოჩენა. ისინი მომავალშიც გააგრძელებენ მიხეილის პატიმრობის გარშემო არსებული…

მეტი...

როგორ ეხმიანება სალომე ზურაბიშვილი იან სტოლტენბერგის განცხადებას?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა.  პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. “მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის მიერ. ამ რთულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ დრო­ში ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია და­ეყ­რდნოს თა­ვის პარტნი­ო­რებს, რომ ისი­ნი გა­ნაგ­რძო­ბენ ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას”, – და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა საკუთარი ჯარების გაყვანისაკენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებიდან. მისი თქმით ნატო არანაირ დათმობაზე არ წავა და არ დაუშვებს აღნიშნული ქვეყნების უფლებების დარღვევას.  

მეტი...

გაერომ 8 სახელმწიფოს ხმის უფლება შეუჩერა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და წევრ რვა სახელმწიფოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი  საბიუჯეტო დავალიანება გახდა. დასჯილი ქვყნებია: ირანი, ვენესუელა, სუდანი, ანტიგუა და ბარბუდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, პაპუა-ახალი გვინეა და ვანუატუ. აღნიშნულ ქვეყნებს პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად 18 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევთ, სუდანს – 300 000 დოლარის, ვენესუელას კი- 40 მილიონი დოლარის.  

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 047-ია

ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 868, აჭარაში – 612, იმერეთში – 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 125, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22. 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 – თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან…

მეტი...

ვირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 044 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 922 411. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა – 563, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 176, შიდა ქართლი – 277, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.  

მეტი...

ვირუსით 5 326 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 474 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 326  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 044   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.60 %.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  979 235-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.91%.    

მეტი...

ამოღებულია 2 კილომდე ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”ჰეროინი” ამოიღო. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა რ.ა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“ – აცხადებენ უწყებაში.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მიიყვანენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 13:00 საათზე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება მოხდება. სასამართლო დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა. აღნიშნული საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.  

მეტი...

„ომიკრონის“ შტამი ადვილად ინიღბება“ – თამარ ობგაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„კორონავირუსი“ გრიპის ვირუსს ძალიან დაემსგავსა და მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია“ – აცხადებს პედიატრი თამარ ობგაიძე „მედიაცნეტრ მთავართან“  და აცრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „საკმაოდ მოიმატა გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ. კონკრეტულად კი „ა“ ჯგუფის ვირუსმა, რომელიც სიმპტომებით „ომიკრონს“ ძალიან ჰგავს. გახშირდა რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებიც. სულ სამასამდე ვირუსს შეუძლია „ომიკრონის“ მსგავსი ინფექციის გამოწვევა, ამიტომაც აღნიშნული შტამი ადვილად ინიღბება. აგრეთვე, დაავადებული აღარ კარგავს ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარს“, – აღნიშნა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავართან.“ ობგაიძის თქმით, გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა, განსაკუთრებით კი ბავშვებში.      

მეტი...

“სკოლები და ბაღები მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში უნდა დაიკეტოს“ – თამარ ობგაიძე “მედიაცენტრ მთავართან“

მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ობგაიძემ “მედიაცნეტრ მთავართან“ განაცხადა, რომ სკოლებისა და ბაგა-ბაღების ხელაღებით დაკეტვა არ შეიძლება. „ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით, სკოლები და ბაღები მხოლოდ პანდემიის გართულების უკიდურეს პერიოდში უნდა დაიკეტოს. მათი ხელაღებით დაკეტვა არ შეიძლება. მშობლებმა კი საჭიროა, ბავშვებში მინიმალური სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაშიც არ გაუშვან, დაიცვან საკუთარი და სხვების შვილების ჯანმრთელობა“, – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. პედიატრის თქმით საბავშვო ბაღებში და სკოლებში პრობლემას პანდემია აუცილებლად შექმნის, თუმცა პასუხისმგებლობა როგორც სკოლებმა, ისე მშობლებმა თანაბრად უნდა გადაინაწილონ.

მეტი...

“კვირაში 50 000-მდე ადამიანი იღუპება, “ომიკრონი” საშიშად რჩება” – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი „ომიკრონის“ საშიშროებაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ის ისევ საშიშ ვირუსად რჩება. „მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“, ის რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული“ – აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი. მისივე შეფასებით, კვირაში 50 000-მდე ადამიანი იღუპება, რაც საკმაოდ ბევრია. „თითქმის 50 000 გარდაცვალება კვირაში, ძალიან ბევრია. ვირუსთან ერთად ცხოვრება არ ნიშნავს, დავუშვათ, რომ სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მისაღები იყოს. ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ და თეთრი დროშა არ უნდა ვუფრიალოთ, როცა მსოფლიოში ამდენი…

მეტი...

“ომიკრონთან სინოფარმისა და სინოვაკის ეფექტურობა უკიდურესად დაბალია” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” ომიკრონის“ შტამთან ვაქცინების ეფექტურობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტურობა უკიდურესად დაბალია და საჭიროა „ბუსტერ“ დოზით აცრა. “სამწუხაროდ, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტურობა უკიდურესად დაბალია. „ფაიზერის“ და „მოდერნას“ შემთხვევაშიც არ არის მაღალი, თუმცა „ბუსტერ“ დოზის შემდეგ ეფექტურობა 70%-ზე მეტია. ასევე დაცულები არიან ისინი, ვისაც აქვს კოვიდი გადატანილი და არის ვაქცინირებული,” – აღნიშნა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე თქმით, ძალიან მოიშალა სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვის სისტემა. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით საშიშია ზამთრის კურორტები, სადაც კონტროლი და რეგულაციები მოშლილია.

მეტი...