მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის შემდეგ, მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ საკაშვილმა, მის თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან კარვებში შიმშილობდნენ, ულტიმატუმი წაუყენა. კერძოდ, თუ ისინი შიმშილობას რა შეწყვეტდნენ, პროტესტის ამ ფორმას თავადაც მიმართავდა და შიმშილობას დაიწყებდა. როგორც ნიკანორ მელიამ განაცხადა, ამის გამო, მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ”მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს.  ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.  

მეტი...

მთლიანობაში, ქვეყანაში ჩატარებულია 2 524 871 აცრა

დაავადებათა კონტრლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 514 871 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 290 114 ადამიანი – 18 ასაკის მოსახლეობის 44.9%; სრულად ვაქცინირებულია 1 149 956 ადამიანი – 18 ასაკის მოსახლეობის 40.0%; ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 73 465 ადამიანს. 31 დეკემბერს აიცრა 1 388 ადამიანი    

მეტი...

„სიძნელე მოდის და მიდის. ასევე, სიხარული მოდის და მიდის“ – პატრიარქის მილოცვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და ამხნევებს, რომ სიძნელეების არავის შეეშინდეს. „ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინ განჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები, არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც“ – ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორემ განსაკუთრებულად…

მეტი...

„უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება“ – პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

„უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლე მჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ კი გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები“ –  ასეთია პრეზიდენტის შეფასება ქვეყანაში არსებულ მდგომარებაზე. როგორც სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში აღნიშნა, მისი ძალისხმევა მიმართული იქნება ერთმანეთისკენ მიმავალი გზის გამოსაძებნად. „მთელი ძალისხმევა ჩემი ამ დღეებში და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ გზები მოვნახოთ, მოვახერხოთ ის, რომ მოსმენით და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა…

მეტი...

„არა, არა… იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო – არა“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული თანხმობა ვინმეს გათავისუფლებას არ ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვაში ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პროცესი, რომელიც რომელი ადამიანის გათავისუფლებისთვის შეიქმნა. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა გათავისუფლებაში წინამორბედი იგულისხმა. „ჩემი ამოცანაც ესაა  – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა ისე, როგორც ზოგი ავრცელებს, რომ ეს ვითომ კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის.  არა, არა… იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო – არა. ეს იმისთვის კეთება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას…

მეტი...

როგორია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი?!

2021 წლის პირველ ოთხ თვეში, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება მნიშვნელოვნად ნაკლები იყო მოხმარებაზე. უფრო კონკრეტულად,  ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარების დინამიკაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ 2021 წელს „მედიაცენტ მთავართან“ ისაუბრა. „მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანა კვლავ რჩება მნიშვნელოვანდ დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე. 2021 წელს ექსპლუატაციაში 5 მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური შევიდა. ჯამში მათი სიმძლავრე 7 მეგავატს აღწევს: „დვირულა ჰესი“ – 1.99 მგვტ, „ხრამჰესი“ – 1.13მგვტ, „თბილისის ზღვის ჰესი“ – 0.4 მგვტ, „როშკა ჰესი2“ – 1.99მგვტ, „როშკა ჰესი3“ – 1 მგვტ. დავით ნარმანიას თქმით, 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები, წინა…

მეტი...