ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ უძლიერესი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 2017 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერ რაკეტა გამოსცადა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რაკეტა ადგილობრივი დროით 07:52 საათზე გაუშვეს.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

ეს ბოლო 1 თვის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების მე-7 გამოცდაა. ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ თავდაცვას გააძლიერებს და ყველა დროებით შეჩერებული საქმიანობის განახლებას აპირებს.რაკეტა

მსგავსი თემები