ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეები და პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდნენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩინეთში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სულ 34 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 13 სპორტსმენია, დანარჩენი კი პერსონალის წარმომდგენელი. ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად იცავენ რეგულაციებს.

ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტით გადაიყვანეს და ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში ჰყავთ

მსგავსი თემები