სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნატოსა და ეუთო-ში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნას გააგზავნის

რუსეთი დღეს ნატო-ში და ეუთო-ში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ითხოვს ვალდებულების დაზუსტებას, როგორ არ გაძლიერდება დასავლეთის უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე.

“ჩვენ მივაღწევთ არა მხოლოდ გარანტიებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს დოკუმენტაციით, არამედ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებსაც, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროპის მთელ კონტინენტზე რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური ინტერესების სრული, თანაბარი გათვალისწინებით”, – აღნიშნა ლავროვმა.

მსგავსი თემები