ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გადაყვანას გეგმავს

ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ჯარების გაორმაგებას და დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი განცხადებით, დამატებითი ჯარების გაგზავნა იქნება მკაფიო გზავნილი კრემლისთვის, ხოლო დიდი ბრიტანეთი არასოდეს შეურიგდება მოსკოვის დესტაბილიზაციურ ქმედებებს და ყოველთვის დადგება ნატო-ს მოკავშირეების გვერდით.

ბრიტანეთს 900 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული ესტონეთში, 150 კი პოლონეთში. ამასთან, 100-ზე მეტი ინსტრუქტორი ჰყავს გაგზავნილი უკრაინაში

ბორის ჯონსონის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ბრიტანეთის ჯარისკაცების რაოდენობა გაორმაგდება, ასევე ესტონეთში გაგზავნილი იქნება სამხედრო თვითმფრინავები, ხომალდები და თავდაცვითი სახის იარაღები.

მსგავსი თემები