შოთა არველაძის საოცნებო დებიუტი ინგლისში

შოთა არველაძე დიდხნიანი სამწვრთნელო საქმიანობის პაუზის შემდეგ “ჰალ სიტიში” დაინიშნა.

შოთამ გუნდში რამდენიმე ვარჯიშის გამართვა უკვე მოასწრო და სადებიუტო შეხვედრა ჩემპიონშიფში გუშინ ღამით “სუონსის” წინააღმდეგ ჰქონდა.

ქართველი თავკაცის გუნდი მატჩის დასაწყისშივე ორბურთიანი უპირატესობით გაიჭრა წინ და მეტოქისგან გოლი აღარც მიუღია. შესაბამისად “ჰალმა” საშინაო არენაზე 2:0 მოიგო.

მსგავსი თემები