ნაქერალას უღელტეხილზე სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სხვა, ყველა სახის ტრანსპორტი აღნიშნულ მონაკვეთზე იმოძრავებს შეუფერხებლად.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი თემები