ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება“ – დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატოში ინტეგრაციაზე წითელი ხაზები გადის და გადაწყვეტილების გადახედვა არ მოხდება. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე,“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომელიც…

მეტი...

გერმანელ ტურისტს ერთ ბოთლ ლუდში 1000 ლარი გადაახდევინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თაღლითობის ბრალდებით თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს. მან, საქართველოში ჩამოსულ გერმანელ ტურისტს ერთ ბოთლი ლუდი 1000 ლარად მიჰყიდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა – ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს – 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი – ე.ჩ.…

მეტი...

„ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტი და სამკურნალო მიდგომა უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირი“ ინფიცირებულ, ამბულატორიულ ავადმყოფებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკებს 87%-ით, ხოლო მონოკლონური ანტისხეულები 70%-დან 85%-მდე ამცირებს. „კიდევ ერთხელ „რემდესივირის“ და მონოკლონური ანტისხეულების შესახებ: ქალბატონმა ლია გოლიაძემ ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით (გადაცემაში „რეალური სივრცე“, 15.01.2022) გადაწყვიტა თავისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის ტირაჟირება. როგორც ცნობილია, ქალბატონი ლია კატეგორიულად არ ცნობს „რემდესივირს“ და მონოკლონურ ანტისხეულებს COVID-ის სამკურნალო ანტივირუსულ მედიკამენტებად. პრინციპულად არ იყენებს მათ და რაც ყველაზე უარესია – სხვებსაც უშლის მათ გამოყენებას. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამავე გადაცემაში ბატონ ბიძინა კულუმბეგოვის ძალიან კვალიფიციური და მკაფიოდ არგუმენტირებული კომენტარი ამავე…

მეტი...

დაიღუპა 3 წლის ბავშვი

დასავლეთ საქართველოში, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზაზე მომხდარ ავარიას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვა მგზავრებიც დაშავდნენ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.  

მეტი...

ტრაგედია სამეგრელოში, შვილის ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა

წალენჯიხაში უვედური შემთხვევა მოხდა. 24 წლის შვილს „ტირის თოფი“ გაუვარდა, რომელიც მის დედას მოხვდა. ექიმებმა ქალის გადარჩევა ვერ შეძლეს. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, დედას ტყვია თავის არეში მოხვდა.    

მეტი...

„გამოძიებას არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება, რომ ეს იყო  უბედური შემთხვევა“ – ლომჯარია დევნილის თვითმკვლელობაზე

თბილისში, ზღვის უბანში, სანატორიუმ „ქართლში“ აფხაზეთიდან დევნილის თვითმკვლელობის ფაქტზე სახალხო დამცველი კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ  გამოძიებამ დასკვნის გაკეთება იჩქარა. „ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები ისმოდა,  კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მე გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, ჰქონდა ურთიერთობა წინა დღეებში და ამ შემთხვევის თვითმხილველები არიან. მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. დაველოდები გამოძიებას, თუმცა, ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მით უმეტეს, გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“, – განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.…

მეტი...

ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნას გამოაქვეყნებს

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე კოლსილიუმის დასკვნა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. “სახალხო დამცველის კონსილიუმს, რამდენიმე დღის წინ მორიგი ვიზიტი ჰქონდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება. კონსილიუმი შეფასებებს და დასკვნას უახლოეს დღეებში თვითონ წარმოადგენს, რომელიც საჯაროდ გაკეთდება”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.  

მეტი...

„საშიში პრეცენდენტი და მნიშვნელოვანი ზიანი“ – ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, მსგავსი გადაწყვეტილება საშიში პრეცენდენტია და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. დღეს, 2022 წლის 17 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა. აღნიშნულს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს…

მეტი...

„სტატისტიკური მონაცემის მიხედვით რატომ გაიზარდა 20%-ით პურის ფასი?“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„როდესაც ვისმენთ, რომ ფქვილის იმპორტმა ბაზარზე დადებითი ეფექტი მოგვცა, დადებით ეფექტს ვერც ჩვენ და ვერც მოსახლეობა ვერ ხედავს, რადგან ფქვილის შემოტანის მიუხედავად, პურის ფასი 22%-ით არის გაზრდილი” – განაცხადა “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ “მედიაცენტრ მთავარში.” მისი თქმით, ფქვილის იმპორტის აგრესიული ზრდა ეკონომიკას და ქვეყანას აზარალებს. „იმის შემდეგ,  რაც ხორბალზე მცურავი ბაჟის შემოღება მოხდა, აგრესიულად განხორციელდა ფქვილის იმპორტი. შემოსული არის ფქვილის მაღალი რაოდენობა.  ანუ თუ ფქვილი შემოსულია 6000 ტონამდე თვეში შესაბამისად, ეს არის რეცეპტი, რომ ფქვილის ფასი არ გაიზარდოს. მაშინ სტატისტიკური მონაცემის მიხედვით რატომ გაიზარდა 20%-ით…

მეტი...

„მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილზე, რომელიც შენობიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, განცხადებას ავრცელებს. „გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით – მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ. ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?! – წერს მესამე პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ დევნილმა პროტესტის ნიშნად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დევნილის თვითმკვლელობა გაბატონებული ნეპოტიზმისა და კორუფციის შედეგია”, – შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ მომხდარი გაბატონებული ნეპოტიზმისა და კორუფციის შედეგია. „ნიკოლოზ ყიფშიძის და ექსპერტ მედიკოსთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ამ დრომდე შეზღუდულია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი და არ შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი. მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო, მიიჩნევს, რომ ეს არის გაბატონებული ნეპოტიზმისა და კორუფციის შედეგი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში და…

მეტი...

„10-მდე წისქვილკომბინატი დაიხურა, პრობლემა ურთულესია“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია” პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას ითხოვს როგორც ლევან სილაგავამ „მედიაცენტრი მთავარში” განაცხადა, წინა წელს 10-მდე მცირე და საშუალო ზომის წისქვილ-კომბინატი უკვე დაიხურა. “ჩვენი მოთხოვნაა პრემიერთან და ეკონომიკური გუნდის პირველ პირებთან შეხვედრა, ანუ ეკონომიკის მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ამ ერთობლივ ფორმატში. პრობლემა, რომელიც ჯერ ისევ დღის წესრიგში დგას, სულ უფრო ღრმავდება და დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, რომ ფაქტობრივად უკვე დიდი წისქვილები იწყებენ გაჩერებას, რაც შესაბამისად არის ძალიან დიდი პრობლემა. წინა წელს გაჩერდა დაახლოებით 10-მდე წისქვილ-კომბინატი, წელს…

მეტი...

“მწუხარებას გამოვთქვამ დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის გამო”, – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის გარდაცვალებას ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე – შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. ლომჯარიას განცხადებითვე, მან 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა. არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. „სახალხო დამცველი დევნილთა…

მეტი...

„უბედური შემთხვევა“ – ჯანდაცვის მინისტრი დევნილის თვითმკვლელობაზე

სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მისივე შეფასებით, ყველა გამოძიებას უნდა დაელოდოს და სხვა შეფასებებისგან თავი შეიკავონ. „პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც, სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლში“ და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც…

მეტი...

“მოვითხოვთ ხელფასების 100%-იან მატებას”, – დავით ომსარაშვილი

ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმებულების საპროტესტო აქციაზე „სოლიდარობის ქსელის” იურისტმა დავით ომსარაშვილმა განაცხადა, რომ იმ დაპირებებს, რომლებიც 4 წელია ესმით ვეღარ ენდობიან და პროტესტსაც ამიტომ აგრძელებენ. როგორც ომსარაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეები ითხოვენ ხელფასის 100%-იან მატებას, რადგან მისი თქმით, არსებული ხელფასები სოციალურ აგენტებსა და სხვადასხვა სპეციალისტებს საარსებოდ არ ჰყოფნით. „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აქ არ არიან შეკრებილი მხოლოდ სოციალური აგენტები. აქ შეკრებილია სოციალურ სფეროში მომუშავე არაერთი თანამდებობის პირი. ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასების მატებას, ვინაიდან ეს ხელფასი საარსებოდაც საკმარისი არ არის. შესაბამისად ეს ადამიანები იყენებენ კანონით მინიჭებულ ამ უფლებას და…

მეტი...

„პური და პირველადი მოხმარების საგნები ავტომატურად გაძვირდება“ – დავით დოლბაძე „მედიაცენტრ მთავარში“  

„გვაქვს 2 წისქვილკომბინატი თბილისსა და გორში. ფაქტიურად, გავაჩერეთ წარმოება გორის კომბინატში და შევამცირეთ კადრები თბილისის წისქვილკომბინატში. ამავე ხერხეს მიმართა მრავალმა წისქვილკომბინატმა“ –  ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“  წისქვილკომბინატ “აგროექსპორტის” გენერალურმა დირექტორმა დავით დოლბაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ დარგი გაქრობის პირასაა. „ჩვენი პრობლემაა რუსული ხორბლის ტარიფები და მცურავი ბაჟი. პრობლემა საკმაოდ აქტუალურია უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. მცურავი ბაჟი დღევანდელი მდგომარეობით 98 დოლარს შეადგენს 1  ტონა ხორბალზე, რაც არაკონკურეტულ პირობებს უქმნის ქართულ წარმოებებს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. რუსული ფქვილი დღითიდღე ანაცვლებს საქართველოში წარმოებულ ფქვილს“ – აღნიშნა დოლბაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“…

მეტი...

“გვსურს შევქმნათ ორი მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი”, – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სურვილი დიდია საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნისა. მისი თქმით, ათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. „რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას, ამის თაობაზე გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ცნობილ ფინანსურ კომპანიასთან Rothschild-თან. ახლა მინდა ეკონომიკის მინისტრს დავავალო, რომ გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მოამზადოს და წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს. ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები, რომლის შექმნა-განვითარება…

მეტი...

“ჩვენი მთავარი ამოცანა მედიკამენტების ფასების მონიტორინგია”, – ირაკლი ღარიბაშვილი

“კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩაუტარდა მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა უკვე პარლამენტს, მთავრობას”, – განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა, ვინაიდან საჭირო იქნება კანონებში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და გააიაფებს მედიკამენტებს. „რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიტყოდი ამ ეტაპზე და მეორეს მხრივ – ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი N1 მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, ბატონი…

მეტი...

პოლიციამ ტურისტის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა – ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს – 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე…

მეტი...

“მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს”, – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.  მისი თქმით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, მთავრობა დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. პრემიერის თქმით, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. „მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

“არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქრესტის სამიტის გადაწყვეტილებისა”, -დავით ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს და გადაწყვეტილებები ქვეყანასთან მიმათებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს ჩართულობის გარეშე. „ჩვენი ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს გარეშე. მე დამიდასტურეს სატელეფონო საუბრების დროს, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ისე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება დადასტურებული დღევანელ შეხვედრაზე ელჩებთან. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, მათგან…

მეტი...

შსს-მ სამი პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების…

მეტი...

ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1001-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 329 საიდანაც: 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 872, აჭარაში – 611, იმერეთში – 856. ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 122, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 45, იმერეთში – 26. 2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 250 – თბილისში, 593- აჭარაში. 46 737 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ…

მეტი...

ერთ დღეში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 931 507. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, აჭარა – 330, იმერეთი – 213, ქვემო ქართლი – 116, შიდა ქართლი – 98, გურია – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

მეტი...

კორონავირუსით 3 656 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 711  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 656  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 066   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  12.31 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  999 343-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.69%.

მეტი...

„დამაკავებენ? ვამბობ, რომ არა” – ყოფილი პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტ აფრთხილებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო თავის სამშობლოში, უკრაინაში დღეს ბრუნდება. ის ამჟამად პოლონეთში იმყოფება. უკრაინაში ჩასვლამდე კი მოქმედ პრეზიდენტს აფრთხილებს. „დამაკავებენ? ვამბობ, რომ არა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი თავდაჯერებული ვარ. უბრალოდ დაკავების მიზეზს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავის თავს ზიანს მიაყენებს, თუ ასეთ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე ვბრუნდები უკრაინაში, რათა ვიბრძოლო უკრაინისთვის და არა ბატონი ზელენსკის წინააღმდეგ“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი. „ისინი შეეცდებიან ჩემს დაკავებას“ – პრეზიდენტი პოროშენკო უკრაინაში ბრუნდება

მეტი...