“მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას” – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატებს საელჩო საქართველოში, ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, საკმაოდ მკაცრს განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, მმართველმა პარტიამ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით უპასუხა. „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მისი წამების ფაქტების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც მისი წინააღმდეგ განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა შეისწავლოს. აღნიშნული ინიციატივა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააჟღერა. „არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი. ეს მდგომარეობა არ დასრულებულა. მას სჭირდება სათანადო სამედიცინო დახმარება, რომლის მიღებასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ ახერხებს. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება, შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური  და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის, იმ თანამდებობის პირთა საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები”, – განმარტავს გიორგი მშვენიერაძე.  

მეტი...

7 იანვარს შემოწირულობები ისევ შეგროვდება – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო 7 იანვარს, შემოწირულობების შეგროვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, შეგროვდება ყველა სახის პროდუქტი თუ ინვენტარი. „მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წლებია, ყოველ 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში მოსახლეობა – სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულობას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. წელს, 2022 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. მსურველებს შემოწირულობისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 2022 წლის 7…

მეტი...

გორში ყოფილმა სამხედროებმა ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

გორში ყოფილმა სამხედროებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ 24 დღის წინ გატაცებული  თანამებრძოლის, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება. როგორც ისინი აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათ  ლილუაშვილის უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვდა. ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არ იქნება.

მეტი...

თალიბები ალკოჰოლის წინააღმდეგ – 3 ტონა სასმელი წყლის არხში ჩაღვარეს

თალიბებმა ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 3 ტონა ალკოჰოლი ქაბულის წყლის არხში ჩაღვარეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე ალკოჰოლის გამყიდველის დაკავება მოახერხეს და სასამართლოს გადასცეს. აღსანიშნავია, რომ თალიბანმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მუსლიმებმა თავი მკაცრად უნდა შეიკავონ ალკოჰოლის წარმოებისა და რეალიზაციისგან.

მეტი...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადება ზუგდიდის საკრებულოს წევრისა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე

პარტია “საქართველოსთვის” 2021 წლის 20 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, მალხაზ თორიასა, და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე განცხადებას აკეთებს. ,,პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ აღნიშნულ თავდასხმას აფასებს როგორც პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დაშინების და ზეწოლის სისტემური და მიზანმიმართული პროცესის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებას, პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და არჩევნების შემდეგაც გრძელდება.  აღნიშნული თავდასხმა არის ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური უმოქმედობის შედეგი – დღემდე პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ასზე მეტ ფაქტზე სისტემური რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა.” – წერია…

მეტი...

ზუგდიდის საკრებულოს წევრსა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის ზუსტი დეტალები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომანქანამ. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის, მეორე – ლურჯი ფერის, „მერსედესის“ მარკის, ხოლო მესამე – შავი ფერის (მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს) ავტომანქანა. სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მალხაზ თორიას მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმისას 2 მათგანი შეიარაღებული იყო…

მეტი...

უხვი ნალექის გამო შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო  შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ამჟამად პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, დიდთოვლობის გამო ასევე შეუძლებელია სოფლები სგზებზე ტრანსპორტით გადაადგილებაც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში 35 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები. რაც შეეხება ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.

მეტი...

ხაშურის სოფელ აძვისში სახლი დაიწვა და სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისში სახლი დაიწვა, რის შედეგადაც სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. გელა იპაროიძის ოჯახის დასახმარებლად, რომელსაც 4 შვილი ჰყავს, მეზობლები და სოციალურ ქსელში მოქალაქეები გააქტიურდნენ ისნი ცდილობენ, რომ სოციალურად დაუცველებს როგორც ფინანსურად, ასევე მატერიალურად დაეხმარნონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური იქნება

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამშრმლებს ახალი მარჯვენა ხელი, ილია ღუდუშაური,  წარუდგინა. უწყების ცნობით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. ასევე 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც. ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი. მან მოადგილის პოსტზე გიორგი წოწკოლაური ჩაანაცვლა, რომელიც 2018…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს – ადვოკატები

დღეს ორდღიანი პაუზის შემდეგ ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს. თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს – განაცხადეს მათ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ. როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას, ასევე  არ არის დაცული შეხვედრების დროს კონფიდენციალობა, სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს. “თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური…

მეტი...

,,მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა” – ექიმი

მეუფე სტეფანეს ექიმის ინფორმაციით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კონტაქტური და ადეკვატურია. როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტი კლინიკაში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით შეიყვანეს. „ჩატარებული კვლევებით აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა, ჩაუტარდა სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება. მას ჰქონდა სისხლის დანაკარგი, ასევე შევსებული არის სისხლის კომპონენტებით ეს დანაკარგი. დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, კონტაქტური და ადეკვატურია”, – განაცხადა ექიმმა.

მეტი...

“გადაიტვირთება ჰოსპიტალური სექტორი და ეს არის ყველაზე ცუდი” – პაატა ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავარში”

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” კორონავირუსის ახალ – “ომიკრონის” შტამზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მოსალოდნელია ჰოსპიტალური სექტორის გადაიტვირთვა. “შეიძლება ვამბობთ,  რომ “ომიკრონი” ძალიან მარტივად მიმდინარეობს, უფრო ნაკლებად არის ის გართულებები, რაც ადრე გვქონდა, მაგრამ, რიცხვი როცა იზრდება, ეს იწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას. ეს არის ყველაზე ცუდი. რა თქმა უნდა, რისკ ფატორები დიდია იმ ადამიანებში, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აქვთ, ეს იქნება დიაბეტი, ჰიპერტონია თუ სხვა.” – განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარში”. მისივე შესასებთ, ორსულებშიც ვირუსი ისევე მიმდინარეობს, როგორც სხვა პაციენტებში. “ორსულებში არაფერი შეცვლილა, იგივეა…

მეტი...

,, მუტაცია, რაც კოვიდმა განიცადა, კარგია, მაგრამ დასკვნის გაკეთება, რომ ეს დასასრულის დასაწყისია, ნაადრევია” – პაატა ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავარში”

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”  გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალ შტამზე “ომიკრონზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით „ომიკრონის“ შტამის გავრცელება არ არის საშიში და მარტივად მიმდინარეობს. „ჩვენმა პატარა ქვეყანამ უფრო მეტს გაუძლო ვიდრე შეიძლებოდა. ასე რომ, დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელება არ არის იმდენად საშიში. უფრო მეტს გაუძლო ქვეყანამ და დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუძლებთ. გავრცელებადია ეს შტამი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან, ქვეყანამ უფრო მეტ პანდემიას გაუძლო. ჩვენ ამის შიში არ უნდა გვქონდეს. რა მოხდება მომავალში რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება. ის მუტაცია, რომელიც კოვიდმა განიცადა…

მეტი...

,,წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი” – ბექა ბასილაია

დღეს, 3 იანვარს, ორდღიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ადვოკატები შეხვდნენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ყველა ფანჯარა კვლავ ამოქოლილია და მათ წერილობითი კომუნიკაციის საშუალება ისევ არ ეძლევათ. ადვოკატებმა ვიზიტის დაწყებამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს. “ბუნებრივია, წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი, საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლობაში ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულებები და ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი ფუნდამენტური უფლება არსებითად დაირღვა და ამ უფლებების აღდგენის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს”, – განაცხადა ბექქა ბასიალაიამ. შოთა თუთბერიძის თქმით, ისინი “ადვოკატთა ასოციაცის” სთხოვენ…

მეტი...

,,პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად 4 მოზარდს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა” – ბიძინა კანაშვილი

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ათობით ადამიანია დაშავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. სხვადასხვა დაზიანებით პაციენტები კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც დამწვრობიის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, ორი მცირეწლოვანი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაზიანებები კი სახის არესა და კიდურებზე აქვთ. სტაციონარში იმყოფება სამწუხაროდ 2 ბავშვი, 8 წლის და 9 წლის. მათ დამწვრობა აქვთ მიღებული პიროტექნიკის გამოყენებით შედეგად, დაზიანებული აქვთ ორივე მტევანი და სახის არე. ამჟამად იმყოფებიან დამწვრობის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში. სულ დაფიქსირდა 30 შემთხვევა, დიდ უმრავლესობას ჩაუტარდა პირველადი დახმარება და მიეცათ რჩევა-დარიგება,”- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კი 4…

მეტი...

ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი მიატოვა

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი მიატოვა და წავიდა, არსებული ინფორმაციით მიზეზი უსახსრობაა.  დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო და იძულებული იყო შვილი  დაეტოვებინა. მოგვიანებით კი სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით, ოჯახის მხარდამჭერი სერვისების რესურსის ფარგლებში ქალს შესთავაზეს ყველა საჭირო პროგრამა ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. როგორც ისინი თვლიან, ამ ეტაპზე შვილის დედისგან განცალკევების აუცილებლობა არ არსებობს.  მათთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით დედათა და შვილთა თავშესაფარში, სადაც საცხოვრებლად ბავშვის საავადმყოფოდან გაწერისთანავე გადავა.

მეტი...

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკაში გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გავრცეებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი, 76 წლის ასაკაში გარდაიცვალა. “76 წლის ასაკაში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს,”- ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

რუსთავის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

რუსთავში, ქარხანა “რუსელოისში” კაცი გარდაიცვალა.​ შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს დაფიქსირდა. გარდაცვლილი დაახლოებით 44 წლის გახლდათ, ის სილიკონ-მარგანეცის ქარხანის თანამშრომელი იყო. გავცელებული ინფორმაციით მას ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და შიგნით ჩავარდა. რეზერვუარიდან ცხედრის ამოყვანა მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოახერხეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

კალიფორნიაში ტყუპები სხვადასხვა წელში, თვესა და რიცხვში დაიბადნენ

კალიფორნიაში ქალმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთი 2021 წელს დაიბადა, ხოლო მეორე 2022 წელს. პირველი ბავშვი 31 დეკემბერს 23:45 საათზე გაჩნდა, მეორე კი 15 წუთის შემდეგ 1 იანვარს. “ჩემთვის სიგიჟეა, რომ ისინი ტყუპები არიან და სხვადასხვა დაბადების წლები აქვთ”, – განაცხადა დედამ, ფატიმა მადრიგალმა. პატარები ავიდადის სამედიცინო ცენტრში დაიბადნენ. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნა და დაწერა, რომ ასეთი შემთხვევის შანსი 2 მილიონში ერთია. ,,მივესალმებით აილინ იოლანდა ტრუხილიოს, როგორც პირველ ბავშვს 2022 წელს! მისი ტყუპისცალი, ალფრედო ანტონიო ტრუხილიო, დაიბადა 15 წუთით ადრე, პარასკევს, 31 დეკემბერს, საღამოს 23:45 წუთზე, რაც ნიშნავს, რომ მათი დაბადების დღე სხვადასხვა დღეს, თვესა…

მეტი...

ვირუსით 943 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 15 032 ტესტი და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 789 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  938 583-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.77%.  

მეტი...

ვირუსით 37 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა – 91, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 15, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

მეტი...

თუ რუსეთი უკრაინას დაარტყამს, აშშ ამოქმედდება – ბაიდენი და ზელინსკი ერთმანეთს შეხვდნენ

ამერიკის პრეზიდენიტი, ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკის ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტი მოქმედებებით უპასუხებენ. “ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დაწყებული მომავალი კვირიდან ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით, ნატოში ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ “არაფერი შენზე შენს გარეშე”. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

მეტი...

,,გზებზე თუ არ მოხდა ადმინისტრირება, ინსპექტირება რა არის?” – ვაჟა იორდანაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე ისაუბრა. როგორც იორდანაშვულმა განაცხადა ხშირად მძღოლები ძალიან მზაკვრულ ხერხს მიმართავენ, ისინი  ტექდათვალიერების წინ საკუთარ ავტომობილზე  გარკვეულ  ნაწილებს ახლით ანაცვლებენ, ქირაობენ რა ერთი დღით ახალ ნაწილს, რათა დაბრკოლების გარეშე მოახერხონ ტექნიკური ინსპექტირების გავლა შემდეგ კი ერთი წლით გათავისუფლდნენ. ,,ძალიან ხშირად სანათი მოწყობილებები, იგივე შუქფარები, არის დაზიანებული – გატეხილი, ახლის შეძენა შეიძლება იყოს ძვირი, ამიტომ შეიძლება დაშლილებში მიდიოდეს ადამიანი, შეიძლება თხოულობდეს ან ქირაობდეს ახალ ნაწილს, მიდიოდეს ინსპექტირების ცენტრში, ინსპექტირების ცენტრმა უბრალოდ უნდა შეხედოს, რომ შუქფარები გამართულია, ანათებს…

მეტი...

თოვლის და ყინვის გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა ასევე აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლოდანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და…

მეტი...