ისანი, სამგორი, ნაძალადევი… სიცოცხლისთვის საშიში და სარისკო დასახლებები

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. მან გამოყო თბილისის ის დასახლებები, სადაც ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია გაზის გამათბობლებისა და დანადგარების სისტემა.

“სამწუხაროდ თბილისში კიდევ არის ისეთი კერძო დასახლებები ნაძალადევზე, ნავთლუღში, ისანში, სამგორში, სადაც გაზის დანადგარების სისტემები მოუწესრიგებელია. ყველაზე სავალალო შედეგები აქ გვაქვს. არის ფაქტებიც, რომ აღმოჩენილი შეცდომები დანადგარების დაყენებასთან დაკავშირებით აღმოფხვრილია, თუმცა გამოსასწორებელი ბევრი რამ არის ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრგან. დადებითი ფაქტორია, ის რომ 2019 წლის შემდეგ აფეთქება გაზის გამო აღარ მომხდარა, თუმცა სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებს თავს ჯერ კიდევ ვერ ვარიდებთ”, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები