უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას იღებენ. აქციაზე ორივე ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა, ასევე წარდგენილია ბანერები წარწერებით: ,,უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”, ,,დიდება უკრაინას”, ,,არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში” და სხვა. “ეს არის სოლიდარობის აქცია ჩვენი ისტორიული მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელიც იმავე გამოწვევების წინაშე დგას როგორშიც იდგა 2008 წელს საქართველო. ყველაფერი ეს ჯდება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ

მეტი...

კორონავირუსმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი იმსხვერპლა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი. ის ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. “მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტს ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა – მას თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თურქეთის სასამართლომ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ცნობილი ჟურნალისტის სედეფ კაბასის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ინფორმაციას CNN Turk-i ჟურნალისტმა, როგორც ოპოზიციურ ტელევიზიაში საუბრისას, ასევე საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოიყენა ერთი ანდაზა, რომელმაც ეს ბრალდება გამოიყენა: „არსებობს ცნობილი ანდაზა, რომლის თანახმადაც, გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არაა. ხარი სასახლეში შესვლით მეფე ვერ ხდება, მაგრამ სასახლე იქცევა ბოსლად”, – განაცხადა ჟურნალისტმა. პრეზიდენტის შეურაცხყოფა ქვეყნის კანონის თანახმად ერთი წლიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მეტი...

საგანგებო სიტუაციაების მართვის სამსახური საზოგადოებას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს რომლის მიხედვითაც,  ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა, რის გამოც რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება, რაც საფრთხის შემცველია. “გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ…

მეტი...

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება უკრაინას” – ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი თქმით, მეგობარი ქვეყანა ომის ზღვარზეა და ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამასთან, ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მეგობარ ქვეყანას ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს. როგორ აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ახლა დუმილი დანაშაულია”.

მეტი...

კორონავირუსის გამო “ოქროს ბირჟა” დაიკეტა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო “თბილისი ცენტრალის” “ოქროს ბირჟა” დაიკეტა. ამ უკანასკნელის დირექტორმა განაცხადა, რომ გეგმური ტესტირებისას 40 ინფიცირებული გამოვლინდა, რის გამოც ადმინისტრაციამ დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ ტესტებს ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ და ახლა გამოჩნდა ძალიან ბევრი ინფიცირებული, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთი კვირა დაგვეკეტა, რომ ვირუსი ვისაც აქვს, მორჩნენ. თუ კიდევ ვინმეს აქვს, ერთ კვირაში ესეც გამოჩნდება. ჯამში, 500-მდე თანამშრომელი გვყავს. გუშინ ამ კოვიდტესტირებით გამოვლინდა 40 შემთხვევა, დანარჩენებს აქვთ გაციების სიმპტომები. ჩვენ ვერ დავადგენთ, ვის რა ინფექცია აქვს, ამიტომ ვამჯობინეთ ერთი კვირით დავკეტოთ ოქროს ბირჟა და პირველში ისევ გაიხსნება.…

მეტი...

კლუბების მუშაობა სავარაუდოდ 4-5 მარტს აღდგება

საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ღამის კლუბებმა ფუნქციონირება შესაძლოა, 4-5 მარტისთის განაახლონ. უმთავრესად ისინი ვირუსის პიკის დაღმასვლას ელიან. “გვსურს უსაფრთხო სივრცის იდეის შენარჩუნება, ვფიქრობთ, Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენით ეპიდემიოლოგიური ვითარება აღარ გვაძლევდა საქმიანობის გაგრძელების საშუალებას. ამიტომ მივიღეთ მძიმე გადაწყვეტილება, დროებით კვლავ დაგვეხურა სივრცეები და გაგვეგრძელებინა დაკვირვება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე. “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“-მ, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლებმა და არტისტებმა, ერთობლივი განხილვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პროტოკოლით განვაახლოთ საქმიანობა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს დაღმასვლას. როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო…

მეტი...

“ის ძლიერი სულის მქონე ადამიანი იყო. ზურაბმა ეს ჩვენ გამო გააკეთა”, – ზურაბ ქირიას მეუღლე

გარდაცვლილი ზურაბ ქირიას მეუღლემ, ნანა ახალაიამ იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ზურაბმა თავი მოიკლა, უსამართლობა იყო. ნანა ახალაიას თქმით, მათ პრობლემებს ხელისუფლება არც განიხილავდა და ბინის მიმღებთა სიაშიც კი არ ჰყავდა შეყვანილი. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და სხვა დევნილებთან ერთად ბინის პრობლემის მოგვარება სურს. “ის ძლიერი სულის მქონე ადამიანი იყო, ამ ნაბიჯს არანაირი ფსიქიკური აშლილობის გამო არ იზამდა. მან გააკეთა ჩვენი ოჯახის, ჩემი შვილის გამო და არა მარტო, ყველასთვის. ის ყველასთვის გაწირავდა თავს და მართლაც გაწირა თავი. მე მინდა რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს…

მეტი...

აფეთქება აღანეთში – არიან მსხვერპლნიც და დაშავებულებიც

Reuters-ის ინფორმაციით, დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. მალავი ანსარის, ჰერათის მეთაურის თქმით, აფეთქების მიზეზი უცნობია. შემთხვევის გამო 9 ადამიანი დაშავდა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ფურგონში, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშნულებით გამოიყენებოდა.

მეტი...

გოგა ბითაძის შესანიშნავი მატჩი “ფინიქსის” წინააღმდეგ

23 იანვრის გამთენიისას გოგა ბითაძემ NBA-ში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრის გუნდი “ინდიანა პეისერსი” გასვლაზე “ფინიქს სანზთან” 103:113 დამარცხდა. გოგამ კი პარკეტზე 35 წუთი გაატარა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგი დუბლიც ჩაიწერა აქტივში.  გოგამ 16 ქულა, 11 მოხსნა, , 2 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. “ინდიანა” 17 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 (ბოლოდან მესამე) ადგილს იკავებს.

მეტი...

“საქართველოში უკუსვლა ნათელია”, – ამერიკელი სენატორი

ამერიკელმა სენატორმა, კრის მერფიმ ამერიკის ხმის” და “ტვ პირველის” ერთობლივ გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოში უკუსვლა ნათელია და პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით ზეწოლის გაზრდაა საჭირო. “ამ ეტაპზე საქართველო ძალიან მყიფე დემოკრატიაა. ისინი უსაფრთხოების კუთხით ჩენი მოკავშირეები არიან, თუმცა როგორც ბევრი სხვა მოკავშირის შემთხვევაში აქაც ჩენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავზარდოთ ზეწოლა პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით. საქართველო შთამბეჭდავი ისტორიაა, თუმცა უაკანსკნელ პერიოდში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ და ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, დარჩა თუ არა საქართველოში სივრცე გამოხატვის თავისუფლების და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობისთვის. აშშ-მ ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა მერფიმ.

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 999 მძიმე პაციენტია

საქართველოში, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 74 683 საიდანაც: 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 973, აჭარაში – 625, იმერეთში – 851. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 პირი, მათ შორის, თბილისში – 425, აჭარაში – 137, იმერეთში – 245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი,  მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 53, იმერეთში – 23. 1 981 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 122 – თბილისში, 672 – აჭარაში. 68 145 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 701 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, აჭარა – 1 136, იმერეთი – 1 074, ქვემო ქართლი – 386, შიდა ქართლი – 311, გურია – 182, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

მეტი...

კორონავირუსით 9696 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა  47 803 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  20.28% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 051 445. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.56% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.66%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 408 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 962 035.

მეტი...

ლავროვი: “მოვუწოდებ ნატო-ს ქვეყნებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციების გავრცელებისაგან”

რუსული სააგენტო TASS -ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის საგარეო უწყებას პროვოკაციული განცხადებების გავრცელებისაკენ მოუწოდა. “ასეთი სახის დეზინფორმაციები ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს“, – აღნიშნულია სერგეი ლავროვის განცხადებაში. სერგეი ლავროვის ეს განცხადება ეხმიანება ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს და ამასთან რუსეთის დაზვერვის სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უკრაინის ყოფილ პოლიტიკოსებთან.

მეტი...

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული მატჩი მოიგო

დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, თანაც ისტორიაში პირველად. ჩვენებურების პირველი მეტოქე აზერბაიჯანი გახლდათ. მატჩი ერთნაირი დონის გუნდებს შორის წარიმართა და საკმაოდ დაძაბულადაც. აზერბაიჯანელები 2 უპასუხო გოლით გაექცნენ წინ ქართველებს, თუმცა მატჩის მოტრიალება და მოგება მაინც შევძელით. ამ გამარჯვებით ჯგუფში მეორე ადგილს ვიკავებთ, პირველზე ესპანეთია, რომელმაც ბოსნიას 5:1 მოუგო.

მეტი...