ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოხატავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათთვის ვერ მოიცალა

21-22 იანვარს, თბილისში ევროპარლამენტარებს დაგეგმილ ვიზიტი ვერ შედგება. როგორც დელეგაციის წარმომადგენლები აცხადებენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვიlმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ევროპარლამენტარები: ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი ავრცელებენ. “ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარებისთვის უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და მიღებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესის შეთანხმება. ვწუხვართ, რომ პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები არ არის შესრულებული”, – აცხადებენ განმცხადებლები. ევროპარლამენტის წევრები…

მეტი...

ამერიკა რუსეთს ულტიმატუმს უყენებს – შეაჩეროს აგრესია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. „გამოვხატე შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში“ – აცხადებს სახელმწიფო მდივანი. როგორც ენტონი ბლინკენი განმარტავს, არსებობს  გარკვეული პრინციპული საკითხები, რომელზეც რუსეთთან მოლაპარაკება ვერ შედგება. „სერგეი ლავროვთან გარკვევით განვაცხადე, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც იცავს შეერთებული შტატები, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები. ეს საკითხები მოიცავს იმას, რომ არ უნდა დაბრკოლდეს უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებები, თავად…

მეტი...

„რაც ვნახეთ, გაცილებით მძაფრი და მძიმეა, „შუმოკი“ ორკესტრირებული იყო“ – ნიკა გვარამია

„ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს გლდანში, ითხოვს უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო და არავის არ ჰქონდა უფლება გადაყვანის“ – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსული ნიკა გვარამია, რომელიც რუსთავის დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ვიდეოკადრებს სრულად გაეცნო. მისი შეფასებით, კადრები გაცილებით მძიმეა, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ. „ასევე, ჩანს, რომ ატყუებენ, რომ ეს უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ…

მეტი...

„პანდემიის პერიოდში ექიმებზე თავდასხმა გახშირდა, დაუცველები არიან სასწრაფოს ბრიგადები, რომლებიც პაციენტის ტერიტორიაზე იმყოფებიან“- სალომე ლოლუა

​კოვიდპანდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალზე თავდასხმა გახშირდა. როგორც „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, დაუცველები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც, რომლებიც უშუალოდ პაციენტის ტერიტორიაზე იმყოფებიან. „მედპერსონალზე ძალადობის ფაქტები საკმაოდ გახშირდა. ვმუშაობთ სტატისტიკაზე აღნიშნული მიმართულებით – სამედიცინო პერსონაზე თავდასხმის კუთხით. საკმაოდ მძიმე ფაქტებთან მოგვიწია შეჯახება. სტატისტიკაზე მუშაობისას რამდენიმე საკვანძო საკითხს წავაწყდით. მედპერსონალი კლინიკებში თავს დაცულად ვერ გრძნობს. იცით, რომ კლინიკების უმეტესობა კერძოა. შესაბამისად, კერძო პირს, ბიზნესმენს არ სურს, რომ ზედმეტი ხმაური იყოს მის კლინიკასთან დაკავშირებით. ამიტომ, მედპერსონალს თმენის ვალდებულებისკენ მოუწოდებენ მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა დანაშაული – სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა.…

მეტი...

ლიზა იასკოს მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ უშვებენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც  მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, უკრაინის რადას დეპუტატი, მისი მეუღლე ლიზა იასკო მივიდა. მას დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. „ადრე რუსთავის ციხეში მსგავსი პრობლემა არასდროს შემქმნია. ახლა ჩამოვედი და მეუბნებიან, რომ ნებართვა გაცემული არ არის. უკრაინაში რამდენიმე საქმეა გამოძიებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე“, – განაცხადა ლიზა იასკომ მედიასთან.

მეტი...

სააკაშვილის ადვოკატები ინსპექტირების სამსახურში მივიდნენ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებიან. ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სრულად უნდა გაეცნონ. მათი მოთხოვნა იყო სრულად წვდომა იმ ვიდეომასალასთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებას ეხება.  

მეტი...

PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „ქართული ბრენდის დღე“ კვლავ გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ. „მოხარულები ვართ, რომ ლიდერის ნომინაციაში გამარჯვებულად PSP უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან…

მეტი...

კოვიდინფიცირებულმა ექიმს ლოყისა და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა (ვიდეო)

„კოვიდპანდემიასთან ერთად, კლინიკებში ვითარება გართულდა. ხშირია შემთხვევები,  როცა ინფიცირებული პაციენტები თავს ესხმიან ექიმებს“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ გააკეთა და ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც ინფიცირებული ექთანს თავს დაესხა. „კოვიდპანდემიასთან ერთად მდგომარეობაც გაუარესდა. საკმაოდ მძიმე ფაქტებთან მოგვიწია შეხება. ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში, პაციენტმა დაჭრა მორგე ექთანი. ამბავი შემდეგნაირად განვითარდა. როდესაც დილის 05:00 საათზე, ინტენსიური განყოფილების ექთანი აკეთებდა შემოვლას, გაიგო რომ პაციენტი წუხდა. დაინტერსდა მისი მდგომარებით, შევიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და როდესაც სისხლიში ჟანგბადის კონცენტრაცია უნდა განესაზღვრა და დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად,  პაციენტმა დაიჭირა ექთანი…

მეტი...

ვირუსით 49 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა – 851, იმერეთი – 861, ქვემო ქართლი – 351, შიდა ქართლი – 538, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

მეტი...

ვირუსით 8 767 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 173  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  15.55%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 030 710. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%.

მეტი...

გაფიცული სოციალურ აგენტები თავიანთი მოთხოვნებით მინისტრის მოადგილეს შეხვდებიან

სოციალური აგენტები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიას ხვდებიან. შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული და მას დაახლოებით 10 სოციალური აგენტი დაესწრება. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ხელფასის 100%-იანი მატება, დეკრეტული შვებულება, დაზღვევა და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება. სამინისტრო მზადაა, მათი მოთხოვნები გაითვალისწინოს. ცნობილია, რომ ხელფასის ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.  

მეტი...

სამ დეპუტატს, შესალოა, უფლებამოსილება შეუწყვიტონ

პარლამენტის სამ ოპოზიციონერ დეპუტატს შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეს.  შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, საკითხზე ჯერ კომიტეტი იმსჯელებს, შემდეგ კი სესიაზე განიხილება. შეგახსენებთ, რომ ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიზეზი არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა, ხოლო ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილება, რომელმაც ის დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  

მეტი...

„ომიკრონი“ ზრდის როგორც ჰოსპიტალიზაციას, ისე სიკვდილიანობას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ომიკონი“  მარტივი შტამი ნამდვილად არ არის, რომელი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰქონია. მისი შეფასებით, იზრდება ჰოსპიტალიზაციაც და ლეტალობაც. „სამწუხაროდ, 8700 შემთხვევა, რომელიც ჩვენთან იყო და ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მაღალი რიცხვი იყო, არ იქნება ბოლო. უახლოეს დღეებში ველით შემთხვევით კიდევ უფრო მეტ მატებას. ყველამ იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნამდვილად ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და პროცენტულად უფრო დაბალ სიკვდილიანობას, იმის ხარჯზე, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე იყო „დელტას“ დროს, ჯამურად მაინც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იზრდება და სიკვდილიანობის შემთხვევებიც“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მეტი...

მეწყრის საშიშროების გამო, წყნეთი-ბეთანიის გზა იკეტება

წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა „ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე დილის 07:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოქმედებს. კახა კალაძის განცხადებით,  შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება. „წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, მორიგი მონიტორინგის საფუძველზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო ღონისძიებები ხორციელდება. უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ, ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.    

მეტი...