„მასობრივი პროტესტი, რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების შეცვლა“ – მიხეილ სააკაშვილის გეგმები

მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით წერის აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი უახლოესი და საბოლოო მიზანია  ყველა ტრიბუნის გამოყენება, მასობრივი პროტესტის დაორგანიზება და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს. „ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით და გაყალბდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიყვანა ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი მებრძოლი პარტიის განადგურების ყველანაირი მცდელობა დამარცხდა და ჩვენ წლებთან ერთად გავმრავლდით. ყველა შევიწროების მიუხედავად, ჩვენ გვყავს 500-ზე მეტი წევრი. თქვენი უმეტესობა არის მართვის პოზიტიური გამოცდილების მქონე, გაიარა ძალიან ბევრი ბრძოლა. ამავე დროს შემოგვიერთდა…

მეტი...

ნაზარბაევი გამოჩნდა და აცხადებს რომ ყაზახეთშია

ყაზახეთში არეულობის, დაპირისპირებისა და ქაოსის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი,  რომელიც იძულებული გახდა გადამდგარიყო, დღეს პირველად გამოჩნდა. როგორც ნაზარბაევი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ის არსად გაქცეულა და ქვეყანა არ დაუტოვებია. „2019 წელს უფლებამოსილება პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს გადავაბარე და მას შემდეგ პენსიონერი ვარ. ამჟამად ყაზახეთის დედაქალაქში ვიმყოფები, ქვეყანა არ დამიტოვებია. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ. ყველამ უნდა დავიცვათ ეს ღირებულებები. ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ კრიზისს და უფრო ძლიერი გავხდებით“ , – აცხადებს ნაზარბაევი.  

მეტი...

„ვაკვირდებით სამი მიმართულებით“ – ევროკავშირის ელჩი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც ელჩი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას სამი მიმართულებით აკვირდებიან. „მიხეილ სააკაშვილის  საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი კუთხით.  პირველი და უმნიშვნელოვანესი ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეორე – მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა;  მესამე – მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი“ – აღნიშნა ელჩმა მედიასთან. კარლ ჰარცელის შეფასებით, დიდი მოლოდინია, ამ საქმეზე სახალხო დამცველის ანგარიშის გამოქვეყნებაზეც. „ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, რადგანაც, სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია…

მეტი...

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი ყოფილი პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. როგორც ნიკა გვარამიამ განმარტა, დაზარალებულის სტატუსი მათ საშუალებას მისცემს, სრული წვდომა ჰქონდეთ იმ მასალაზე, რომელიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს. ,,გვსურს, შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე როგორც არაადამიანური, ასევე ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს ამ საკითხზე. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის წამების ამსახველი ვიდეომასალები, სრული მარშრუტი,  ჩასმა, გადმოყვანა და ა.შ. მოვუწოდებ სახელმწიფო…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის მძიმე“ – ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოს პროკურატურასთან განცხადება გააკეთეს. როგორც ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი კვლავ არის მძიმე და თუ კიდევ დაგვიანდა, ეს მდგომარეობა ვერასდროს აღსდგება. „მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის მძიმე. ზოგიერთის შეფასებით, არის ოდნავი გაუმჯბესებები, თუმცა, ისინიც ამტკიცებენ, რომ ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი არ აქვთ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება. სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის და პირიქით, ყველაფერი მიდის იქით, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდეგაბა იმ მდგომარეობამდე, ვიდრე ის იქნებოდა წამების და…

მეტი...

“რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით” – ამერიკის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები გახსნილია რუსეთთან  დიალოგისთვის, თუმცა, უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე. „ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა 25 წლის წინ. ჩვენ დავსხდებით და მოვისმენთ, მაგრამ ვიმოქმედებთ ჩვენი ძირითადი პრინციპებით. პირველი არის, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  ნატო-ს წევრობას წყვეტენ 30 მოკავშირე და ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება. საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პარტნიორობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი“ – ასეთია ელჩის გზავნილი რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველო და რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნები ვერ…

მეტი...

„გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე“ – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე მორიგ შეფასებას კიდევ აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. „აშშ და ევროპელი პარტნიორები მჭიდრო კოორდინაციაში არიან, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ შეიმუშაონ პასუხი იმ საფრთხეებზე, რაც მიმართულია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ. მის მშენებლობაში ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას“ – აცხადებს ელჩი. მისივე შეფასებით, ვნახეთ სერიოზული შეხვედრები ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში, სადაც რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, აეხსნა მისი შეშფოთებები. „მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სწორედ…

მეტი...

„აუცილებელია ახსნა-განმარტება“ – ამერიკის ელჩი ინსპექტირების სამსახურის გაუქმებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უნდა აიხსნას, რისთვის გახდა ეს ცვლილება საჭირო. „ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, ნაჩქარევ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე წარიმართა. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე. როდესაც მსგავსი ცვლილებები ხდება, თანამდებობიდან ათავისუფლებენ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს…

მეტი...

„ომიკრონის“ დაფიქსირებამდე 4500 თავისუფალი საწოლი იყო, დღეს 3900 საწოლია თავისუფალი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონის“ დაფიქსირებამდე 4500 თავისუფალი საწოლი იყო, დღეს, პირველად ბოლო თვის განმავლობაში ჩამოსცილდა 4500-ის მაჩვენებელს და 3900 საწოლია თავისუფალი“, – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. ივანე ჩხაიძის თქმით, ჰოსპიტალიზაციამ მოიმატა, მაგრამ ეს მატება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩავთვალოთ საქართველოში  შესაძლებელია შეიქმნას საწოლების დეფიციტი. „ომიკრონის“ შემთვევების ზრდას არ მოყოლია ჰოსპიტალიზების მკვეთრი  მატება. ყველა დაფიქსირებული შემთვევებიდან 1000-დან  მხოლოდ 14 მოხვდა საავადმყოფოში. ეს მიუთითებს იმას , რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ გაიზარდა…

მეტი...

„ომიკრონის“ მე-6 ტალღა საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონით“ გამოწვეული პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება“, – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, ის ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რომელიც დღეს ქვეყანაში დაფიქსირდა, ასახავს იმ მოლოდინს, რაც მათ ჰქონდათ. „რომელ ქვეყანაშიც ფიქსირდება „ომიკრონი“, რეკორდული მაჩვენებლის ციფრებს ვხედავთ. ზრდა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. 3-4ჯერ მეტი ვიდრე ადრე ყოფილია. ავსტრალიაში შემთხვევვების რაოდენობა 5-ჯერ მეტია  ვიდრე ადრე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ  „ომიკრონი“ გვიფიქსირდება, ეს მაჩვენებელი ისეთი მკვეთრი არ არის როგორიც სხვა ქვეყნებში. ის ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც…

მეტი...

„წლამდე ბავშვები დაუცველები არიან, დღეში ინფიცირების 500-700 შემთხვევა ფიქსირდება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

წლამდე ბავშვებში „კორონავირუსით“ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. როგორც  იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, წლამდე ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან. „ომიკრონმა“ გაზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. „ომიკრონის“ შედეგად, წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად დაუცველები არიან. მათი ჰოსპიტალიზაცია მაღალ ციფრებზე რჩება. რაც შეეხება საქართველოს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა მიმართვიანობამ პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში და ეს არც არის გასაკვირი. როდესაც ვსაუბრობთ 5 000 ინფიცირებულზე, მათი 10-15% ბავშვია. ყოველდღიურად ქვეყანაში გვყავს სავარაუდოდ 500-დან 700-მდე ინფიცირებული ბავშვი, რაც ძალიან…

მეტი...

“ბუსტერიზაციის” წახალისება ფულადი სახით შესაძლოა დაიწყოს”, – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს “ბუსტერიზაციის” წახალისება ფულადი სახით შესაძლოა დაიწყოს. მან ეს საკითხი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დააყენა. ,,ეს საკითხი დღესაც დავაყენეთ, 200 ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაწესდა, იმუშავა. დამატებით 125 ათასი 60 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქე აიცრა, ასევე მუშაობს 50 წელს ზემოთ. 3-ჯერ გაიზარდა დეკემბერთან შედარებით აცრის მაჩვენებელი. მე თვითონ ვემხრობი და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ იყოს „ბუსტერ“ დოზის წახალისებაც. თუ ბუსტერიზაციას გავზრდით ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება ახალგაზრდებზე ვერა, მაგრამ…

მეტი...

22 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმის განხილვა სასამართლომ განაახლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა განაახლა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა წინა სხდომებზე აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძე თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს. მისი თქმით, მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი დანაშაული მხოლოდ მკვლელობის შეუტყობინებლობაა. შეგანხსენებთ, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას 10-ზე მეტჯერ ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღით.

მეტი...

“მათ პატივს ვცემ, თუმცა ამჟამად ვერ ვეთანხმები”, – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პატივს სცემს განსხვავებული მოსაზრების მქონე ინფექციონისტებს, თუმცა მათ ვერ ეთანხმება. მისი თქმით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სავალდებულო თერმოსკრინინგი არის წესრიგის ერთ-ერთი ინდიკატორი. „შეიძლება დაინფიცირებულ ადამიანს არ ჰქონდეს ტემპერატურა, მაგრამ თერმოსკრინინგი გახდა ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების წესრიგის გამოხატულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ადამიანი რომ შედის დაწესებულებაში და იცის, რომ გაუზომავენ ტემპერატურას, ის აუცილებლად გაიკეთებს პირბადეს. ის მოემზადება და თუ მას ჰქონდა რაიმე ნიშნები, არ შევა ამ დაწესებულებაში, იქნება ეს მაღაზია თუ რაიმე სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტი ან ნებისმიერი სხვა“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი”, – თამარ გაბუნია

“მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, იმუნიზაციის წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებში. „ვაქცინაციის წახალისების პოლიტიკამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის წამახალისებელი გეგმის განახლებული ვარიანტი. ამ კვირაში კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები. მოგეხსენებათ, იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს. გვექნება კიდევ დამატებით შეთანხმება როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება, როგორც პირველ და მეორე დოზებზე, ასევე „ბუსტერის“ კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა რისკ ჯგუფებში“, – განმარტავს თამარ გაბუნია.

მეტი...

“ამჟამად “ომიკრონის” 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, რომ ამჟამად “ომიკრონის” 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ჰოსპიტალიზაცია 14 პაციენტს დასჭირდა. „საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ითვლება, რომ ცირკულაციაში ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, „ომიკრონია“. აქედან უმეტესობა თბილისშია. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. „ომიკრონით” ინფიცირებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო, „ბუსტერიც” გაკეთებული ჰქონდათ”, –  აშნიშნა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

ვირუსით ინციცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 015-ია

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659-ია, საიდანაც 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში – 614, იმერეთში – 827. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მათ შორის, თბილისში – 440, აჭარაში – 136, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი,  მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 45, იმერეთში – 22. 2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 – თბილისში, 581- აჭარაში. 51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი,…

მეტი...

კორონავირუსით 31 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა – 801, იმერეთი – 792, ქვემო ქართლი – 285, შიდა ქართლი – 380, გურია – 193, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი – 171, სამცხე-ჯავახეთი – 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

მეტი...

კორონავირუსით 7521 ადამინი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 367 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 160  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  13.34%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 006 864-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.26%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667.

მეტი...

„ომიკრონი“ დაასრულებს თუ არა პანდემიას, ჯერ კიდევ საეჭვოა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ექსპერტების მხრიდანაც გამოითქვა ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა, ეს საკითხი დღეს ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კერძოდ, ვერც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და ვერც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრში ამბობენ, რომ ეს შტამი დასასრულია. როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩი აცხადებს, ნაადრევია დასკვნის გაკეთება, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი პანდემიას დაასრულებს. „იმედი მაქვს, ეს საბოლოო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ  მოხდება, თუ არ გამოჩნდება ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც არსებული ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს დააღწევს. ერთ-ერთი წინააღმდეგობა კი პირბადეების გამოყენება…

მეტი...

ელექტროენერგიის სუბსიდირება მხოლოდ უკიდურესად შეჭირვებულებს შეეხებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა ისევ ამოქმედდება, თუმცა, ის, ადრინდელი პროგრამის მსგავსი არ იქნება. სუბსიდირება მხოლოდ მათ შეეხება, ვინც სოციალურ დაუცველთა პროგრამაში ირიცხებიან და მათთვის მინიჭებული ქულა 150 000-ზე ნაკლებია. „მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით მილიონ ადამიანს შეადგენს. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, რომელიც გრძელდებოდა ორი წელი. იანვარში სუბსიდირების პროგრამა შეწყდა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი ამ ეტაპზე თავისუფალია, გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებენ

პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავების მოლოდინშია. უკრაინის სასამართლომ მის საქმეზე გუშინ დიდხანს იმსჯელა, თუმცა, გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა. ქვეყნის  მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე უკრაინის სასამართლო გადაწყვეტილებას 19 იანვარს გამოაცხადებს. მის წინააღმდეგ აღძრული სს საქმე ეხება  ქვეყნიდან ქვანახშირის არალეგალურად გატანას. უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. მას ქვანახშირის არალეგალურად გატანას ედავებიან.  

მეტი...