რუსთაველზე ცხენებიც გამოჩდნენ

თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე, საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.  ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც საახალწლო ღონისძიებებია გაშლილი, რუსთაველის გამზირია, სადაც ცხენებითაც კი სეირნობენ.

მეტი...

ადვოკატები უკრაინის მთავარ პროკურორს მიმართავენ, სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყონ

მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაში შესაძლოა, უკრაინული მხარე ჩაერთოს. აღნიშნულ განცხადებას ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის მარიან ჯიშკარიანი აკეთებს. მისი თქმით, ადვოკატები უკრაინაში მთავარ პროკურატურას მიმართავენ. „ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ გვაქვს და ესეც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, ვინაიდან, პაციენტს აქვს უფლება, მოიძიოს მეორე, ალტერნატიული აზრი. ასევე უფლება, ჩაიტაროს ექსპერტიზა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალ გარემოებებს ჰქონდა ადგილი. ვითხოვთ დაუყოვნებლივ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას. მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს. მათი დაცვის სტრატეგია ასეთია – ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მეტი...

„დელტაკრონის“ შესახებ დეტალები უცნობია

„დელტასა“ და „ომიკრონის“ ვირუსის ახალი შტამი „დელტაკრონი“ კვიპროსში აღმოაჩინეს. სამედიცინო ექსპერტები, ამ ეტაპზე ახალი ვირუსის შესახებ ვერაფერს ამბობენ. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, ორივე ერთად ცირკულირებდეს. „ორივე შტამი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დასაშვებია, ორივე მუტაციის ცირკულირება. ამ ეტაპისთვის, „ომიკრონს“ „დელტა“ არსად ჩაუნაცვლებია. ორივე პარალელურ რეჟიმში ცირკულირებს.  დასაშვებია, ამ ტიპის შტამი ნიმუშში იყოს“, – განმარტავს ამირან  გამყრელიძე ახალ ვირუსთან დაკავშირებით.  

მეტი...

„ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები იზრდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში „ომიკრონის“  ცირკულაცია მატულობს. მისივე შეფასებით, მთელ მსოფლიოში ხდება კლინიკური სექტორის გადატვირთვა. „ლაბორატორიული კვლევებით, რასაც ჩვენი ცენტრი აწარმოებს, „ომიკრონის“ შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, ის საკმაოდ სწრაფი ტემპით იმატებს როდესაც იწყება მისი შიდა ცირკულაცია, ანუ შიდა გადადება. უნდა ველოდოთ, რომ შემდეგი ორი კვირა მატების ტენდენცია იქნება. რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე გვქონდა სხვადასხვა ტალღების პიკზე. ამას მიანიშნებს ის, რომ მსოფლიოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ესეთი ამ ორი წლის განმავლობაში პანდემიის პერიოდში არ ყოფილა“ – აცხადებს ამირან…

მეტი...

აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი შტამი – „დელტაკრონი“

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანი აღმოაჩინეს. ის კვიპროსზე გამოჩნდა და „დელტასა“ და „ომიკრონისა“  მუტაციად ითვლება. ახალი ვარიანტი „დელტაკრონის“ სახელითაა ცნობილი. „დელტაკრონი“ კვიპროსზე  25 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, ახალი ვირუსის მავნებლობის შესახებ არაფერია ცნობილი.  

მეტი...

შეცდომით დაბეჭდილი სამგზავრო ბარათების გაყიდვა შეჩერდა

სამგზავრო ბარათები, რომელიც ხარვეზით დაიბეჭდა, უკვე არ იყიდება.  დაბეჭდილი ბარათებზე, რომელიც დიდი რაოდენობით უკვე გაიყიდა,  ხარვეზიანი აღმოჩნდა, როს გამოც, თბილისის მერიამ გაყიდვები შეაჩერა. შეცდომების გასწორების შემდეგ, ბარათები ხელახლა დაიბეჭდება და 10 იანვრიდან გაიყიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა „საქართველოს ბანკმა“ აიღო და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. „საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “მს+”. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა.…

მეტი...

საქართველოში დამატებითი დოზით 84 792 ადამიანი აიცრა

ქვეყანაში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზა 84 792-მა ადამიანმა გაიკეთა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  დღევანელი მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო  2 551 413 აცრა ჩატარდა. აქედან, პირველი დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობა – 1 297 372-ია, ორივე დოზით აცრილია 1 167 688 ადამიანი, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით – 84 792 ადამიანი.  

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულია 33 218 ადამიანი, 1 089-ის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218-სს შეადგენს. აქედან:  4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 991, აჭარაში – 565, იმერეთში – 756. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში – 532, აჭარაში – 129, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი,  მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 42, იმერეთში – 27. 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 – თბილისში, 345 – აჭარაში;  27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

კორონავირუისს 31 ინფიცირებული ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა – 474, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი – 157, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.

მეტი...

ვრუსით 3 842 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  959 874-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.17%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443.  

მეტი...

სიკვდილიანობის შემცირების ნაცვლად, 20%-იანი ზრდა მივიღეთ

მართალია, ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა, თუმცა, თაღლითობის წყალობით პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. კერძოდ, თუ ერთ ინსპექტირების ცენტრში ავტომანქანას „დაბრაკავენ“ და ინსპექტირებას არ გაატარებენ, რა პრობლემაა, მიდის მეორე ცენტრში, სადაც ინსპექტირებას უპრობლემოდ გადის. ან, სულაც ითხოვს მანქანის იმ ნაწილს, რომლის გამოც „დაბრაკეს“, გაივლის ინსპექტირებას და ნაწილსაც პატრონს დაუბრუნებს. კითხვა რატომ გვბოლავენ და გვწამლავენ ავტომანქანები ისევე აქტუალურია. როგორც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“  მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ: „მთავარი რეკომენდაციაა საგზაო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სამსახურის შექმნა, რადგანაც არც მაშინ და არც ახლა არ არსებობს მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. თუმცა, შესაბამისმა სამინისტროებმა პროგრამის რეალურ ცხოვრებაში გატარებაზე უარი განაცხადეს,…

მეტი...