„რუსეთია ის, ვინც გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,  კლავდა და კლავს ხალხს“ – ამერიკის ელჩი

ამერიკის ელი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ სწორედ რუსეთი კლავდა და კლავს ხალხს მთელს ევროპაში. „თუ კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც თავად რუსეთმა შექმნა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა განაცხადა, თუკი რაიმე გამოწვევა დგას ევროპული უსაფრთხოების წინ, ის რუსეთისგან მოდის და არა ნატო-სგან. რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს რომ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე. რუსეთია ის, ვინც გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კლავდა და კლავს ხალხს მთელ…

მეტი...

„ერთი რამ კი ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში“ – კელი დეგნანი

„სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად“ – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. ელჩის შეფასებით, რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს, შეცვალოს მშვიდობა. „რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის მანძილზე. ახლა რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ძალისმიერი მუქარით სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. ნატო 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის“, – განაცხადა დეგნანმა.

მეტი...

„არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“ – ამერიკის ელჩი

„ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე, არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატო-ს შესახებ ნატო-ს გარეშე და არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“ – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი რუსეთის გასაგონად მორიგ გზავნილს ავრცელებს. როგორც ელჩი დეგნანი განმარტავს,  გაუგებარია, კრემლის მცდელობა  ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციის კუთხით. „მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის საელჩოში დღეს საღამოს. მინისტრმა და მე ახლახან დავასრულეთ კონსულტაციები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი რეაგირების ძალისხმევის შესახებ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას – შეიძლება…

მეტი...

17 იანვრიდან, ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს. კერძოდ, ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. „საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება. საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება“…

მეტი...

მეუფე გრიგოლი ინფიცირებულია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ინფიცირებულია. მეუფეს  კორონავირუსი დაუდასტურდა. მეუფე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

“სააკაშვილს ფსიქოლოგებთან კონსულტაცია სჭირდება”, – ალეკო ელისაშვილი

“მიხეილ სააკაშვილმა ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ  მგონი მას ფსიქოლოგი სჭირდება”, – ალეკო ელისაშვილი სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლაზე საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილზე ციხემ აშკარად უარყოფითად იმოქმედა. “სააკაშვილის გამოსვლამ ჩემზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.  მიხეილზე აშკარად ცუდად მოქმედებს პერსპექტივა, რომლის მიხედვითაც ის ციხეს მალევე ვერ დატოვებს. მისი ფსიქიკური მდგომარეობა ცუდ მდგომარეობაშია. ის სე­რი­ო­ზულ ფსი­ქო­ლო­გებს ჰყავთ გა­ს­ა­სინ­ჯი. ამას არ ვამ­ბობ და­ცინ­ვით, რო­გორც ჩანს, ციხე მას­ზე კარ­გად ვერ მოქ­მე­დებს,”- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულნი 112-ში დარეკვის ნაცვლად, სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდებიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა პორტალი, სადაც დარეგისტრირება კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შეეძლებათ. პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა. „თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ – https://er.moh.gov.ge . ინფორმაცია გადაეცემა 112-ს და დამუშავდება და გადაეცემა ოჯახის ექიმის.” “პორტალის შექმნაში მონაწილეობა  „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

“საქართველოში სააკაშვილის უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებას ცდილობენ” – ევგენი გრუშოვეცი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის თქმით, სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს ოფიციალური განცხადებით მიმართავს და მის წინააღმდეგ განხორციელებული წამების, არაადამიანურ მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის საქმეზე დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ექიმები, ასევე ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეფასდეს, თუ რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. “ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდეს და მას უფრო მეტი ზიანი მიადგეს”, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “კოვიდის” სამკურნალოდ ახალი მედიკამენტების გამოყენების ნებართვა გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა. კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდირებულია აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, „ელი ლილის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი, „ბარიციტინიბი“, რომელიც „ოლუმიანტის“ ბრენდის სახელით იყიდება. აღნიშნული მედიკამენტი აგრეთვე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. დამტკიცდა, რომ ის გააუმჯობესებს აციენტების გადარჩენის შანსებს არასასურველი რეაქციების გაზრდის გარეშე. მეორე მედიკამენტი „სოტროვიმაბი” გახლავთ, რომელიც განკუთვნილი იქნება იმ პაციენტთათვის, რომლებთაც „კოვიდ-19“ მსუბუქი ფორმებით აქვს, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანის ყველაზე მაღალი რისკების ქვეშ არიან.

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობას არ აძლევენ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსთავის დაწესებულებაში გადაიყვანეს, პირად ექიმს არც შეხვედრია. „პრეზიდენტ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა, მისი დაავადება დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან და მოითხოვს რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით. გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა“ – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

“სწრაფი ტესტი ეფექტური არ არის”, – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“სწრაფ ტესტებზე დაყრდნობა ფაქტობრივად აღარ შეიძლება”, – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძემ ტესტირების შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად ტესტირების ხშირი ჩატარებაც ეფექტური გზაა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. “დიდი განსხვავება შეინიშნება სწრაფ, ანტიგენ ტესტსა და “პისიარ” ტესტის ეფექტურობის შორის. სწრაფი ტესტი მგრძნობელობას მალე კარგავს და სწორ შედეგს ძირითადად ვერ აჩვენებს. შესაბამისად, თავისუფლად არის შესაძლებელი ინფიცირებულმა ადამიანმა სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების გამო, ვირუსი ფართოდ გაავრცელოს. ამიტომაც, სრულად უპირატესობა “პისიარ” ტესტს უნდა მივანიჭოთ. ის “ომიკრონის” შტამის აღმომჩენ ეფექტურ გზად ითვლება”, – განაცხადა იმუნოლოგმა “მედიაცენტრ მთავარში“.      

მეტი...

“დღიური დადებითობის მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია” – გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში”

იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში” პანდემიის დინამიკაზე ისაუბრა. მისი თქმით “ომიკრონის” შტამი ძალიან მალე დომინანტური გახდება. “პანდემიის აღმავალი ფაზაა, ამ თვეში შესაძლოა 10 000 დღიური ინფიცირების შემთხვევაც დაფიქსირდეს. აღსანიშნავია, რომ “ომიკრონის” შტამი დღიური ინფიცირების 50-60%-ს შეადგენს. როგორც ხედავთ, ის ნელ-ნელა დომინანტი ხდება. პოზიტიურია ის, რომ სიკვდილიანობის სიხშირე “ომიკრონს” არ ახასიათებს, თუმცა ის ძალიან ადვილად ვრცელდება. დადებითობის მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია”, – განაცხადა იმუნოლოგმა “მედიაცენტრ მთავარში“. გიორგი კამკამაძემ აღნიშნა, რომ დაავადების სწორი მართვა და ინფექციის დროული მკურნალობაა საჭირო, იმისათვის, რომ მსუბუქი პაციენტების მდგომარეობა არ გართულდეს. “გადაიტვირთა ჰოსპიტლები და გამოცხადდა საგანგაშო გადაწყვეტილება, რომ ზოგი…

მეტი...

თბილისის „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება

14 იანვარს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ გრანდიუზული კონცერტით დაიხურება. კონცერტში მონაწილე შემსრულებლები – მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე, დათო ფორჩხიძე მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად წარსდგებიან და მრავალჟანრობრივ პროგრამას შეასრულებენ, რომელიც ამ საღამოსთვის პროექტის ავტორმა, რუსუდან მორჩილაძემ შეადგინა. ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფი The Quintessence, ანსამბლი „შავნაბადა“ და გიორგი სუხიტაშვილი ოსურ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ. ღონისძიების წამყვანები ბახვა ბრეგვაძე, თიკა ფაცაცია და ლევან ხურციძე მუსიკალურ ნომრებს წარადგენენ და „საახალწლო სოფლის“ სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ. მომღერლები…

მეტი...

ვირუსით 36 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 661 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 924 072. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 395 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა – 587, იმერეთი – 434, ქვემო ქართლი – 159, შიდა ქართლი – 254, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.  

მეტი...

ვირუსით 5 567 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 60 753 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 661 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.16 %. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  984 802-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.84%.

მეტი...

კორონავირუსის ახალმა შტამმა გავრცელების 60%-ს მიაღწია

კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი გავრცელების მასშტაბებით 60%-ს აღწევს. შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო შემთხვევას აღარ გამოიკვლევს. ინფიცირებულთა ძირითადი რაოდენობა თბილისზე მოდის, შემდეგ – იმერეთსა და აჭარაზე მოდის. ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და რისკებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე 11:30 საათზე ისაუბრებს.

მეტი...

სინოდის წევრი დევნილად ჩაბარდა?!

მამა პეტრეს (კოლხი) ინფორმაციით, სინოდის ერთ-ერთი წევრი ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა. „უახლესი ინფორმაციით, რომელიც სარწმუნო წყარომ მომაწოდა, ქართული სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა!..“ აცხადებს მამა პეტრე.

მეტი...

ყაზახეთიდან სამშვიდობო ძალები გადიან

ყაზახეთში ვითარება სტაბილურია შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს. სამშვიდობოების ძალების ქვეყნიდან გასვლას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში არეულობის შედეგად დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი, დაშავებულია ათეულობით და გარდაცვლილია ასევე ათეულობით ადამიანი.  

მეტი...

ღამის კლუბების გახსნის საკითხი ისევ დახურულია

ღამის კლუბების ხელმძღვანელები ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი, მისცემენ თუ არა გახსნის და მუშაობის შესაძლებლობას. საკოორდინაციო საბჭოში კი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, რისკი მაღალია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ღამის კლუბებთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისზე მხოლოდ  ახალი წლის პერიოდში წავიდნენ. “საკოორდინაციო საბჭოზე არაერთგზის იყო განხილული ღამის კლუბებს საკითხი. გარკვეული კომპრომისი იყო დაშვებული საახალწლო პერიოდში. შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაკვირდებით რა შედეგები გამოიღო ეპიდემიოლოგიურად აი ამ დაშვებამ, ველოდებით შედეგებს და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული,”-აცხადებთს ნათია თურნავა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში კი…

მეტი...