საქართველოში „ომიკრონის“ 253 შემთხვევა დადასტურდა, შიდა გავრცელება იწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის,  საქართველოში „ომიკრონის“ 253 შემთხვევაა დადასტურებული. „დილის მონაცემებით დაფიქსირებული იყო „ომიკრონის“ 159 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს კვლევაში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ნიმუში როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიაში. იქიდან დაემატა კიდევ დღის განმავლობაში „ომიკრონის“ 94 დადებითი შემთხვევა. სულ ახლა გვაქვს „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მედიასთან. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულებში არიან ვაქცინირებულებიც და „ბუსტერ“ დოზით აცრილებიც. „17%-ში გვქონდა რეინფიცირება, ასევე მოკვლეულ შემთხვევათა 67%-ში არიან სრულად ვაქცინირებული ადამიანები, მათ შორის 8 შემთხვევა ბუსტერიზირებული, მაგრამ ყველა…

მეტი...

„იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და აცრისკენ მოუწოდებს. „უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს დეკემბრის მეორე ნახევარში იყო.  იწყება ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირების, რომელიც დიდი ალბათობით, გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით – „ომიკრონით“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე და აცრის დამატებითი დოზების აუცილებლობაზე საუბრობს. „გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში. იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა… ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის…

მეტი...

შობის დღესასწაულზე “ალილო” განსხვავებული სახით ჩატარდება – საპატრიარქოს განცხადება

შობის დღესასწაულზე “ალილო” განსხვავებული სახით ჩატარდება – აღნიშნულზე ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან ქრისტეშობის დღესასწაულზე თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – “ალილო” ეწყობა. ეს დღესასწაული წელსაც ჩატარდება, თუმცა ხალხის მსვლელობის გარეშე და პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. კერძოდ სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას. მანქანებით მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში 16 საათზე ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით. ასევე ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში…

მეტი...

“მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმის დღე” – ნიკოლოზ ყიფშიძე

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, არც ამჯერად შეუშვეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ მივიდა. მან მედიის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილს სთხოვა ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას არ მიმართოს და არ დაიწყოს შიმშილობა. “მქონდა მე მოლოდინი, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ დაშვება არ გაქვთო. იმიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ეხლა რომ მოეცათ საშუალება მენახა, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის,  შიმშილობის დაწყება. თუ გვისმენს მიშა ვეტყოდი, რომ მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან, და თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმი დღეს”, -განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მეტი...

“მე ვარ დაობლებული ბავშვის შვილმკვდარი ბებია, დაისაჯოს ყველა დამნაშავე” – საკესრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახის წევრები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. გარდაცვლილი გოგოს ახლობლები საგამოძიებო ორგანოში დღეს მას შემდეგ დაიბარეს, რაც მისმა ოჯახმა მომხდარზე მედიაში ისაუბრა. სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა პოლიციის შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა რომ მათი ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, გამოძიების დასრულებამდე ლიცენზია შეუჩერდეს ყველა იმ ექიმს, რომელთა სავარაუდო დანაშაულიც საქმეში იკვეთება. ასევე მოხდეს ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯა. “მე ვარ დაობლებული ბავშვის შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა. ჩემი შვილის ჩანთაზე ეწერა “ოცნებების…

მეტი...

ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის 2 სადარბაზო მობინადრეებმა მზიდ სვეტზე ბზარის გაჩენის გამო დატოვეს

ბათუმში, ჯავახიშვილის 47 ნომერში, 5 სართულიანი კორპუსის 2 სადარბაზო მობინადრეებმა დატოვეს – მიზეზად ერთ-ერთ მზიდ სვეტზე ბზარის გაჩენა სახელდება. მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოქალაქეებს საცხოვრებლის დატოვების შესახებ გუშინ გვიან ღამით აცნობეს. მუნიციპალური სერვისების სამსახურის ინფორმაციით, შენობაზე უკვე დანიშნულია ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა კორპუსი უსაფრთხო და რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. სანამ ექსპერტიზა მუშაობას დაასრულებს, აღნიშნული ოჯახების დროებით საცხოვრებელს მერია უზრუნველყოფს.

მეტი...

თემურ წიკლაურის საფლავზე ქანდაკება დააზიანეს

მომღერალ თემურ წიკლაურის საფლავზე მისივე ქანდაკება დააზიანეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა. ადგილზე სამართალდამცველების გამოიძახეს. ამ ეტაპისთვის, ვანდალიზმის ჩამდენი პირის ვინაობა უცნობია. როგორც თბილისის მერიაში გვითხრეს, დაზიანებულია ქანდაკების ფრაგმენტი, კერძოდ კი ბურთი რომელიც მოტეხილია. რაც შეეხება ქანდაკების აღდგენის საკითხს, მერიის ინფორმაციით, ოჯახს დაუკავშირდებიან და შეთანხმდებიან.  

მეტი...

პირველი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ ივლიან

პირველი თებერვლიდან თბილისში მიკროავტობუსები აღარ ივლიან და მათ ახალი ლურჯი მიკროავტობუსები ჩაანაცვლებენ,  რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დანერგილ ახალ საგადასახადო სისტემაზე სრულად მორგებულია. აღსანიშნავია, რომ სწორედ პირველი თებერვლიდან დედაქალაქში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასახადის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის აბონიმენტის შეძენა შეუძლიათ. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა დღეიდან მეტროსადგურებშია შესაძლებელი. ხვალიდან კი ბარათის შეძენა მომხმარებლებს “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებშიც შეეძლებათ.

მეტი...

ბეჭედი ნიშნობისთვის თუ დაბადების დღის საჩუქრად – ახალი დეტალები კასპში არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობის შესახებ

კასპში არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობის ახალი დეტალები საჯაროვდება. ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა სავარაუდოდ, სკოლის დირექტორი ბაბუის თანდასწრებით დანიშნეს. მეცხრეკლასელ გოგონას მამას მედიის წარმომადგენლები ესაუბრნენ, ზაჰირ ალიოღლმა კი განაცხადა, რომ  7 წელია საკუთარ შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მას შემდეგ, რაც ყოფილ მეუღლეს გაშორდა. ასევე გოგონას მამა აღნიშნავს, რომ თუ ეს ნიშნობა იქნებოდა, მას ყოფილი მეუღლე ფაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა. “ნიშნობა რომ ყოფილიყო, მე აუცილებლად დამიძახებდნენ. წესით და კანონით არის, რომ მამა და დედა უნდა იყოს,” – განაცხადა ზაჰირმა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გენდერუ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაამახვილეს ყურადღება, თუმცა…

მეტი...

ახალი სატრანსპორტო ბარათების შეძენა დღეიდან მეტროსადგურებში, ხვალიდან კი “საქართველოს ბანკის” ფილიალებში იქნება შესაძლებელი

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა დღეიდან მეტროსადგურებში, ხოლო ხვალიდან “საქართველოს ბანკის” ფილიალებში იქნება შესაძლებელი. თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ მეტრომანები არ უქმდება და აღნიშნულით გადახდა ერთჯერადი მგზავრობის დროს ისევ ძალაში რჩება. “ხვალიდან შესაძლებელი იქნება “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში აღნიშნული ბარათების შეძენა. რაც შეეხება მეტრომანებს, მეტრომანებით გადახდა ერთჯერადი მგზავრობის დროს ისევ ძალაში რჩება. ძირითადი მომხმარებელი წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%-ს. მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება იგივე. იგივეში ვგულისხმობ ვინც სარგებლობს შეღავათით, სარგებლობს უფასოდ, ან 10 თეთრიანი ან 20 თეთრიანი შეღავათით. ხოლო დანარჩენებითვის, ვინც…

მეტი...

“შეიქმნას ე.წ. შავი სია და შემავალი პირების მიმართ, პარტნიორებმა სანქციები დააწესონ” – მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ, უკვე მოინახულა და ვიზიტის შემდეგ სააკაშვილის ახალი ინიციატივაც გაავრცელა, რომ შეიქმნას ე.წ. შავი სია, რომელშიც ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც რეპრესიულ პოლიტიკასა და მართლმსაჯულებას ახორციელებს მოქალაქეების მიმართ. “ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების, და ა.შ. რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს, ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისათვის ცნობადი, უნდა იქნეს მიმართული…

მეტი...

“გირჩთან” მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით” – დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალუი მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, “მოქალაქეების” დეპუტატ იოსელიანსა და “გირჩის” დეპუტატ იაგო ხვიჩიას შეხვდა. მათ მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი საპარლამენტო კომისიის შექმანზე ისაუბრეს. “საგამოძიებო კომისიაზე “გირჩთან” მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ.

მეტი...

“საოკუპაციო რეჟიმმა ლაშა ხეთერელი მეორედ გაიტაცა” – დავით ქაცარავა

ოკუპანტებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს. როგორც ქაცარავა წერს, “24 დეკემბერს ოკუპანტებმა მეორედ გაიტაცეს.  27 დეკემბერს კი  წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.” “საოკუპაციო რეჟიმის ტყვეებს დაემატა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე. ლაშა ხეთერელი. 24 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა და 27 დეკემბერს კი შეუფარდა წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა. ამჟამად ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ ჯამში 10 ადამიანი. 1. ჩხიკვაძე 2. კანიაშვილი 3. ნათაძე 4. მეგრელიშვილი 5. გოგიჩაშვილი 6. უცნობი 7. უცნობი 8. უცნობი 9. ხეთერელი 10. ბებუა(სოხუმის ციხე) ვგონებ, რაღაც უნდა შეცვალოთ ბატონებო თქვენს არგაღიზიანების პოლიტიკაში,…

მეტი...

ამერიკაში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც 17 წლის სტუდენტს ვაქცინა გაუკეთა

ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 17 წლის სტუდენტს ვაქცინა გაუკეთა, რის გამოც ის დააკავეს. ირკვევა, რომ პედაგოგ ქალს ოფიციალური  სამედიცინო კვალიფიკაცია არ ჰქონდა. სამათალდამცავები ამბოობენ, რომ ლაურა რუსომ ვაქცინის დოზა მოსწავლეს საკუთარ სახლში გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა არც უფლებამოსილება, არც ბიჭის მშობლების თანხმობა. ასევე სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეოსც გავრცელდა, რომელშიც მასწავლებელი ამბობს  – “კარგად იქნები, იმედი მაქვს.” 54 წლის ქალი, რომელიც ბიოლოგიას ასწავლის, საახალწლოდ დააკავეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

მეტი...

კლინიკა საკეისროს დროს დაღუპულ ორსულ ქალზე ბრალდებას უარყოფს, თუმცა სიკვდილის მიზეზს ვერ ასახელებს

19 წლის ქალის საკეისრო კვეთის დროს გარდაცვალების საქმეზე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პირველი კომენტარი გაკეთდა. კლინიკაში ოჯახის ბრალდებებს  მედიკამენტების უვარგისობასთან და ასევე ნარკოზის ზედოზირებასთან დაკავშირებით, უარყოფენ. როგორც ექიმმა განაცხადა, საკეისრო კვეთის დროს ქალს გული გაუჩერდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა ვითარების დარეგულირება შეძლო. მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტი მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა 2 კვირის შემდეგ სესილი ბუბუტეიშვილი დაიღუპა. საავადმყოფოში  სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან.

მეტი...

რატომ მიიღო აბონენტების უმეტესობამ 2 ქვითარი – GWP კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

Georgian Water and Power აბონენტების უმეტესობისთვის 2 ქვითრის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბრის თვეში – 29, 30, 31 დეკემბერს და 3 იანვარს ჯივიპის აბონენტების უმეტესობამ ორი ქვითარი მიიღო. სულადობრივ აბონენტებს პირველ ქვითარში დაერიცხათ ნოემბრის, ხოლო მეორე ქვითარში დეკემბრის თვის გადასახადი. სულადობრივი აბონენტების ნაწილმა, რომელსაც არ ჰქონდა დაფარული ნოემბრის თვის დავალიანება, დეკემბრის თვეში მიიღო ერთი ქვითარი, სადაც ასახულია ნოემბრის და დეკემბრის თვის დარიცხვა. მრიცხველიან აბონენტებს პირველ ქვითარში აესახათ ნოემბრის და დეკემბრის თვის ნაწილის დავალიანება; მეორე ქვითარში კი დაერიცხათ მხოლოდ დეკემბრის დარჩენილი დღეების დავალიანება. სმს შეტყობინებით გაგზავნილ ელექტრონულ ქვითარში მითითებულია ქვითრის…

მეტი...

„ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე ცუდად იყო, ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს“ – იოსელიანი სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან იოსელიანი პატიმრობაში მყოფ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ვერაფერი გაუგია. „ძალიან არასერიოზული და არათანმიმდევრულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში რომ იყოს მიხვდებოდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი მარტო მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის და უამრავი სხვა პრობლემა არსებობს. „ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ კარგად არ იქცევა. ყოველთვის ფაქტის წინაშე გვაყენებენ და ეს ფაქტი ყოველთვის მათი პარტიული ინტერესია და სხვა არაფერი. ეს…

მეტი...

ოჩამჩირის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბესლან ბიგვავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. 31 დეკემბერს, სოხუმის სასტუმრო “გარუდაში”, სავარაუდოდ ბიგვავამ, ორი ადამიანი დაჭრა. გავრცელდა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც სროლის შემდეგ არის გადაღებული და ინციდენტის თითქმის ყველა მონაწილე ჩანს. ბესლან ბიგვავას გადაყენებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ახალი წლის ღამეს მომხდარ ინცინდენტში მართლაც ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.  

მეტი...

რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკური გეგმის განსახილველად შეხვდება

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი თანაგუნდელი, დეპუტატი, რომან გოცირიძე მივიდა. გოცირიძესთან ერთად მიხეილ სააკაშვილი იმ ეკონომიკურ გეგმას განიხილავს, რომელზეც თავად მუშაობს. როგორც გოცირიძემ განაცხადა, საუბარი შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნასა და “ენმ-ს” საპარლამენტო ფუნქციებსაც. გოცირიძე მიხეილ სააკაშვილთან მას შემდეგ შევა, რაც ის უფლებადამცველ, გიორგი მშვენიერაძეს შეხვდება. “ბევრ საკითხზე გვექნება საუბარი, ყველაფერზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მიმდინარე საკითხებზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესახებ, საერთოდ ამ კომისიის როლზე და ენმ-ს საპარლამენტო ფუნქციაზე. ჩემი აზრია, რომ თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს ყველფერი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დამთავრდეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შევუწყოთ ხელი. ჩვენ…

მეტი...

„ომირკონთან გათამამება არ შეიძლება… დავიცვათ რეგულაციები, დავზოგოთ საწოლფონდი“ – მაკა ბულეიშვილი

პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა “ომიკრონის” შტამის თავისებურებებზე „მედიაცენტ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, იანვარში შესაძლოა დომინანტი გახდეს. „ომიკრონის” შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი ერთ-ერთ დამახასიათებელი ნიშანიც სწორედ ესაა. შესაძლოა ის შედარებით სუსტია, ვიდრე “დელტა”, თუმცა დამიჯერეთ, არ შეიძლება მასთან გათამამება. მისი გამოჩენის შემდეგ ჰოსპიტალიზაციაც მატულობს. ამ დროისათვის საწოლფონდი უზრუნველყოფს დაავადებულთა მკურნალობას და ამის რესურსი ინფიცირებულთა გაზრდის შემთხვევაშიც ექნება. მიუხედავად ამისა, საჭიროა მოვუფრთხილდეთ საწოლფონდს და დავიცვათ რეგულაციები”, – აღნიშნა პროფესორმა. მაკა ბულეიშვილმა საზოგადოებას პირბადის გამოყენებისა და მობილობის შემცირებისკენ  მოუწოდა.  ასევე, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის აუცილებლობაზე.  

მეტი...

საქართველოში “ომიკრონით” ინფიცირების კიდევ 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 5 იანვარს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 159 შემთხვევა. ერთ დღეში საქართველოში ომიკრონის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. “ომიკრონით” ინფიცირების პირველი ორი შემთვევა შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. ხოლო რაც შეეხება მსოფლიოს “ომიკრონის” შტამი პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში  სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ის დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.

მეტი...

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის დირექტორი,  მაია ჩხაიძე, აცხადებს, ბავშვი მათთან გადაყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე იყო. “კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამ მას ასევე ჰქონდა უმძიმესი ფორმით გულის მანკი. მისი მდგომარეობაც განპირობებული იყო გულის მანკით, ვიდრე კორონავირუსით, უბრალოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო”, – ამბობს მაია ჩხაიძე.  

მეტი...

მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

43 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე  – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით მსახიობი გულით გარდაიცვალა. ნიკა 2005 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი გახლდათ. ნიკა ქაცარიძე 1978 წელს დაიბადა.

მეტი...

„კამერუნის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე, „ომიკრონი“ – მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

პროფესორის, მედიცინის დოქტორის, მაკა ბულეიშვილის განცხადებით, ომიკრონის შემოტევა მზარდია, თუმცა მედიცინა მას უნდა გაუმკლავდეს. ახალ შტამსა და მუტაციაზე მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. “კამერუნის შტამზე სერიოზული კვლევაა დაწყებული, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.  იმ მწირი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შტამი “ომიკრონთან” შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ის რამდენად მძიმე იქნება ორგანიზმისთვის, ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ის სწრაფად ვრცელდება”, – აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, ახალი შტამისა და პანდემიის წინააღმდეგ, ერთადერთი გამოსავალი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და “ბუსტერ” დოზის გაკეთებაა. თუ კი აგვისტოს მსგავსს შედეგებს მივიღებთ, დაავადებულთა რიცხვის მხრივ, მაშინ რეგულაციების გამკაცრებაც იქნება საჭირო.…

მეტი...

„სამწუხაროდ, საზოგადოება რეგულაციებს ისე არ იცავს, როგორც საჭიროა“ – პროფესორი მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” “ომიკრონის” შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შტამთან გათამამება არ შეიძლება. პროფესორის თქმით, აღნიშნული შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა. “შეინიშნება “ომიკრონის” შტამის მკვეთრი მატება. ეს ყველაფერი უნდა დავაბრალოთ ახალი წლის პერიოდს, რადგან, ამ დღეების განმავლობაში, ადამიანების მობილობა მეტად გაზრდილია. აგრეთვე, შესამჩნევია, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელიც სასურველზე ბევრად დაბალია. როდესაც გვსურს პანდემიის დასრულება და თავისუფლად ცხოვრება, უნდა დავიცვათ ყველა საჭირო წესი და ნორმა, თუმცა ეს ასე არ ხდება”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა. პროფესორი აღნიშნავს, რომ…

მეტი...

ვირუსით 3 436 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 377 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 436  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 805 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.51% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  945 609-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.87% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.84%.

მეტი...

ვირუსით 32 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა – 360, იმერეთი – 407, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 205, გურია – 123, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

მეტი...

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, მთავრობა იძულებული გახდა, გადადგომის გადაწყვეტილება მიეღო. ადგილობრივი მოსახლეობა კი ქუჩაში გაძვირებულმა ფასებმა გამოიყვანა. განსაკუთრებით კი საწვავზე ფასის კატასტროფულად ზრდამ, რაც შემდგომ, ყველაფერზე აისახა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დასახელდა. პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა, გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

მეტი...

გვბოლავენ, გვწამლავენ, გარდაცვალებაც მაღალია – საქართველოში 600 000 გაუმართავი და საშიში ავტომანქანა მოძრაობს (ჟურნალისტური გამოძიება)

საქართველოში, კერძოდ კი შატილში მომხდარი ტრაგედია ყველას ახსოვს. ტურისტული კომპანია „თრეველერის“ მიკროავტობუსს, რომელსაც ტურისტულ ზონაში 20 მგზავრი გადაჰყავდა, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. 17 მგზავრი (მათ შორის, გიდი და მძღოლი) ადგილზე გარდაიცვალა, 3-ის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე იყო. ტურისტული კომპანიის დირექტორს შალვა ბოლოთაშვილს სამი წლით პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო მიკროავტობუსის მფლობელ გოჩა გოგილაშვილს – შვიდი წლით პატიმრობა. უბედური შემთხვევის მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ ავტომანქანას არ ჰქონდა გავლილი ტექდათვალიერება და ის გამართული არ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მას სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა…

მეტი...

„ჰოსპიტალიზაციის გაზრდის შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალის საჭიროება გარდაუვალი იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საველე ჰოსპიტალების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრა. პროფესორის შეფასებით, „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე ბევრად დაბალია, რაც დიდ პოზიტივად უნდა ჩაითვალოს. „ბოლო დღეების განმავლობაში გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონის“ შტამი ფართოდ გავრცელდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილი არ არის. ეს ქვეყნებია: დანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, სადაც ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 70%-ს აღწევს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, იმის გამო, რომ ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა 29%-ია, დიდია საშიშროებაა იმისა, რომ „ომიკრონი“ ადვილად გავრცელდეს, რაც გაზაფხულისა ან ზაფხულის პერიოდში საველე ჰოსპიტალის აუცილებლობას…

მეტი...