გურიაში ბაღის 200-მდე თანამშრომელს ათავისუფლებენ

გურიაში ბაღების 200-მდე თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებენ. მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვადა დღეს ამოეწურათ, თუმცა ახალი დოკუმენტი ჯერ არ გაუფორმეს. თანამშრომლები  ეჭვობენ, რომ ისინი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებული არიან. “ვადა ამოგვეწურა, არავინ არაფერს გვეუბნება, ამ პანდემიის დროს ულუკმაპუროდ გვტოვებენ”, – ამბობს ბაღის თანამშრომელი. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია ვერ აკონკრეტებს გაუგრძელდებათ თუ არა ხელშეკრულებები ბაღის მასწავლებლებს. ბაღის დამხმარე მასწავლებლის ანაზღაურება 200 ლარია.

მეტი...

ფოთის მერია ხანძრისგან დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარება

ფოთის მერიის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფოთის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს. მერიის შესაბამისი სამსახურები ზარალის ოდენობას ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს დახმარებიან. “ოთხსართულიან კორპუსში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, ანძრის შედეგად, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ. ზარალის ოდენობას მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელი ქირით უზრუნველყოფს. ოპერატიულად დაიწყება დაზიანებული სახურავის გადახურვის სამუშაოები. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია,” –…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავჯდომარეობისთვის ორი წევრი წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები. “დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კანდიდატურა საბოლოო ჯამში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, წარმატებას მოიპოვებს. წინ საკომიტეტო მოსმენებია, რაც ბუნებრივია, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ – კანდიდატებმა დეპუტატებს ჩვენი ხედვა, პროგრამა წარვუდგინოთ, მათ შორის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და ამავდროულად, ამომწურავად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ კითხვებთან თუ წუხილთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება…

მეტი...

Expo Dubai 2020-ის ფარგლებში, ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

დუბაიში მიმდინარე Expo Dubai 2020-ის ფარგლებში, 23 იანვარს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინიციატვი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ორგანიზებით, გაიმართება ქართული ლიტერატურისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია.  ღონისძიებები ითვალისწინებს მსოფლიო გამოფენის სტუმრებისთვის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების, უნიკალური დამწერლობის თავისებურებებისა და ზოგადად, ქართული კულტურის გაცნობას. ლიტერატურული პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მოხსენება „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. არაბისტი ნინო სურმავა თემას შოთა რუსთაველის ტექსტში არაბთა სახეების გარჩევით გაშლის. ადგილობრივი გამომცემლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არაბულად თარგმნილი წიგნების პრეზენტაცია და შეხვედრა მათ ავტორებთან – დათო ტურაშვილთან და დათო გორგილაძესთან. დათო გორგილაძე და მისი წიგნის, „ღმერთი სამსახურშია“ არაბული თარგმანის ეგვიპტელი გამომცემელი ისაუბრებენ გამოცემაზე, მისი თარგმნის…

მეტი...

ამერიკული მხარე რუსეთს წერილობით განმარტებას უგზავნის, რომლის საიდმულოდ შენახვასაც სთხოვს

ჟენევაში ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს წერილობით განმარტებას გაუგზავნის ოფიციალური მოსკოვის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე. ინფორმაციას “ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს”. მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, აღნიშნული წერილობითი პასუხი არ გასაჯაროვდეს, თუმცა ვაშინგტონში თვლიან, რომ კრემლმა შესაძლოა, ის მაინც გამოაქვეყნოს. ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის წერილობით პასუხში საუბარი იქნება ამერიკის უსაფრთხოების შეთავაზებაზე და იქნება იმის დადასტურება, რომ ამერიკის ინტერესებში არის სურვილი დიალოგის გაგრძელებაზე.

მეტი...

ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები ერას მოედანზე იკრიბებიან. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სოლიდარობის აქცია უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა დღეს არის იმ მდგომარეობაში, რაშიც იყო საქართველო 2008 წლის ზაფხულში. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროს სრული სოლიდარობა. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გამოხატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ”, –  განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მეტი...

ცნობილია, წაიყვანს თუ არა შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას “ჰალ სიტიში”

უცხოური მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე ძალიან მალე “ჰალ სიტის” ჩაიბარებს. არველაძის ამბის გაგების შემდეგ გულშემატკივართა ერთი ნაწილი შოთას მოუწოდებდა “ჰალ სიტიში” ხვიჩა კვარაცხელია წაეყვანისაკენ, მაგრამ ამაზე სპეციალისტს მოკლე და პირდაპირი პასუხი აქვს. “ეს ვერ მოხერხდება, რადგან “რუბინი” ხვიჩას 15-20 მილიონს აფასებს. ამ რაოდენობის თანხა კი ფიზიკურად არ იქნება”, – განაცხადა შოთამ. შეგახსენებთ, რომ  თურქმა ბიზნესმენმა და შოთას მეგობარმა, აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” ოფიციალურად უკვე იყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქართველს უახლოეს მომავალში დანიშნავს მთავარ მწვრთნელად და სატრანსფეროდ შოთას 15 მილიონს გამოუყოფს.

მეტი...

“სიკვდილიანობა აუცილებლად მოიმატებს, რადგან შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა”, – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი, „ომიკრონის“ შემთხვევები მოიმატებს, სიკვდილიანობაც გაიზრდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, ეს სიკვდილიანობას არ ამცირებს. “დღევანდელი ვითარება პროგნოზირებადი იყო. გაორმაგდებოდა, გასამმაგდებოდა შემთვევების რაოდენობა, ასე მოხდა მთელ მსოფლიოში. ჩვენთან ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ზომიერია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევეა სიკვდილიანობაც. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს “ომიკრონი”, მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება,” – განაცხადა “რუსთავი2”-ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

აშშ-დან უკრაინაში უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე ჩავიდა

ამერიკის საელჩოს განცხადებით, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა. მათი ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. “ეს დახმარება ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას მტკიცედ უჭერს მხარს. მიზანი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

სოციალური აგენტების აქცია დასრუდა – ხელისუფლებამ ხელფასის მომატების პირობა გასცა

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს. „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მშრომელთა გაფიცვა და კოლექტიური ბრძოლა მოლაპარაკებით დასრულდა. “ჩვენ მივიღეთ შემდეგი პირობები – 15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება; მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას; გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო; სოცაგენტები და უფროსი სოცაგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით; გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის; უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15…

მეტი...

“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის წინ აქციაა – შეკრებილნი გაჭირვებასა და გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისის წინ აქციას მართავენ. გაჭირვება, მძიმე ეკონომიკური ფონი, პოლიტიკური დევნა – ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომლების გამოც არიან გამოსულები აქტივისტები. შეკრებილების, თქმით საქართველო ასეთ მძიმე ვითარებას და რიგს პრობლემებისა ვეღარ გაუძლებს. ისინი გამოსავლად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ხედავენ. მათ სურთ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. მათი მთავარი სლოგანია -“შეწყდეს სატარიფო გენოციდი და თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”.

მეტი...

სანატორიუმ “ქართლში” ჭერი ჩამოინგრა

სანატორიუმი “ქართლი” მორიგ დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ზურაბ ქირიას დაკრძალვისას, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. ჯერ-ჯერობით ხელისუფლება ისევ უმოქმედოა ამ საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ჭერის ჩამონგრევისას ერთ-ერთი ქალბატონი სასწაულებრივად გადაურჩა მძიმე დაზიანებებს. მაცხოვრებლები ფარტომასშტაბიან პროტესტს მომავალი კვირიდან აანონსებენ. მათი თქმით, უმოქმედობა უფროდაუფრო სავალალო შედეგებს მოიტანს. კორპუსი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ითხოვენ რადიკალური ზომების მიღებას.  

მეტი...

უკრაინამ რუსულ კომპანიებს და რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელინსკიმ გადაწყვიტა 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესოს. ეს გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. სასანქციო სიაში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ დაკავებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან ჩართულები. ფიზიკური პირების უმეტესობა მაღალჩინოსანია, ისინი ყირიმის ძალოვან უწყებაში მუშაობენ. ასევე სიაში 18 მოსამართლეც მოხვდა.

მეტი...

გერმანიამ ესტონეთს დაუბლოკა საშუალება იმისა, რომ უკრაინას იარაღი გადასცეს

გერმანიამ უკრაინის არმიისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის ნებართვაზე ნატო-ს მოკავშირე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა. იმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების რაკეტებისა და სხვა სახის იარაღის გაგზავნის უფლება მისცა. ამას დათანხმდნენ ნატო-ს მოკავშირე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად: დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი, თუმცა გერმანია ამჯერად უარზეა. გერმანიის უარი გამომდინარეობს იქიდან, რომ შეიარაღება გერმანული წარმოშობისაა და ამავე დროს ისინი ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი რუსეთთან მოლაპარაკებებს გაართულებს.

მეტი...

“ქართლის” დევნილები მომავალი კვირიდან მასშტაბურ აქციებს მოაწყობენ

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები მომავალი კვირიდან მასშტაბურ და უწყვეტ  პროტესტს აანონსებენ. პირველი აქცია ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება. დევნილები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მინისტრი აზარაშვილისგან ისინი განმარტებას მოითხოვენ, რატომ დაარქვა მან მომხდარ ტრაგედიას “უბედური შემთხვევა”. დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ ნგრევის პირას მისული შენობიდან მათი გაყვანა დროულად მოხდეს. გარდაცვლილ დევნილს, ზურაბ ქირიას დღეს დაკრძალავენ. დევნილებმა სიმბოლურად კორპუსიდან შავი ლენტი გადმოფინეს. ის 16 იანვარს, სანატორიუმ “ქართლის” შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათითქმით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის…

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და იმერეთში უკანონო იარაღები ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება მეორე პირს, 1989 წელს დაბადებული ი.გ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: „აკს“-ის…

მეტი...

საქართველოში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი 989 პირია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 423 საიდანაც: 4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 610, იმერეთში – 821. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, მათ შორის, თბილისში – 422, აჭარაში – 123, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი,  მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 50, იმერეთში – 20. 1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 109 – თბილისში, 626 – აჭარაში. 64 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ…

მეტი...

ბოლო 24 საათში ვირუსს 42 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 673 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა, აჭარა – 1 167, იმერეთი – 1 323, ქვემო ქართლი – 512, შიდა ქართლი – 475, გურია – 218, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500, კახეთი -366, მცხეთა-მთიანეთი – 203, სამცხე-ჯავახეთი – 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

მეტი...

დაფიქსირდა კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 875 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 199  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  17.28% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 041 749. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.32%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 956 627.

მეტი...

ფოთში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. კორპუსში ხანძრის გაჩენის შედეგად ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ დაზიანდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივთა ინფორმაციით, ცეცხლი დახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ოჯახის წევრებმა დროულად მოახერხეს გარეთ გამოსვლა, ხოლო მიზეზი ხანძრის გამოწვევისა, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.

მეტი...

გასულ ღამეს და გამთენიისას საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასულ ღამეს და გამთენიას სულ სამი მიწისძვრა მოხდა. თბილისის დროით 02:28 საათზე 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო თბილისის დროით 02:37 საათზე – 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მესამე მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და ის თბილისის დროით 04:46 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

მეტი...

ბოლო კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურა

სკოლებში სწავლების მეორე სემესტრი 17 იანვარს დაიწყო. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთი კლასი/სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად უკეთებენ მასწავლებლებს ტესტს Covid-19-ზე.

მეტი...