გლდანში ოჯახი გაზით სავარაუდოდ სამი დღის წინ გაიგუდა, თუმცა ბინაში ისინი გუშინ ნახეს

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 3 ბავშვი და მშობლები სავარაუდოდ 3 დღის გარდაცვლილები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბინის მესაკუთრე ოჯახთან დაკავშირებას 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ  ცდილობდა.

ბინის მესაკუთრე საჩხერიდან თბილისში მოემგზავრება. ის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. ადგილობრივების თქმით, კორპუსის მე-6 სართულზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მაშველები ცხედრების გამოყვანას დიდხანს ცდილობდნენ.~

პირველადი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი CO-ს დაგროვება გახდა. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ბავშვების გასათბობად გაზის გამათბობელი გამოიყენა, რომელიც სავარაუდოდ, გამართულ მდგომარეობაში არ მუშაობდა.

მსგავსი თემები