თბილისსა და რეგიონებში საშობაო მსვლელობა მოკრძალებულად გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში საშობაო მსვლელობა გამართა. პანდემიის გამო, საშობაო ალილო ამჯერადაც ტრადიციული არ იყო. სასულიერო პირები  რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და დედაქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ავტომობილებით დაიძრნენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდება. შეგროვილი საშობაო ნობათი კი  ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში დახარისხდება და ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

მეტი...

საქართველოს პარლამენტთან ყაზახეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან ყაზახეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. საქართელოში მცხოვრებმა ყაზახეთის მოქალაქეებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა ყაზახეთში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. როგორც ცნობილია, ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პოლიციას შეუძლია, რომ მომიტინგეებს გაფრთხილების გარეშე ესროლოს. ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათივე ცნობით დაღუპულია 26 დემონსტრანტი, დაშავებულია 18.

მეტი...

ნურსულთან ნაზარბაევი ოჯახთან ერთად ყაზახეთიდან გაიქცა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ოჯახთან ერთად ქვეყნიდან წავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ყაზახური ტელეგრამ-არხი Orda.kz  ავრცელებს. ყაზახეთში მხოლოდ მისი უფროსი ძმა, ბოლატ ნაზარბაევი დარჩა. როგორც “ორდა” წერს, მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ნაზარბაევის შესახებ არც ხელისუფლებას და არც სახელმწიფო ტელეარხებს ცნობები არ გაუვრცელებია. “გვაქვს ინფორმაცია, რომ პირველმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა, ოჯახებთან ერთად ყაზახეთი დატოვეს. ქვეყანაში დარჩა მხოლოდ უფროსი ძმა, ბოლატ ნაზარბაევი,” – წერია “ორდას” განცხადებაში.  

მეტი...

ბათუმში ზღვაში კაცს ეძებენ

ბათუმში ზღვაში შუა ხნის მამაკაცს ეძებენ. ამ წუთბში სანაპიროზე მყვინთავები არიან მობილიზებულნი. რამდენიმე საათია სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებობს ვერსია, რომ შუა ხნის მამაკაცი გუშინ რესტორან “სანრემოსთან” არსებული ხიდიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამაშველო კატარღებიც. ადგილობრივების ინფორმაციით, მყვინთავებმა ზღვაში ტელეფონი და საფულე იპოვეს.

მეტი...

“კარგად ვიცი რაც იყო მიზეზი, დაუმტვრიეს ძვლები, ადამიანს არ ჰგავდა” – ლექსო ლაშქარავას დედა UNESCO-ს სიაზე

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელშიც “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაემატა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. აღნიშნულს ლაშქარავას დედა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ისედაც კარგად იცოდა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა. “ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო მიზეზი. დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა. კარგად ვიცი როგორც მოკვდა, რა ნარკოტიკი, მე სულელი ხომ არ ვიყავი”,- განაცხადა თინათინ კახიძემ.  

მეტი...

რა ბედი ელით ყაზახეთში მყოფ ქართველებს?

ბოლო რამდენიმე დღეში ყაზახეთში დაძაბულობა პიკს აღწევს, არიან დაღუპულები და დაშავებულებიც, რაც ყაზახეთში მყოფი ქართველებისა და მათი ნათესავებისთვის შიშის მომგვრელია. ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო კვლავ მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად  ამოწმებს მათ მდგომარეობას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე. ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ…

მეტი...

ოპოზიციაში UNESCO-ს მიერ მოკლული ჟურნალისტების სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანა შეაფასეს

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელშიც “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაემატა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ UNESCO-მ გარდაცვალების რიცხვი 5 ივლისი მიუთითა რაც ნიშნავს, რომ ოპერატორის გარდაცვალება ძალადობრივ რეჟიმს უკავშირდება. “პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდაცვალების თარიღი 5 რიცხვის არის მითითებული. UNESCO-მ ამით ხაზი გაუსვა, რომ ლექსოს გარდაცვალება უკავშირდება იმ ძალადობრივ მოქმედებებს, რომელიც დატრიალდა თბილისში. ყოველთვის, როდესაც რეჟიმს ვებრძვით ჟურნალისტები მართლაც არიან წინა პლანზე, ყოველთვის ფრონტის ხაზზე და ყველაზე მეტი მათ ხვდებათ, ყველაზე მეტი გაფრთხილება მათ სჭირდებათ, რომ მსგავსი ტიპი ინციდენტები ამ…

მეტი...

“ალბათ, ცოტა დაგვიანებულია” – შალვა პაპუაშვილი “ლეიბორისტული პარტიის” პარლამენტში შესაძლო შესვლაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, “ლეიბორისტული პარტიის” მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლის გადაწტყვეტილებაზე მსჯელობის დაწყება შეაფასა. “სიმართლე გითხრათ, ჩემი შეფასებით, ცოტა დაგვიანებულია, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი საერთოდ, არც ერთხელ არ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი. აქედან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით, ახლა, რატომ… როგორც ვხვდები, ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვთ შემოვიდნენ პარლამენტში. საერთო ჯამში, ეს ბოიკოტი, თუ საბოტაჟი მიმართულია არა “ქართული ოცნების”წინააღმდეგ, არამედ მიმართულია პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ბოიკოტი არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ, იმ ხალხის, რომელმაც 2020 თუ 2021 წელს არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა,”-აცხადებს პაპუაშვილი.  

მეტი...

“აჰა, მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს”-ირაკლი ზარქუა

პარტია “ქართული ოცნების”  წევრმა ირაკლი ზარქუამ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ “ლეიბორისტულ პარტიაში” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყეს. “როდესაც შალვას ფანჩატურში იკრიბებოდა ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და აჰა! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს. ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის. თუმცა, იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში. სწორი მიდგომაა, მივესალმები,”- განაცხადა ზარქუამ.  

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა. შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილს შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. „ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას ოჯახთან ერთად და ჰქონოდეთ ის სიხარული, რომელსაც ასეთი დღეები გვანიჭებს. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო, საზღვარგარეთ და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. გლობალური პანდემიის გამო, თბილისის ქუჩებში ტრადიციული ალილოს მსვლელობა არ გაიმართა. შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

მეტი...

“მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული” – მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად  ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მივიდა. მიტროპოლიტმა საპატიმროში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ ის აპირებს მესამე პრეზიდენტს შობა მიულოცოს და ამ მისიით უკვე იმყოფებოდა ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაშიც. “რა მიზნით უნდა მოვინახულო?! რომ მივულოცო შობის დღესასწაული. მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული,” – განაცხადა…

მეტი...

“ამიერიდან სამართალდამცველებსა და სამხედროებს გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის უფლება აქვთ” – ყაზახეთის პრეზიდენტი

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, განაცხადა, ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.  ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო. შეგახსენებთ,  4 იანვარს ყაზახეთის მთავრობამ თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ქვეყანაში ბუნებრივი აირის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მეტი...

“გვაქვს კითხვები ყაზახეთის მთავრობასთან, როგორ ასაბუთებენ უცხოელი ჯარების განთავსებას მათ მიწაზე” – აშშ-ს პრესსპიკერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყაზახეთში ОДКБ-ს ჯარების ჩასვლაზე განცხადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სიტუაციასთან გამკლავებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას დახმარება თავად ყაზახეთის პრეზიდენტმა სთხოვა. “კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის განთავსებაზე, პირველ რიგში, კითხვაზე პასუხს ყაზახეთისგან მოვითხოვთ. ჩვენ გვაქვს კითხვები სწორედ იმიტომ, რომ ყაზახეთის მთავრობას აქვს საკუთარი რესურსები და კარგი სამხედრო დაცვა. ამიტომ ჩვენ ყაზახეთის მთავრობას დავუთმობთ, ილაპარაკონ რითი ასაბუთებენ უცხოელი ჯარების განთავსებას მათ მიწაზე. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ნებისმიერი ძალისხმევას ან ქმედებას უცხოური ძალების მხრიდან ყაზახური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების მიზნით.” – განაცხადა ნედ პრაისმა.

მეტი...

ქუთაისის აეროპორტში მგზავრები მეორე დღეა ყაზახეთისკენ რეისს ელოდებიან

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები ამჟამად ისევ შეჩერებულია. ქუთაისიდან ამ დრომდე ვერ განხორციელდა ფრენები ყაზახეთის ქალაქების, ატირაუს და აქტაუს მიმართულებით. ამ წუთისთვის მგზავრები აეროპორტში იმყოფებიან, მათი თქმით, არ იციან, როდის განხორციელდება ფრენა და ვერც ყაზახეთში ახერხებენ ახლობლებთან კომუნიკაციას. როგორც გუშინ, 6 იანვარს აეროპორტების გაერთიანებამ განაცხადა, რეისი ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით 12 საათზე უნდა შესრულებულიყო.

მეტი...

“ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის ზრდა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში მოხდა” – სემეკის განმარტებები

სემეკი  ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმციაზე განმარტებების აკეთებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის ზრდა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში მოხდა. სემეკის განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “2021 წლის დეკემბერის ინფლაციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ცალკეული ნაწილის, ზოგიერთ მედიასაშუალებაში განმარტების გარეშე გავრცელებამ,  საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა. იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  (სემეკ) კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულად მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.” განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს 2020…

მეტი...

“ლეიბორისტული პარტია”, შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს

“ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობა დაიწყო – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. ნათელაშვილმა თუ რატომ ფიქრობს საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას.  “ლეიბორისტულ პარტიაში” ფიქრობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმმა არ გაამართლა, ვინაიდან სხვა ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას.

მეტი...

„გაუფრთხილდით დროს! დრო ძალიან ძვირფასია“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

„ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც მონაცვლეობენ… რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი“ – ბრძანებს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. კათოლიკოს-პატრიარქი უარყოფითი ინფორმაციის ნეგატიურ გავლენაზეც საუბრობს და ყველას მოუწოდებს, სასოწარკვეთას ნუ მიეცემა. „ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლად აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის,მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან…

მეტი...

ალილოს მსვლელობა 2 საათზე ავტომანქანებით დაიწყება

საშობაო “ალილო” პანდემიის გამო წელსაც ფეხით მსვლელობის გარეშე ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2 საათზე მსვლელობა ავტომანქანებით დაიწყება  სასულიერო პირები მრევლს ნაკურთხი წყლით და გალობით მიულოცავს შობას. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში, ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით 4 საათზე დასრულდება. ასევე ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება. მსურველებს შემოწირულებისა მოტანა შეეძლებათ 7 იანვარს, 12 საათიდან 16 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში. ახალ 2022 წელს შობის დღესასწაულზე საჩუქრები და სიხარული პირველ რიგში მივუტანოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა,” – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ…

მეტი...

ვის გაეზარდა პენსია პირველი იანვრიდან

პირველი იანვრიდან საქართველოს მასშტაბით პენსიამ მოიმატა. აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა 6 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაანონსა. 2022 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარამდე  გაიზარდა, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი – 300 ლარამდე. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, 70 წლამდე ასაკის პირებს პენსია გაეზრდებათ 312 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი იქნება.

მეტი...

„ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა” – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

„ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა … ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს ჩვენი შინაგანი განცდები“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში და რჩევებს გვაძლევს. რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კიმგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს. და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის…

მეტი...

საქართველოში “ომიკრონის” შემთხვევები ერთ დღეში გაორმაგდა და 600-ს მიაღწია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია “ომიკრონის” 600 შემთხვევა. გუშინდელთან შედარებით აღნიშნული მონაცემები თითქმის გაორმაგებულია, შეგახსენებთ, 5 იანვარს ლაბორატორიულად დადასტურებული “ომიკრონის” მხოლოდ 335 შემთხვევა გვქონდა.

მეტი...

UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სიაში ლექსო ლაშქარავა შეიყვანა

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელშიც “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაემატა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვლილი იპოვეს. შსს-მ საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირება აუწყა.

მეტი...

“ომიკრონი” შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, თუმცა მსუბუქი ნამდვილად არ არის” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, თუმცა ის მსუბუქი ნამდვილად არ გახლავთ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის,  ტედროს ადანომ გაბრეისუსის თქმით, წინასწარი კვლევებით, “ომიკრონი”, კორონავირუსის წინა ვარიანტთან, დელტასთან შედარებით, ნაკლებად მძიმედ ჩანს. “დელტა ვარიანტთან შედარებით, ომიკრონი ნამდვილად ნაკლებად მძიმედ ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა დავახასიათოდ, როგორც მსუბუქი”,- განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მეტი...

ვირუსით 4 234 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღვანდელი მონაცემებით ჩატარდა 45 006 ტესტი გამოვლინდა ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  953 410-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540.

მეტი...

ვირუსით 46 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა, აჭარა – 495, იმერეთი – 457, ქვემო ქართლი – 164, შიდა ქართლი – 199, გურია – 147, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 196, კახეთი -158, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი -53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

მეტი...

წლევანდელი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში არ გავა

2022 წელს “ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში არ გავა. ამის შესახებ გამოცემა Deadline იუწყება. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წარმომადგენლის განმარტებით, წელს ღონისძიებას კერძო ხასიათი ექნება. “ოქროს გლობუსის” მიღების ლაურეატების შესახებ ინფორმაცია სათანადო დროს კინოინდუსტრიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება, დაჯილდოების საბოლოო შედეგებს კი პრესრელიზის სახით გამოაქვეყნებენ. შეგახენებთ, “ოქროს გლობუსის“ გადაცემის ცერემონია 1944 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. დაჯილდოება ლოს-ანჯელესში 2022 წლის 31 იანვარს უნდა ჩატარებულიყო.

მეტი...

ჩილეში მეფუტკრეების აქციაზე, აქტივისტების დაკავების დროს, ფუტკრებმა პოლიციელები დაკბინეს

ჩილეში მეფუტკრეების აქციაზე, დემონსტრანტების დაკავების დროს, ფუტკრებმა 7 პოლიციელი დაკბინეს. როგორც BBC იუწყება, მეფუტკრეებმა აქცია ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში პრეზიდენტის სასახლის წინ გამართეს.  მათ ქუჩაში 60 სკა განათავსეს რომელშიც დაახლოებით, 10 000 ფუტკარი იყო. დემონსტრანტების თქმით, გვალვამ მათი პროდუქცია დააზარალა და ისინი მთავრობისგან დახმარებას ითხოვდნენ.    

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საშობაო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო. მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

მეტი...

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინასა და მის საზღვრებთან არსებული მდგომარეობისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ, მოლაპარაკებები დისტანციურად შედგება. ასევე აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს ჩანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ. მოსკოვი დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ერთ-ერთ პუნქტად გულისხმობს იურიდიული დოკუმენტის მიღებას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და შეწყვეტს სამხედრო აქტივობას რუსეთის საზღვრებთან. შეგახსენებთ, ნატო-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რომელ ალიანსში გაწევრიანდება.

მეტი...

„ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

„უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა, ეს არის ამოსავალი წერტილი“ – ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში. ეპისტოლეს მიხედვით, ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. „ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი … უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ…

მეტი...

„ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით“ – საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ინტერნეტიზაციის პრობლემასაც შეეხო. „მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტიყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს…

მეტი...

„ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევას შეეხო. „ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე, ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა ღმერთთან. ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვისმიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა გამოგვაფხიზლებს, თვალსაგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს…

მეტი...

„ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც. ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად,ბეთლემის ერთ მიტოვებულ, პირუტყვისთავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრისცივ ღამეს აღესრულა, ენითუთქმელი სასწაულია, – იშვა ემანუელი! მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა.მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს მომხდარა და არც მოხდება. ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის გამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა. გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა…

მეტი...

„დღე დიდი მშვიდობის დასაწყისისა“ – შობას გილოცავთ

“დღე დიდი შერიგების, დიდი მშვიდობის დასაწყისისა…. თუ დიდი ტკივილი და განსაცდელი შეგხვდათ ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის და ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი. მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავალი გზის საჭირო მონაკვეთი რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა, მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში. „მედიაცენტრი თავარი“ გილოცავთ შობის დღესასწაულს. სიკეთე, სიყვარული, ღმერთი იშვას ჩვენს გულებში, აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში!

მეტი...