“გვახსოვდეს, ყველა დანადგარი გამოვიყენოთ დანიშნულებისამბერ”, – სალომე ვარდიაშვილი “მედაიცენტრ მთავარში”

“უმნიშვნელოვანესია, რომ მოსახლეობამ დაიწყოს გაზის დანადგარების სწორი გამოყენება”, – “მედიაცენტრ მთავარში” ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა. მისი რეკომენდაციით, როდესაც ადამიანი შეამჩნევს, რომ დანადგარი არასწორად მუშაობს, უმალვე სპეციალურ სამსახურში უნდა დარეკოს.

“2021 წლისათვის 20-მდე შემთხვევა გვქონდა გაზით ინტოქსიქაციით გარდაცვალებისა, 2022 წელი კი ჯერ არ დაწყებულა და უკვე ასეთი ტრაგედია მივიღეთ. როდესაც მივხვდებით, რომ დანადგარი არ მუშაობს გამართულად, უნდა გამოვრთოთ იგი და უნდა დავურეკოთ კერძო სპეციალისტს, რათა შეაფასოს აღნიშნული სიტუაცია. ჩვენი პრობლემაა, რომ მცოდნე სპეციალისტები ლიცენზირებულად არ მუშაობენ, თუმცა ამ პრობლემას მალე აღმოვფხვრით. მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ყველა დანადგარი მოვიხმაროთ დანიშნულების მიხედვით”, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მსგავსი თემები