გურიაში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის გამავრცელებელი კამპანია ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში დაიწყება. კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში – შრომასა და ნატანებში, იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

“კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. ვაქცინაცია შესაძლებელია ,”სინოვაკის”, ,”სინოფარმისა” და “ფაიზერის” ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები