ავარიისას დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა

რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. ავარიას ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად ერთი ოჯახიდან ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი  და ორი შვილი, ერთ-ერთი კი გარდაიცვალა. მსუბუქი დაზიანებები მეორე ავტომანქანის მძღოლმაც მიიღო.  

მეტი...

„სეზონური ვირუსი გაცილებით აქტიურია, ვიდრე შარშან“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონური ვირუსი წელს გაცილებით აქტიურია, ვიდრე შარშან იყო. როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, სეზონური გრიპის აქტიურობის მიხედვით, ამ მხრივ ქვეყანაში ფონი მძიმეა. „სეზონური ვირუსი გაცილებით მეტია ვიდრე შარშან იყო. რაც შეეხება გრიპს, თუ შარშან გრიპის ორი შემთხვევა იყო დადასტურებული, დღეს 20-მდე შემთხვევაა. გრიპი წელს უფრო აქტიურია ვიდრე შარშან. რესპირაციულ ვირუსული ინფიცირების აქტიურობის მიხედვით, წელს ქვეყანაში ფონი გარკვეულ წილად უფრო მძიმეა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იანვარი ამ მხრივ გამორჩეულია და ამინდის გაუარესების ფონზე ,…

მეტი...

უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი თავდებობით გაათავისუფლა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავისუფალია. კიევის სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება არ მიიღო და ის პირადი თავდებობით გაათავისუფლა. ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოზე კიდევ გამოიძახებენ და ის დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. მას კიევის დატოვება ეკრძალება და ამისთვის პასპორტი უნდა ჩააბაროს. პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა. მის წინააღმდეგ აღძრულია სს საქმე. ის  ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. მას ქვანახშირის არალეგალურად გატანას ედავებიან.  

მეტი...

„პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არ არის“ – ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის,  ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით,  კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არაა. ტედროს ადანო კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ ზრდასთან ერთად, ახალი ვარიანტების გამოჩენა არ გამორიცხავს. „ეს პანდემია დასრულებასთან ახლოსაც არ არის, ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად ახალი ვარიანტების გამოჩენაც მოსალოდნელია, ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღრიცხვა და შეფასება.  განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი აცრილები არ არიან“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მეტი...

„სასაფლაოებთან მავთუხლართების გავლება დაიწყეს“ – ადგილობრივებმა კირბალში ოკუპანტების გააქტიურება შენიშნეს

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივებმა ოკუპანტების გააქტიურება შენიშნეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენე,  ოკუპანტები მანქანით მოძრაობდნენ და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ნიშნულები დატოვეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი სასაფლაოს ნაწილს დაკარგავენ. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მეტი...

ნინო ლომჯარია: „არ ვაპირებთ, დამატებით განვახორციელოთ სააკაშვილთან ვიზიტი“

„არ ვაპირებთ, დამატებით განვახორციელოთ სააკაშვილთან ვიზიტი, ვინაიდან მკურნალობის მიდგომებისა და პაციენტის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ არის“ , – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ, ექიმების აღნიშნულმა ჯგუფმა ის სამჯერ მოინახულა და დღეს წარდგენილი ანგარიში ამ ეტაპისთვის შემაჯამებელია. „ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ. შესაბამისად, დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ერთგვარად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე, ვინაიდან, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში (პირველი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12…

მეტი...

“სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია” – თენგიზ წულაძე

“სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს”,-  განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ. მისივე თქმით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა, არ გაუმჯობესებულა. როგორც მან აღნიშნა, 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგას. “მიხეილ სააკაშვილთან რჩება პოსტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ეს ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა…

მეტი...

“სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში” – მეუფე ნიკოლოზი

„მე პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, სახელმწიფოს თუ მისი ინიციატივა მოეწონება, მზად არის იყოს შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. „მე პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და…

მეტი...

„საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

“მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში. ირაკლი ღარიბაშვილმა, მდინარე იორდანესთან ქართული კულტურული ცხოვრების კერის დაარსება ქართველ ერს მიულოცა. „თქვენს უწმინდესობას, წმინდა სინოდის წევრებს, მოსახლეობას, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობის, იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობის, პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ…

მეტი...

„საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

“მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში. ირაკლი ღარიბაშვილმა, მდინარე იორდანესთან ქართული კულტურული ცხოვრების კერის დაარსება ქართველ ერს მიულოცა. „თქვენს უწმინდესობას, წმინდა სინოდის წევრებს, მოსახლეობას, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობის, იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობის, პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ…

მეტი...

პატრიარქი: “მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე”

“მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას. პატრიარქმა საზოგადოებას  ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ  ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. „ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს…

მეტი...

“სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა” – გია ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა – ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ, – განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. გია ვოლსკის თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ არ შეიძლება პატიმრობაში რჩებოდეს. „ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გაიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ – ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გარეთ გასვლა.…

მეტი...

“მოვითხოვთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მიხეილ სააკაშვილისთვის”, – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილსთვის არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა. “ეს მოთხოვნა მეტად ლოგიკური და ბუნებრივია, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა, იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველმაც გასცეს, გვჭირდება მეტი ინფორმაცია, რომლის მოპოვებასაც აუცილებლად ვეცდებით”, – განაცხადა ლოჯარიამ. ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია პატიმრის მოსაზრება მისი პერსონალური მონაცემების და კადრების გამოქვეყნების თაობაზე. “გამოძიების გამჭირვალობის მომხრე ვარ, ეადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეა ეს. მე მივემხრობოდი, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დარჩენილ…

მეტი...

“სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია“ – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია. მისივე განმარტებით,  თუ მათ ექნებათ მეტი ინფორმაცია, შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ. „დაზარალებულის სტატუსს რაც შეეხება, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ სამართლიანია, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა. როცა ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ბრალის წარდგენის თუ დაზარალებულის მინიჭების თაობაზე, ჩვენ გვაქვს სრული სურათი გამოძიებაში არსებული მასალების და მტკიცებულებების. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა, იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველმაც გასცეს, გვჭირდება…

მეტი...

ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გადაადგილება თავისუფალი იქნება გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ღვინის აღმართის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის საშუალებით შეძლებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები – N31, N50, N71, N80,…

მეტი...

ნინო ლომჯარია: “ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან აღარ გაგრძელდება, რადგან მის მკურნალობაში არაფერი იცვლება”

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არსებითი ცვლილებები მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ის მედიკამენტურ მკურნალობას გადის. მისი თქმით, სააკაშვილთან 3 ვიზიტი განხორციელდა 5 ექიმის მონაწილეობით, კონსოლიუმის განხილვებში 8 ექსპერტი იღებდა მონაწილეობას და დასკვნას 8 ექსპერტი აწერს ხელს. „სახალხო დამცველის ექიმთა, სპეციალისტთა და ექსპერთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ, შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის შემაჯამებელ ანგარიშს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე. არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ…

მეტი...

“იზრდება ოპერატორთა და დაწესებულებათა რაოდენობა ჯანდაცვის სფეროში”, – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით კორონავირუსის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ მიზნით, „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“(15-22), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15-05) თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება. „Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“ 60 სპეციალისტი – 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება. 30 ოპერატორი ემატება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100-მდე იზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელი ხაზის და „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად…

მეტი...

“მზად ვარ გამოვყო გარკვეული სივრცე ჩემს ეპარქიაში”, – მეუფე ნიკოლოზი მიხიელ სააკაშვილზე საუბრობს

მეუფე ნიკოლოზმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ. მისი თქმით, პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. “ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეყანას საკუთარი ყოფილი პრეზიდენტისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსჯია, მაგალითად: რუმინეთსა და უგანდაში, თუმცა ისინი შიდა პატიმრობაში იყვნენ. მინდა მივმართო ხელისუფლებას, პირადად თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო გარკვეული სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს. ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის ვთქვათ, შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი…

მეტი...

აშშ-მ მოგზაურობისათვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნების სიას კიდევ 22 მიმართულება მიუმატა

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნების სიას 22 მიმართულება დაამატა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაღალი რისკის ანუ მეოთხე დონის ქვეყნებს შეემატნენ: არგენტინა, ავსტრალია, ისრაელი, ალბანეთი, ეგვიპტე და სხვ. აშშ ამა თუ იმ ქვეყანას მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის მიმართულებად იმ შემთხვევაში აფასებს, როდესაც ბოლო 28 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

მეტი...

კორონავირუსით 43 ადამიანის გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 555 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარა – 1 184, იმერეთი – 859, ქვემო ქართლი – 302, შიდა ქართლი – 429, გურია – 186, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.

მეტი...

ვირუსით 8 728 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 605 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  13.72%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 015 592-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.93%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 943 212.

მეტი...

„1000 ადამიანს, რომელსაც  „ომიკრონი“ დაუდასტურდა, უმრავლესობა ვაქცინირებული  და „ბუსტერ“ დოზიანი იყო“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, 1 000 ადამიანს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაუდასტურდა, უმრავლესობა ვაქცინირებული იყო და „ბუსტერ“ დოზა ჰქონდათ გაკეთებული. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ  „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაცია ინფიცირებისაგან არ გვიცავს. „1000 ადამიანს, რომელსაც  „ომიკრონი“ დაუდასტურდა, მათ შორის უმრავლესობა ვაქცინირებული იყო და „ბუსტერ“ დოზა ჰქონდა გაკეთებული. ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში  მიმართვიანობის, ასევე მძიმე შემთხვევების განვითარების ალბათობა 3-4-ჯერ ნაკლები ვიდრე ეს იყო არავაქცინირებულ ადამიანებში. მკაფიოდ არის ორი განსხვავებული შეფასება წარმოსადგენი,  ერთი –…

მეტი...

„ნუ დაუშვებთ შეცდომას“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და აფრთხილებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხდებს, „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობა არასწორად არ უნდა იქნება გაგებული. „ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას. „ომიკრონი“ იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება,“- აცხადებს  ჯანმო-ს ხელმძღვანელი. მისივე შეფასებით, „ომიკრონი“ იმდენად მზარდია, გასულ კვირასთან შედარებით, დაინფიცირების მაჩვენებელმა 20%-ით მოიმატა.  

მეტი...

ნათლისღებასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა- ლოცვა ჩატარდება. სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. „მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს.  

მეტი...