რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ექიმებს ისევ არ უშვებენ

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ექიმებს ისევ არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს სამედიცინო გამოკვლევებიც არ ჩატარებია.

ადვოკატების განცხადებით, მათთვის უცნობია, როგორია ამჟამად დაპატიმრებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

“მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა არცერთ ექიმს, მათ შორის პირად ექიმს, რითაც ირღვევა კანონი.სამწუხაროდ, ჩვენ არ არ გვაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამჟამად. არათუ ექიმს არ ეძლევა მონახულების უფლება, მას არ უტარდება შესაბამისი გამოკვლევები”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

მსგავსი თემები