2 უფროსის და 3 ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, CO-ს გახდა

წინასწარი ინფორმაციით, გლდანში, ერთი ოჯახის ხუთი წევრის გარდაცვალების მიზეზი CO  გახდა.  როგორც „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, ბინაში ბინაში გაზქურა გახსნილი იყო. „ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულის გამომწვევი არის CO.  როდესაც სამაშველო სამსახური შევიდა შემთხვევის ადგილზე, გაზქურის ღუმელი იყო ღია და ანთებულ მდგომარეობაში. სავარაუდოდ, გათბობის მიზნით იყენებდნენ, რამაც სავარაუდოდ, დააგროვა CO და გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა“, – განმარტავს ლეფსვერიძე. შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღეს გლდანში მოხდა.  

მეტი...

გლდანში, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი გაიგუდა

გლდანში უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ ბინაში 5 ადამიანი გაიგუდა. მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯიმ“ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. „დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ,…

მეტი...

ფოთის ნავსადგურის გახსნის ცერემონიის პარალელურად, იქვე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს

ფოთში ახალი ნავსადგური გაიხსნა. გახსნის ცერემონიის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ნავსადგურის შესასვლელთან ლოზუნგებით – ,,თავისუფლებ მიშას” , „სოლიდარობა უკრაინას” , „უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა” მივიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. “დღეს იმის კლასიკური მაგალითია, რომ მთავრობას ხალხთან არ მიესვლება. ჩვენუ მოთხოვნაა, რომ  მთავრობა უკრაინისა და სააკაშვილის მხარდაჭერა გამოაცხადოს. უკრაინა არამარტო სტრატეგიული სახელმწიფოა ჩვენთვის, მეტიც, მეგობარი სახელმწიფოა, ყველა გასაჭირში ჩვენს გვერდით მდგომი”, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.

მეტი...

ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

29 იანვარს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოში, ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ “Iwanami Hall”-ში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. მიმოიხლა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის,პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში. ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. ასევე მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ცნობილ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად…

მეტი...

“სოლიდარობა გვაძლიერებს” – შშმ პირთა აქცია პოლიციელთა წინააღმდეგ “რუსთაველის” მეტროსთან

“რუსთაველის” მეტროსთან მიმდინარეობს შშმ პირთა აქცია, სლოგანით “სოლიდარობა გვაძლიერებს”. ისინი აპროტესტებენ ისნის მეტროში მომხდარ შემთხვევას. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ისნის მეტროში შშმ პირი, ახალგაზრდა ბიჭი ცემა. ისინი ითხოვენ დამანაშავე პოლიციელების სათანადოდ დასჯას. ამავდროულად მიმართავენ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას შესაბამისი კანონი, რითაც მათი უფლებების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი. “ჩვენთვის შოკისმგვრელი იყო, როცა გავიგეთ ისნის მეტროში მომხდარი ფაქტი. კანონი უნდა მიიღონ, რითაც ამგვარი საზოგადოება იქნება დაცული. ვითხოვთ ამ პოლიციელების დასჯას, ჩვენი უფლებები დაცული არ არის, წართმეული გვაქვს უფლებები”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მანანა წიკლაურმა.

მეტი...

კელი დეგნანი: “მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში”

მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში, –  ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელს რეგიონს. „ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები აქ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო ნათია, ბატონო სოსო, ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მე მახსოვს, რომ ამ პროექტის ადგილას 2020 წელს ვიყავი, მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ და საბოლოო შედეგს ვხედავ. ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი, ერთი პროექტის…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, ფორმირებაა”

“ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაციაა, ამიტომ ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია “პეისი”  30 წელია წარმატებით საქმიანობს და მის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისდგომების ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს. “მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი, მასშტაბური პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ კომპანია “პეისი” წარმატებით საქმიანობს უკვე 30 წელია, დღეს არის ამ კომპანიის…

მეტი...

“უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის”, – ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახლადგახსნილ ნავსადგურზე ისაუბრა

დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია „პეისის“ მხრიდან 2020 წლიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. „მოგესალმებით ყველას, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო და კოლეგებო! ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ფოთში და თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. დღეს მართლაც დიდებული დღეა! ვულოცავ კომპანია „პეის“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის…

მეტი...

რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი გადააქვს

უცხოური გავლენიანი გამოცემა Reuters-ი სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობითავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან სხვა სამედიცინო მასალასთან ერთად სისხლის მარაგიც გადააქვს. გამოცემის ინფორმაციით, სისხლის მარაგი ჯარისკაცებისათვის იქნება განსკუთვნილი, რაც რუსების ომისათვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს. “ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ სისხლის მარაგების მობილიზების შესახებ ინფორმაციის გაჟღერება კიდევ ერთ კონტექსტს მატებს შეერთებული შტატების გაფრთხილებას, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს,”- წერს Reuters-ი.  

მეტი...

“მოტივაცია უდიდესი მაქვს, ბევრი რამე მაქვს დასამტკიცებელი”, – შოთა არველაძის პირველი ინტერვიუ “ჰალ სიტიში”

შოთა არველაძე “ჰალში” 2.5-წლიანი კონტრაქტით დაინიშნა. გუშინ ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა. ქართველმა მწვრთნელმა პირველი ინტერვიუ “ჰალის” გვერდს მისცა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს: “უღმესი მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ყველას ოცნებაა, რომ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა ინგლისში ჰქონდეს, მე ამის საშუალება მომეცა. მოტივირებული ვარ და მინდა დავამტკიცოთ, რომ ამ ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეებით კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მიმზიდველი ფეხბურთის მოყვარული ვარ და მინდა ჩვენი თამაშის ხილვა გულშემატკივარს უხაროდეს”, – აღნიშნა შოთა არველაძემ. მისი თქმით, დებიუტი იმნიშვნელოვანესი იქნება და ამ თამაშს ის მოუთმენლად ელის. “პირველი თამაში “სუონსთან” მექნება, ფანებთან შეხვედრასაც მოუთენლად ველი. მთავარი მიზანი…

მეტი...

მოქალაქეები შიდა ქართლის პოლიციას კანონების დარღვევაში ადანაშაულებენ

შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსნებზე უმძიმესი ბრალდებები და სკანდალი ვრცელდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ღამით სამართალდამცველები არაფხიზელ  მდგომარეობაში დადიან და მოსახლეობას უმიზეზოდ აჯარიმებენ. საუბარია, ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსზე, გიორგი მესხზე. სოსო ბაბაევი და ზაზა მეზვრიშვილი, რომლებმაც კადრები გადაიღეს, აცხადებენ, რომ მათ კანონდარღვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართეს, თუმცა უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. “იმის მაგივრად, რომ პოლიციელმა კანონები დაიცვას, თავად არღვევს მათ. ნასვამმა პოლიციელმა მე რა უნდა მასწავლოს, როდესაც თვითონ არღვევს კანონს. ასეთი პოლიციელები მახსოვს, რომლებიც გაიტანეს და გადაყარეს ნაგავსაყრელზე”- აცხადებს მოქალაქე, რომელის მტკიცებით უმიზეზოდ დააჯარიმეს”, – ნათქვამია მოქალაქის განცხადებაში, რომლის…

მეტი...

აშშ უახლოეს მომავალში ჯარების გადაყვანას აღმოსავეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება. ბრიტანული მედიის ცნობით, პენტაგონს დაახლოებით 8500 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით მზადყოფნაში ჰყავს. “მე ჯარების გადაყვანას უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში ვგეგმავ, თუმცა არა დიდი რაოდენობით”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით.

მეტი...

ხობში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთიც დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ერთმანეთს მიკროვატობუსი და სატვირო ავტომანქანა შეეჯახა. სამწუხაროდ, მიკროავტობუსის მგზავრი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

“სულელური გადაყვეტილებაა”, – რესტორატორები მწვანე პასპორტის გაუქმებას ითხოვენ (ვიდეო)

“კვდება ბიზნესი” – ეს განცხადებს “მედიაცენტრ მთავარში” “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ გააკეთა. სარესტორნო ბიზნესი “მწვანე პასპორტების” არაეფექტურობაზე საუბრობს და მის გაუქმებას ითხოვს. “აშკარაა, რომ პანდემიას ვერავინ ერევა. უკვე 20 000 ინფიცირებულს ვაღწევთ დღეში და ამის ფონზე, რეგულაციები, რომლებიც დღესაა დაწესებული მხოლოდ რესტორნებს ეხებათ. იკარგება სამუშაო ადგილები, კვდება ბიზნესის ეს ნაწილი და ვიღებთ სავალალო შედეგებს. მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ არ ჩაკეტა რესტორნები და ამან ეკონომიკის ამუშავებაც გამოიწვია. არანაირი სხვა რეგულაცია არ შემოღებულა, ამიტომაც, “მწვანე პასპორტების” მნიშვნელობას ვეღარ ვხვდები. აბსურდია, როდესაც რესტორანში მასპინძელს არ მოეთხოვება მწვანე პასპორტი და სტუმარი ვალდებულია მისი…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს. 1973 წელს დაბადებული შ.ა.-ს, 1975 წელს დაბადებულ ბ.შ.-ს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს – 1988 წელს დაბადებულ ა.გ.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევ პირებს: 1993 წელს დაბადებული ე.ა.-ს და 1994 წელს დაბადებული ე.ჯ.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1990 წელს დაბადებული გ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული ე. ს., 1980 წელს დაბადებული თ. ს. და 1960 წელს დაბადებული ი. დ.…

მეტი...

რუსეთი შავ სიას აფართოებს – ევროკავშირის წევრების ნაწილს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ

რუსული მედია ქვეყნის საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა ევროკავშირის წარმომადგენლების საპასუხო სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. “იმის გამო, რომ ევროკავშირმა ცალმხრივად შემზღუდველი ზომები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგიტიმურია, უკვე ხშირად გამოიყენა, მოსკოვი ღიად აცხადებს, რომ იტოვებს საპასუხო მოქმედების უფლებას. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ გააფართოოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისა თუ ინსტიტუციების სია, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ”, – წერია განცხადებაში. შავ სიაში შედიან ევროპის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ევროპის კერძო სამხედრო კომპანიების ხელმძღვანელები, სამართალდამცავი უწყებების, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები

მეტი...

საქართველოში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 კლასი გადავიდა

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა. “ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება”, – წერია განცხადებაში. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის…

მეტი...

კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტთა რაოდენობა1033-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 135 243 საიდანაც: 5 084 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 181, აჭარაში – 711, იმერეთში – 1 044. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033 პირი, მათ შორის, თბილისში – 432, აჭარაში – 141, იმერეთში – 293. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი,  მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 48, იმერეთში – 27. 2 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 – თბილისში, 647 – აჭარაში. 128 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35…

მეტი...

დაფიქსირდა გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა – 1 833, იმერეთი – 2 277, ქვემო ქართლი – 1 024, შიდა ქართლი – 932, გურია – 308, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი – 367, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 74.

მეტი...

კორონავირუსით ბოლო 24 საათში 18 274 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 84 762 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  21.56% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 145 508. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328.

მეტი...

მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში სხვადასხვა საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩ დიეგო კოლას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონულ დირექტორ სესილ კუპრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე. მინისტრის მოადგილემ ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა ზემო სამგორის საირიგაციო პროექტის მომზადების მხარდასაჭერად გაწეული საკონსულტაციო მომსახურებისთვის. საუბარი შეეხო მიწის მართვის,  მესაქონლეობის, ასევე, კლიმატის ცვლილების და  ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

რუსეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას უგზავნის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს საპროტესტო ნოტას უგზავნის. 26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა. “26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ პოლიტიკური აქცია გამართა, ანტირუსული მიზნით. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა. მომხდართან დაკავშირებით, ინტერესთა სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების…

მეტი...

“ზურაბიშვილს პრეზიდენტად რომ ირჩევდნენ, მაშინ არ იყო საზოგადოება დაავადებული?!“ – დავით ჭიჭინაძე

პარტია ტრიბუნას ხელმძღვანელი დავით ჭიჭინაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიასთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ის არ არის იმ ლეგიტიმაციის ადამიანი, ვისაც საქართველოს უახლოესი ისტორიის შეფასება შუძლია. „სიძულვილის ენას რაც ეხება, პირველ რიგში „ოცნების“ ხელისუფლებას მიმართოს, თავად დაივიწყონ სიძულვილი,  ყველა განსხვავებული და განსაკუთრებით საღი  აზრის მქონე ადამიანს ან „ნაცს“ , ან  ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახიან!მოკლედ, ქალბატონი პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი, ის მხარეა, ვინც სხვისი პირით გვესაუბრება, სხვის ხუშტურზე დადის და შესაბამისად, არ არის იმ ლეგიტიმაციის ადამიანი, ვისაც ჩვენი უახლოესი ისტორიის შეფასება შუძლია, მით უმეტეს თუ მის არალეგიტიმურ არჩევნებს გავიხსენებთ“- აცხადებს დავით…

მეტი...

“არ არსებობს ომის მიზეზი”, – ამერიკა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარემ, მარკ მილმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ძალიან დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. პენტაგონში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც გენერალმა თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსეთის ძალების მასშტაბები ნიშნავს, რომ თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება. “თუ ეს თავდასხმა განხორციელდება უკრაინაზე მსხვერპლთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება. სავალალო შედეგებს მივიღებთ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზეც”, – განაცხადა მარკ მილმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ კონფლიქტი გარდაუვალი არ არის და ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის. “ჯერჯერობით ომი არაა გარდაუვალი და დიპლომატიისთვის დრო კიდევ არის. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ სიტუაცია კონფლიქტში გადაიზარდოს. რუსეთს…

მეტი...

რესტორატორები „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას ითხოვენ

„კოვიდ პასპორტებმა“ არ გაამართლა“ – ასეთია სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის დასკვნა „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით. ისინი თვლიან, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ შედეგი კი არა, პირიქით უკუშედეგი მოგვცა, რის გამოც, მისი გაუქმების მოთხოვნით გამოდიან. უფრო კონკრეტულად, რას და რატომ  ითხოვენ რესტორატორები, „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ისაუბრებს.  

მეტი...