“ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?” – ბაია პატარაია

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის, კომენტარს გამოეხმაურა. “ჩამოყალიბდით, სააკშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება? და აღარ დაიწყოთ, “ხალხი ქუჩაში არ გამოდისო”. რატომ გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა. არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ცუდი ხელისუფლება, როგორიც ახლა ჰყავს. და ოპოზიცია? პ.ს. ადრე მეგონა, პოლიტიკოსები სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, და რომ უბრალოდ მე არ მესმოდა რაღაცეები; თურმე მათ არ ესმით ელემენტარული”, – წერს ბაია პატარაია. შეგახსენებთ, ეკა ხერხეულიძემ დღეს განაცხადა, რომ “მიხეილ სააკაშვილი მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის დაძლევისკენ არის მიმართული”.  

მეტი...

რას გულისხმობს მიწის სისტემური რეგისტრაცია – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ბაჩო თორთლაძემ, განაცხადა, რომ  მიწის სისტემური რეგისტრაცია გულისხმობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიწის აზომვას, შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიებასა და რეგისტრაციას მოქალაქეთა მხრიდან საფასურის გარეშე. “საქართველო მთავრობამ ასევე შეინარჩუნა სპორადული რეგისტრაცია არსებულ ტერიტორიებზე, უბრალოდ განისაზღვრა შესაბამისი ფასი. 2022-დან 2024 წლის ჩათვლით ყოველწლიურად დარჩენილი 1,2 მილიონი ჰექტრიდან ერთი მესამედის აზომვა და რეგისტრაცია განხორციელდება. მოქალაქეების დამატებით არანაირი ქმედებების განხორციელება არ მოუწევთ, საჯარო რეესტრი თავად უზრუნველყოფს ყველა პროცესის განხორციელებას“, – განაცხადა თორთლაძემ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს” – ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი ამჟამად ეკონომიკურ პროგრამას წერს და დეტალების გასავლელად ხვალ დეპუტატ რომან გოცირიძეს ელოდება. ხერხეულიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს აწუხებს ხალხის სიდუხჭირე და სწორედ ამ ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. “პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისაკენ არის მიმართული. იმ საკითხებით არის მოცული მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში”, – განაცხადა ხერხეულიძემ.  

მეტი...

“ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ” – მამა პეტრე

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა: “ყველაფრის შეგუებაა ტრაგედია… ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ, ეს როგორ უნდა მოვითმინოთ, ან საიდან გადავუხადოთ ამდენი გადასახადები… ეს არის მონობა… სახელწიფო გვეუბნება, მთავარია ჩვენ მოგვემსახუროთ, დანარჩენი ფეხებზე გვკიდია… ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… ახლა არ დამიწყოთ ავადმყოფური ბოდვები-ეს ნაციონალი ყოფილაო… არა, ბატონო, რეალისტი ვარ და ძალიან არ მომწონს ასეთი გაბერილი კომუნალურები… რაში ერყობა ჩვენს ქვეყანას, სათავეში რომ ოლიგარქი ყავს?! თუ პირიქით, იმისთვის დგას იქ, რომ მეტი იშოვოს… მერწმუნეთ, არავის შერჩება, შიმშილამდე…

მეტი...

,,ჰოლანდიელ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ” – ხერხეულიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არც ჰოლანდიელ ექიმს მისცეს. აღნიშნულ ექიმს ბილეთი 2 იანვარს უკვე აღებული ჰქონდა, თუმცა ქართული მხარის პასუხი დღემდე არ იცის. “2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს, ფსიქო-ნევროლოგს ჰქონდა უკვე ბილეთი აღებული და ის ელოდებოდა თბილისიდან დასტურს იმასთან დაკავშირებით, რომ მას მისცემდნენ შესაძლებლობას შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან ვერც პირადი ექიმი ვერ შედის. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დ მე ვფიქრობ ძალიან მალე უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა”, – განაცხადა ხერხეულიძემ.…

მეტი...

ვარკეთილში დანით შეიარაღებულმა პირმა მარკეტი გაძარცვა

ვარკეთილში  “ბესთ მარკეტი” გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მარკეტში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხის წაღებაც მოახერხა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 500 ლარზე. ამ წუთებში მე-4 მიკრორაიონში მდებარე მაღაზია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.  საქმეზე გამოძიება 178 მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

მეტი...

მამაკაცი, რომელიც ტყუპისცალი ძმის მკვლელობაშია ბრალდებული, ბრალს არ აღიარებს

გორის მულიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყუპი ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს – აღნიშნულის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა საჯაროდ განაცხადა. მარიამ ინდუაშვილის თქმით, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად კი ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.  როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის  მოტივი ტყუპისცალი ძმის მკვლელობა არ ყოფილა. “იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. აშკარად ადგილი აქვს უბრალოდ  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მისი მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, ეს არის ყოვლად აბსურდული,”- აცხადებს მარიამ ინდუაშვილი. შეგახსენებთ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11…

მეტი...

“ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური განცხადებები, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის​ წახალისება” – ხაზარაძე

პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კობახიძის ამერიკის საელჩოზე დღევანდელ განცხადებას  რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისებას უწოდებს. ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მხრიდან ასეთი კომენტარები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის. “ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური, არა მეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება… ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული…

მეტი...

“ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხები” – მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების მკაცრ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი აკრიტიკებს. როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ასეთი შეფასების მოსმენა სამწუხაროა, თუმცა ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ეთანხმება. „ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების პოზიციები და ზოგიერთი დიპლომატისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებები და შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს კარგი ტენდენცია არ არის.  ხელისუფლებას სურვილია, ჩვენთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოთა წარმომადგენლების პოზიციები აბსოლუტურად სინქრონული და შეთანხმებული იყოს იმ პოზიციებთან, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს“ – ასეთია სარჯველაძის განცხადება. მისი შეფასებით, არ ფიქრობს, რომ საელჩოს განცხადება სწორი და არგუმენტირებულია. „ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ…

მეტი...

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ბავშვები სხეულის ნაწილებსაც კი კარგავენ

საახალწლო დღეებში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად, რამდენიმე ბავშვი დაშავდა. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და განსაკუთრებით მშობლები გააფრთხილა. მისი ინფორმაციით, წლიდან წლამდე, პიროტექნიკის გამო დაშავებულ ადამიანთა რაოდენობა არ იკლებს. “წელს, პიროტექნიკით დაშავებული ექვსი ბავშვი შემოიყვანეს იაშვილის კლინიკაში, მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაში იყო და ოპერაციული ჩარევაც დასჭირდა. ოთხი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას. ყოვლად ამოუხსნელია მშობლების ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი ბავშვების მიმართ. ეს ძალიან მავნე საახალწლო ტრადიციაა, რომლის გამოც ხშირად ბავშვები მძიმე დაზიანებებს იღებენ ზოგიც კი ხელის გარეშეც რჩება” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ…

მეტი...

ჩინეთის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქი ჩაიკეტა

ჩინეთში,  ხენანის პროვინციის ქალაქ იუჟოუში, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა. იქ, კორონავირუსის  სამი ასიმპტომური შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  დაიხურა ყველა საჯარო დაწესებულება, სუპერმარკეტები, სკოლები, მოლები და ტრანსპორტის მოძრაობაც კი გაჩერდა.  

მეტი...

„სეზონური ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სეზონური ვირუსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. „გასულ წელს 5 თვის განმავლობაში 2 ავადმყოფი იყო გრიპის ვირუსით, ახლა კი მხოლოდ იაშვილის კლინიკაში სამი ბავშვი გვიწევს ამ ვირუსით დაინფიცირების გამო. წინა წელთან შედარებით გაცილებით ბევრი ტიპის ვირუსია დაფიქსირებული. ბავშვთა შორის ყველაზე მეტი რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსის შემთხვევებია, რომელიც წვრილი ბრონქიოლების ანთებას იწვევს, თანაც განსაკუთრებული სიმძიმით. წელს ამ ვირუსის პიკია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. პროფესორის თქმით, იანვარში გრიპის ვირუსის მაჩვენებლების მკვეთრ ზრდას უნდა ველოდოთ, რადგან ამ ტიპის ვირუსი ყველაზე…

მეტი...

ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის, კორონავირუსი დაუდასტურდა –  ინფორმაცია “ოცნების” დეპუტატმა მედიას თავადვე დაუდასტურა. ასევე ინფიცირებულია გია ვოლსკის ყველა ოჯახის წევრი, თუმცა როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, ისინი ვაქცინირებული არიან და ამიტომ ინფექცია თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მეტი...

აზერბაიჯანში მესაზღვრემ სამი სამხედრო მოკლა

აზერბაიჯანში  გუბადლის სასაზღვრო სამმართველოში მორიგეიბისას უმცროსმა სერჟანტმა თანამებრძოლებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 3 სამხედრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. შემთხვევა 2 იანვარს მოხდა, ჩადენილი მკვლელობების შემდეგ  სერჟანტმა იარაღი ადგილზე დატოვა და მიიმალა. მოკლულნი არიან: უფროსი ლეიტენანტი იუსიფ ისმაილოვი, უმცროსი სერჟანტი ამილ ჯალილზადე და უმცროსი სერჟანტი რაფაილ იბრაგიმოვი. გენერალური პროკურატურის ცნობით, უმცროსი სერჟანტი ელჰან ​ავაზლი, რომელმაც კოლეგებს ესროლა, 3 იანვრის ღამეს ლაჩინის რაიონის სოფელ მალხალაფში დააკავეს.

მეტი...

,,შეიძლება არც იყოს ცუდი და ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი” – კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა. როგორც კობახიძე ამბობს, კომისიის შექმნით დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა. “სპონტანურად რომ გიპასუხოთ, შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ამაზე ვისმჯელებთ, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი პოზიციაა შეიძლება ეს არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიფიქროთ ხმების…

მეტი...

“დანას წამოავლო ხელი და დაარტყა, ერთი ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს,” – რას ამბობენ მეზობლები და თვითმხილველები გორში მომხდარ მკვლელობაზე

გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ მეზობლები აცხადებენ, რომ ძმებს შორის დაპირიპირება ბედობის ღამეს სუფრაზე მოხდა და ისინი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდნენ, როდესაც ერთ-ერთმა ძმამ საკუთარი ტყუპისცალი დანით მოკლა. “რაღაც სიტყვების გამო გაბრაზდა ალბათ, და შეიძლება არც უნდოდა, რომ მოეკლა, წამოავლო დანას ხელი და დაურტყამს. ერთი ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს. ცდილობდნენ გადარჩენას და რომ ვერაფერი უშველეს, მერე სასწრაფო გამოიძახეს,” – ამბობს ძმების მეზობელი. დაჭრილის მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, მძიმე იყო. 31 წლის მამაკაცს გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.…

მეტი...

,,სახელმწიფო საკუთარი ჯარისკაცის დასახსნელად არაფერს აკეთებს” – სამხედროები ჩხიკვაძეზე

უკვე 25 დღეა. რაც ოკუპანტებმა ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე გაიტაცეს. ქართულ მხარეს კი მასზე ინფორმაცია არ გააჩნია. ცხინვალის ციხეში შესვლის საშუალება არ ეძლევა არც “წითელ ჯვარს”. ყოფილი სამხედროები ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენმოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მამუკას ციხეში აწამებენ. “დღეს სახელმწიფო საკუთარი ჯარისკაცის დასახსნელად არაფერს აკეთებს, უფრო მეტიც, დღეს დუმილი არის დანაშაული. თავისუფლება მამუკა ჩხიკვაძეს და თავისუფლება ყველა იმ პატიმარს, რომლებიც სეპარატისტული რეჟიმების ტყვეობაში იმყოფებიან”, – ამბობს ყოფილი სამხედრო. ასევე სამხედროები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას რაც ტატუნაშვილის შემთხვევაში მოხდა. ისინი ასევე მიმართავენ საპატრიარქოს, საკუთარი კავშირები გამოიყენონ ყოფილი სამხედროს…

მეტი...

,,პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი” – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, იუბილეს მიულოცა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ უწმინდესს მისი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. “დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის იუბილეა. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს. ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა და უკვე 44 წელია ქართული ეკლესიისა და ქართველი მრევლის სულიერი წინამძღვარია. ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა. ეს მართლაც ღვთის წყალობაა. მინდა უწმინდესს და უნეტარესს დიდი მოწიწებით მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ერისა…

მეტი...

ამერიკამ 12-15 წლის ბავშვებში „ბუსტერ“ დოზების რეკომენდაცია გასცა – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური საშუალება „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაა. „საქართველოს მოსახლეობის მილიონ ასი ათასმა ადამიანმა, იმისათვის, რომ თავი ეფექტურად დაიცვას „ომიკრონის“ შტამისაგან, საჭიროა „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს. ეს დაგვიცავს ვირუსის მძიმე შედეგებისაგან და ამავე დროს, ინფიცირებისაგან. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ომიკრონის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე ეფექტურ საშუალებად „ბუსტერ“ დოზას განიხილავს. სწორედ ამიტომ, ამერიკამ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში, არათუ ვაქცინაცია, არამედ „ბუსტერ“ დოზების გაკეთების რეკომენდაციაც გასცა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე შეფასებით,…

მეტი...

გახარიას გუნდის წევრები სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარს არ უჭერენ

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინიციატივას პარლამენტში  საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს არ  დაუჭერენ. აღნიშნული ინფორმაცია  ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა განუცხადა. “საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ პირობებში არასწორია. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, ხაზს ვუსვამ, ეს ის ინსპექტორის სამსახურია, რომლის გაუქმებაზე “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას იღებდა, “ნაციონალური მოძრაობა” სხდომათა დარბაზში არც კი გამოცხადდა. “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ასულდგმულებს”,  – განაცხადა ბუჩუკურმა.  

მეტი...

საქართველოში “ომიკრონის” 148 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 148 შემთხვევა დასტურდება. რაც შეეხება კორონავირუსის ზოგად მონაცემებს, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 315 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 955  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.13%.  

მეტი...

მსოფლიოში ვირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდა – ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრინი“ კორონავირუსის ბოლო შტამი არ აღმოჩნდა. რამდენიმე დღის უკან, საფრანგეთში ვირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდა. „საფრანგეთში გავრცელებული ახალი შტამის ვირუსს 42 ახალი მუტაცია აღენიშნება, აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში, რაც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე“, – აღნიშნული განცხადება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. პროფესორის ინფორმაციით, ახალი შტამი 6 დღის წინ გამოჩნდა საფრანგეთში და ის კამერუნიდან ჩასულ ადამიანს დაუდასტურდა. „ჯერჯერობით ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესახებ, არ გვაქვს. განიხილება თუ არა ამ მუტაცია „შეშფოთების მუტაციების“ კატეგორიად ჯერ უცნობია. ყველაზე…

მეტი...

„კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკმა გადაიარა, ვართ მისი ჩამთავრების ეტაპზე“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი გადავლილია, ახლა ვართ მისი  ჩამთავრების სტადიაში. ეს არის პანდემიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტალღის დასასრული“ – აღნიშნული  განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური ციფრები. „შაბათ-კვირის მონაცემებით, სექტემბრის ბოლოდან პირველად, ერთი კვირის საშუალო მაჩვენებელი იყო 2 000-ის ქვემოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შაბათ-კვირას ორი თანმიმდევრული დღე დაფიქსირდა 1000-ზე ნაკლები ინფიცირებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 2 თვეზე მეტ ხანს არ ყოფილა. თუ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი…

მეტი...

სრული რეკორდი – აშშ-ში ერთ დღეში ვირუსი 1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ირკვევა, რომ 3 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებით მილიონ სამოცი ათასი შემთხვევა დადასტურდა. ეს მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალია მათ შორის რაც დღემდე რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირებულა. ინფიცირების კატასტროფული მატება “ომიკრონის” შტამით არის გამოწვეული. “ომიკრონის ცუნამის” გამო, ახალი რეკორდი თითქმის ორჯერ აღემატება წინა რეკორდს, 4 დღის წინ აშშ-ში ინფიცირების   590,000 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სტატისტიკა ნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით გაორმაგებულია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკელები ტესტებს საკუთარ სახლებში თავისით იტარებენ, მაგრამ ეს შედეგები ოფიციალურ სამთავრობო ორგანოებს არ ეცნობება, ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ახალი სტატისტიკა შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ტრაილერების გადაადგილება აიკრძალა

ძლიერი თოვლისა და მოყინული გზების გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ხოლო რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტომობილებს, მათი მოძრაობა აკრძალული არ არის. ,,მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.” – წერია უწყების განცხადებაში.

მეტი...

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2 პილოტი დაიღუპა, ასევე დაშავებულია ეკიპაჟის ერთი წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი სავარჯიშო წრთვნის დროს ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო ჯგუფები, მათ შორის ისრაელის სპეციალური ძალების წყალქვეშა მისიების განყოფილება. თუმცა, მათ გარდაცვლილების გადარჩენა ვერ მოახერხეს. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე დაწყებულია გამოძება. აღნიშნულის გამო სასწავლო ფრენები დროებით გადაიდო.  

მეტი...

ვირუსით 3 590 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 315 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 955  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.13%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  942 173-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.67% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.26%.

მეტი...

ვირუსით 67 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 009 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა, აჭარა – 366, იმერეთი – 505, ქვემო ქართლი – 149, შიდა ქართლი – 199, გურია – 222, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი – 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

მეტი...

დღეს პატრიარქის დაბადების დღეა – ილია მეორეს 89 წელი შეუსრულდა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. ის 89 წლის გახდა. ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა, ხოლო 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; ილია მეორე 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს…

მეტი...

,,კოვზზე ქრისტეა დაბრძანებული და ის ყველაფერს წმინდავს” – მეუფე სპირიდონი ზიარებაზე

მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საშინელი მკრეხელოობა იმის მტკიცება თითქოს ზიარებისგან რამე გადაგედება. “თქმა იმისა, რომ ზიარებისგან რამე გადაგედება, ნიშნავს იმას, რომ ქრისტე მაცხოვრისგან ვიღაცას რაღაც გადაედო. ეს არის საშინელი მკრეხელობა. ამის გაფიქრებაც და თქმაც კი ცოდვაა, მით უმეტეს საქმით გაკეთება. საქმის გაკეთებაში რას ვგულისხმობ – სხვადასხვა კოვზებით აზიარებდნენ, კოვზიდან არაფერი გადაგვედოსო. კოვზზე მაცხოვარია, სისხლი და ხორცია ქრისტესი, თავად ქრისტეა იმაზე და ქრისტე, რომელიც მასზეა დაბრძანებული ყველაფერს წმინდავს და თქმა იმის, რომ იქიდან რამე გადაგედება არის უმძიმესი ცოდვა. არის შემთხვევები, რომ კოვზს ასუფთავებენ სალფეთქით და მერე სალფეთქს წვავენ, ნაცვლად იმისა,…

მეტი...

“სავარაუდოდ, კოვიდის ბოლო ტალღის მოლოდინში ვართ” – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,სავარაუდოდ, კოვიდის ბოლო ტალღის მოლოდინში ვართ.” კულუმბეგოვი ასევე აღნიშნავს, რომ არ დაგვავიწყდეს ვაქცინაციის მნიშვნელობა და ბუსტერის დამატების აუცილებლობა. „კოვიდის სავარაუდოდ ბოლო ტალღის მოლოდინში, არ დაგვავიწყდეს ვაქცინაციის მნიშვნელობა და ბუსტერის დამატების აუცილებლობა! სიკეთე, სიხარული და ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს ახალ 2022 წელს!“, – წერს კულუმბეგოვი.

მეტი...