თბილისს ახალი მარშრუტები დაემეტა – რა მიმართულებით იმოძრავებს ახალი მიკროავტობუსები?!

21 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას ახალი მარშრუტები დაემატება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: N416 – აღნიშნული მარშრუტი წრიული იქნება. მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან ნ. გოგოლის ქუჩის გავლით, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს და კვლავ სადგურის მოედანს დაუკავშირდება; N428 – მეტროსადგურ „ისნიდან“ ყვარლისა და თეოდორ უშაკოვის ქუჩების გადაკვეთამდე გადაადგილდება; N431 – ბიჭვინთის ქუჩიდან იონა ვაკელის ქუჩამდე (აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამდე) იმოძრავებს და უკუმიმართულებით, ბუდაპეშტის ქუჩას, პეკინის გამზირსა და კანდელაკის ქუჩას მოიცავს; N432 – გადაადგილდება მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ ნუგზარ შანავას ქუჩამდე; N439 – იმოძრავებს რომან ჭელიძის ქუჩიდან…

მეტი...

„სექტორმა როგორმე მდგრადობა შეინარჩუნოს“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ინფიცირების ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევს და ჯანდაცვის სექტორს მდგრადობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. „რაც მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სექტორს, არის ის, რომ ჯანდაცვის სექტორმა შეინარჩუნოს როგორმე მდგრადობა და მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, რაც არ უნდა ბევრი ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს. მომზადებული შევხვდეთ მას. გადადონ გვერდზე ყველანაირი ცრურწმენები თუ განსხვავებული შეხედულებები, რაც გინდათ ის დაარქვით და იხმარონ რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: “რემდესივირი“, “მონოკლონური ანტისხეულები”, “ტოცილიზუმაბი” “, – აცხადებს  თენგიზ ცერცვაძე. შეგახსენებთ, რომ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 8 000 შემთხვევას მიუახლოვდა.  

მეტი...

„კოვიდის 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს. როგორც ინფექციონისტი განმარტავს,  ნუ იქნებიან იმის იმედზე, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. „თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონმა“, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩვენზე ადრე გავრცელდა, ყველა ქვეყანაში მოხსნა ისტორიული რეკორდების რაოდენობა, „ომიკრონი“ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება. ძალიან დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, 8700 შემთხვევა, რომელიც ჩვენთან იყო და ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მაღალი რიცხვი იყო, არ იქნება ბოლო. უახლოეს დღეებში ველით შემთხვევით კიდევ უფრო მეტ მატებას, როგორც ეს მოხდა მთელს მსოფლიოში“ – აცხადებს ცერცვაძე. მისივე შეფასებით,  სიკვდილიანობის შემთხვევებიც იზრდება. „მინდა ყველას იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ…

მეტი...

ცხინვალი არ თმობს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს

ერგნეთის შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. ოკუპანტი მხარე პოზიციების დათმობას არ აპირებს და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. როგორც ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრძოლა გაგრძელდება. „დღევანდელ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი. ძალიან ვრცელი დისკუსია გაიმართა. რაიმე კონკრეტული პასუხი მათთან მიმართებაში ვერ წარმოგვიდგინეს.  საგანგებოდ აღინიშნა და ეს საკითხი პირველივე დღეებიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საგანგებო კონტროლზე იყო აყვანილი. ის კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, რადგან ისინი უკანონო პატიმრები გახლავთ. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს, არის…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ციხეში მოიხდის“ – მეუფემ უარი მიიღო

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს მეუფე ნიკოლოზს  „ქართული ოცნება“ უარს უთვლის და გარკვევით აცხადებს, რომ “მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ციხეში მოიხდის”. „გავიმეორებ, რომ სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა სასჯელი. თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თან მოუნანიებელი,”- აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მეუფე ინიციატივით გამოვიდა, მიხეილ სააკაშვილმა შინაპატიმრობა  მის ეპარქიაში მოიხადოს.

მეტი...

„პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ“ –  სააკაშვილი პოროშენკოზე  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. „ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ კიევში, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღეში გამიშვა, ისევე როგორც ახლა კიევის სასამართლომ პოროშენკო არ დაიჭირა. განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული. საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და ჩვენი ვალია, თუნდაც მე ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ“, – წერს სააკაშვილი.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა შარლ მიშელის წერილი მიიღო

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნეს. როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, წერილი ადრესატს უკვე ჩაბარდა. „აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული. ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს”, – აცხადებს…

მეტი...

„აქამდეც გვითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დეფაქტო კოალიცია ჰქონდათ“ – სუბარი

 „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი  წალენჯიხის საკრებულოში“ საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელ კორნელი სალიას არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აბობს, რომ ამით მათი ფარული შეთანხმება კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დეფაქტო კოალიცია ჰქონდათ  გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია. ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი…

მეტი...

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად არ სცნო

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა “დაუსაბუთებლობის გამო” არ დააკმაყოფილა. თუმცა,  ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა, რასაც ისინი ითხოვდნენ. “2021 წლის 9 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. კერძოდ, N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას მის მიმართ შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, მიზანმიმართული ვერბალური აგრესიის და მისი სამხედრო ჰოსპიტალიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანისას მაჯის საათის ჩამორთმევის ფაქტებზე. მიმდინარე გამოძიების და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თაობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ – 2021…

მეტი...

სოციალური აგენტების მასობრივ გაფიცვას აჭარის რეგიონიც უერთდება

სოციალური აგენტების მასობრივ გაფიცვას აჭარის რეგიონიც უერთდება. ბათუმში გაფიცული სოციალური აგენტები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი ხელფასების მომატებას, უვადო ხელშეკრულებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან სურთ შეხვედრა. გაფიცულებს უნდა დამატებოდნენ სამეგრელოდანაც წარმომადგენლები, თუმცა ისინი თოვლისგან გაუწმენდავი გზების გამო ავარიაში მოყვნენ. მათივე ინფორმაციით დაშავებული არავინაა და დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევებისათვის რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო გარანტიები, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს ან ხვალ გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილს მაგნიტო-რეზონანსულ კვლევას ჩაუტარებენ.  MRT-ს აპარატი მუშა მდგომარეობაში, მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში აქვთ, ამიტომ სავარაუდოდ, პრეზიდენტს პენიტენციური სამსახურის ოფიციალური კონტრაქტორ კლინიკაში “ვივა მედიში” გადაიყვანენ.  

მეტი...

“მეტროსადგურ “ვარკეთილის” მდგომარეობა დეტალურად შევისწავლეთ”, – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დიდი ალბათობით მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციას უცხოური კომპანია განახორციელებს. მისი თქმით, მეტროსადგურის მდგრადობის შესწავლა დასრულებულია, უკვე არსებობს რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. “დეტალურად შევისწავლეთ მეტროსადგურ “ვარკეთილის” მდგომარეობა და გვაქვს მონახაზი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მისი რეაბილიტაცია. ყველა ამ კვლევის შედეგი მიღებულია, გამოცხადებულია ტენდერი და ძალიან მალე გვეცოდინება ალბათ, გამარჯვებული კომპანია. როგორც კი ეს გვეცოდინება, დავიწყებთ სამუშაოებს. მაღალია უცხოური კომპანიის ჩართულობის ალბათობა ამ პროექტში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“რუსეთი ცდილობს საქართველოს პოლიტიკური არჩევნის შეცვლას”, – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მუქარა ამ დროისთვის მხოლოდ უკრაინისკენ არის მიმართული, საქართველოსაც მოიცავს. მისი თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება იმისა, რომ შეძლოს სხვა ქვეყნების ევროპული არჩევნების შეცვლა. ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “რუსეთი ცდილობს რეგიონში პოლიტიკური ფონის შეცვლას. მისი მთავარი მიზანი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტრანსატლანტიკური არჩევნის შეცვლაა, რისი უფლებაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს. ცხადია, რომ რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც და მათ სურთ რომ სწორედ ამ სახელმწიფოების ხალხების მიერ მანამდე გაკეთებულმა არჩევანმა…

მეტი...

“პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”, – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელს ისე მოიხდის, როგორც ამას სხვა პატიმრები აკეთებენ. მერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”. “პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”. ქვეყანაში ამგვარი არაფერი არსებობს. მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, იგი მსჯავრდებულია და სასჯელს სხვადასხვა დანაშაულებების გამო ზუსტად ისე მოიხდის, როგორც ამას სხვა პატიმრები აკეთებენ”, – განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მეუფე მზად იყო საკუთარ ეპარქიაში გარკვეული ადგილის გამოსაყოფად, რათა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი იქ მოეხადა.

მეტი...

პირველი თებერვლიდან დედაქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს

პირველი თებერვლიდან თბილისში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს. თბილისის მერიის განცხადებით, დღეიდან 1-ელ თებერვლამდე, დედაქალაქში ეტაპობრივად, მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება. 76 სამარშრუტო ხაზიდან 53 მოძველებული, ყვითელი მიკროავტობუსების არსებულ მარშრუტებს ჩაანაცვლებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დაემატება საქალაქო მოძრაობას. რაც შეეხება მიკროავტობუსების ხაზებს, მერიის ინფორმაციით, ჩანაცვლდება შემდეგი მიკროავტობუსები: მიკროავტობუსს N2 ჩაანაცვლებს – N472; N5 ჩაანაცვლებს – N535; N6 ჩაანაცვლებს – N536; N11 ჩაანაცვლებს – N431; N16 ჩაანაცვლებს – N416; N28 ჩაანაცვლებს – N428; N33 ჩაანაცვლებს – N533; N34 ჩაანაცვლებს – N534; N41 ჩაანაცვლებს – N541; N42 ჩაანაცვლებს – N442; N43 ჩაანაცვლებს – N543;…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის საქმისთვის ბრალდებულები მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა  

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები, მამა-შვილი წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა წოწორია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლა. ისინიო სასამართლოს შენობას ამ წუთებში ტოვებს და საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ მათ ბრალდების მხარე ყოფილი პრეზიდენტისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში ხელშეწყობას ედავებოდა. მათ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.

მეტი...

ერგნეთში მოლაპარაკება დაიწყო, ერთ-ერთი თემა დაკავებულთა გათავისუფლება იქნება

ამ წუთებში, სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 104-ე შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარე, როგორც ადრე, ამჯერადაც, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე აირებს საუბარს. ,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. გვერდს ვერ ავუვლით და მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესზე, რომელიც კვლავ აქტიურ ფაზაშია შესული“ – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე. დღევანდელი მონაცემებით, ოკუპანტების ციხეში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.  

მეტი...

ვაქცინირებულებში ინფიცირება ისეთივეა, როგორც არავაქცინირებულებში

​კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი” ორჯერადად ვაქცინირებულებში თუ ვირუს გადატანილებში თანაბრად ვრცელდება. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, განსხვავება ინფიცირების სიმძიმეშია. „ვაქცინაცია ინფიცირებისაგან არ გვიცავს. ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი  რჩება ისეთივე როგორიც არავაქცინირებულებში.  ინფიცირების მაჩვენებელი შეიძლება თითქმის თანაბარი იყოს. მკვეთრი განსხვავება გვაქვს ჰოსპიტალიზაციაში. ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ იმის შანსი, რომ მოხვდეს საავადმყოფოში გართულებებით და სიმძიმით, შესაძლებლობა ნაკლებია“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით 6 351 ადამიანი დაინფიცირდა და 27 გარდაიცვალა.  

მეტი...

ვირუსით 27 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 946 255. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 582 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა – 903, იმერეთი – 510, ქვემო ქართლი – 196, შიდა ქართლი – 238, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი – 130, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

მეტი...

ვირუსით 6 351 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 306 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 6 351  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  16.58%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 021 943. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.90% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.73%.

მეტი...

„საერთაშორისო შეზღუდვების დაწესება არ ამართლებს“ – ჯანმო

როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელება აგრესიულია. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციას არ იძლევა და აცხადებს, რომ აღნიშნული შედეგს არ იძლევა. „ომიკრონი“ შტამის გავრცელების შესაფერხებლად დაწესებულმა მოგზაურობასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შედეგი ვერ მოგვცა, მსგავსი  ზომების შემოღება  არაეფექტურია – აცხადებენ ჯანმო-ში. მათი განმარტებით, პირიქით, ეს ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სოციალურ ვითარებასაც ზიანს აყენებს.  

მეტი...

„რუსეთი და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ვერაგულ მიზანთან და სამზადისთან დაკავშირებით მორიგ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს,  ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მისტირის. ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგას მორიგ ჯერზეც აფრთხილებს, რომ მას არჩევანი აქვს გასაკეთებელი და დასძენს, რომ ის დასავლეთის „გამოცდას“ განაგრძობს. „ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის, როგორც „ზესახელმწიფოს დაშლას ნანობს“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ რუსეთი ჩინეთსა და დასავლეთს შორის ადგილის დასამკვიდრებლად ისწრაფვის. „მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეები ერთსა და იმავე პოზიციაზე იყვნენ რუსეთის პოტენციური თავდასხმის საშიშროებასთან მიმართებაში“ – აღნიშნავს ჯო ბაიდენი.  

მეტი...

„ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის“ – ამერიკა კრემლს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოუწოდებს, უკრაინაში შეჭრაზე ხელი აიღოს. თუ რუსეთი ამერიკის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, მას ჯერ არნახულ სანქციებს დაუწესებენ. „დარწმუნებული არ ვარ, რის მოიმოქმედებს რუსეთი. ჩემი ვარაუდია, რომ ის უკრაინაში შევა“ – ასეთია ჯო ბაიდენის მოლოდინი, თუმცა, პრეზიდენტი სანქციებისთვისაც მზადაა. „მას არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, რის დაწესებასაც დავპირდი, თუ ის შევა… თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“,…

მეტი...