კიკეთში მოსახლეობა ტყეების უკანონოდ მიტაცებას აპროტესტებს

კიკეთში მოსახლეობა ტყეების მიტაცებას აპროტესტებს და აქციას მართავს. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ მიეცეთ საშუალება გასხვისებულ  ტერიტორიაზე დარგონ ხეები და ნაკვეთს მიენიჭოს რეკრეაციული ზონის სტატუსი.

გავრცელებული ინფორმაციით კიკეთის ტყეში 2 ათასი კვ. კმ-ის ფართობი ქონების მართვის სააგენტომ გაიტანა აუქციონზე და გიორგი ნემსაძის ოჯახის წევრს თორნიკე ნემსაძეს გადაეცა.

შეკრებილების თქმით, ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი მერიამ უნდა მიანიჭოს, შესაბამისად პასუხებს მერიას სთხოვენ.

მსგავსი თემები