“მკვლელი დანადგარები. დაუშვებელია კომპრომისი სიცოცხლის ხარჯზე”, – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშრიებით “მედიაცენტრ მთავარში” საუბრობს. მან გაზის დანადგარების არასწორ გამოყენებასა და მოსახლეობის ინფორმირების ნაკლებობაზე ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით.

“მომსახურე კომპანია მონიტორინგს გაზის დანადგარების მუშაობას წარმატებულად უწევს, თუმცა შიდა ქსელები ზედმიწევნით მოწყობილი არ არის და ეს უნდა აღინიშნოს. სამწუხაროდ, საზოგადოებამ დანადგარების სწორი მოხმარება არ იცის, რამაც კიდევ ერთი ტრაგედია გამოიწვია”, – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.

მისი თქმით, მოწამვლა გაზის ფურნაკმა, საცხობმა გამოიწვია, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული.

“პირველადი ექსპერტიზის შედეგად გავიგეთ, რომ გაზის ფურნაკს ოჯახი გასათბობად იყენებდა. ის ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული. ამ დანადგარის გამოყენება მხოლოდ საცხობად არის შესაძლებელი და ნებადართული. მისი ღია მდგომარეობაში დატოვება უჟანგბადობას და CO-ს დაგროვებას იწვევს. თუ გათბობის სხვა შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს, აუცილებლად უნდა დატოვოთ ფანჯარა შემოღებული. დაუშვებელია ამგვარი დანადგარების, ღია წვის ტიპის გამაცხელებლების, “ფარსონკების” დახურულ სივრცეში გამოყენება, რადგან ისინი მკვლელი დანადგარების რიგს მიეკუთვნებიან. სიცოცხლეს რისკის ქვეშ ნუ დავაყენებთ”, – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

“მკვლელი გამათბობლები” – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები