მმართველი გუნდი მოუწოდებს სამართალდამცველებს ბათუმის საკრებულო მაქსიმალურად დაიცვან დღეს პროვოკაციებისგან

ბათუმის საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მმართველი გუნდი გამოეხმაურა – “ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტს წინა მოწვევის საკრებულო მაინც დაამტკიცებს და ამით კანონი არ დაირღვევა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ტიტე აროშიძის თქმით, საკრებულოს ახალი მოწვევის შეკრებამდე, ლეგიტიმაცია აქვს წინა შემადგენლობას.

მმართველი გუნდი მოუწოდებს სამართალდამცველებს მაქსიმალურად დაიცვან დღევანდელი საკრებულოს სხდომათა დარბაზი და მიმდებარე ტერიტორია პროვოკაციებისგან.

“მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს და ვთხოვ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ შენობის დაცვა და საკრებულოს სხდომის ნორმალურ პირობებში ჩატარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო მიიღებს ბიუჯეტს. არ მივცემთ არავის საშუალებას გააჩეროს ქალაქი თუნდაც რამდენიმე თვით, რისი მცდელობაც მათ გააჩნიათ,” – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მსგავსი თემები