უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა

რუსთის მონაწილებით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობაც განიხილებოდა.

„ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ასევე ხმოვანი ინფორმაცია, სადაც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას, საუბრობენ, რომ მოხდება მილიარდი დოლარის მოზიდვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მათ აქვთ შესაბამისი აუდიოჩანაწერი, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალების საკითხი განიხილება.

მსგავსი თემები