ადვოკატებმა სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ შიმშილობა არ უნდა გააგრძელოს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, მოახერხეს მიხეილ სააკაშვილის გადარწმუნება, რომ მკურნალობაზე უარი არ თქვას.   

„ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა. ორშაბათს არის სასამართლო პროცესი, სადაც ჩვენ არ გვინდა, რომ კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი არსებობდეს, რომ ის სასამართლო პროცესს არ დაასწრონ. შესაბამისად, ის მკურნალობას ორშაბათამდე არ შეწყვეტს. მიხეილ სააკაშვილს  სურვილი აქვს, 29-ში სასამართლო პროცესს დაესწროს და მისი ჯანრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი, რომ ის სასამართლო პროცესზე არ მიიყვანონ“ – განაცხადეს ადვოკატებმა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის სანახავად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი დედა – გიული ალასანია და პირადი ექიმი – ნიკოლოზ ყიფშიძე მივა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ულტიმატუმი წამოაყენა, თუ მასთან პოლიტიკოსებს არ შეუშვებდნენ, მკურნალობის პროცესს შეწყვეტდა.  

მსგავსი თემები