თენგიზ ცერცვაძე მზადაა, ჩინური ვაქცინით აიცრას

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის მეორე ეტაპზე ჩინური ვაქცინით აიცრება.  როგორც მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, ერთხელ უკვე აცრილია, მეორე აუცილებელი დოზა კი ჩინური წარმოების ვაქცინა იქნება.

„ვაქცინა ერთხელ  გაკეთებული მაქვს. როდესაც შემდეგი დოზის ეტაპი მოვა და ეს ექვსი თვის შემდეგ ხდება, თამამად ავიცრი ჩინური ვაქცინით. ის დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით. მას ეფექტი ნაკლები აქვს, თუმცა, უსაფრთხოა“, – აცხადებს მთავარი ინფექციონისტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჩინეთიდან SINOPHARM-ის 100 000 დოზა მიიღო, რომელიც დასაწყობებულია.

მსგავსი თემები