საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.
აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. მედიის ცნობით, ირაკლი კოვზანაძემ პარლსმენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დაუდასტურა.