“ამით ჩვენს თანამოქალაქეებს გავწირავთ” – იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

„ერთ მხარეს არის ადამიანების სიცოცხლე, მეორე მხარეს არის ყველაფერი დანარჩენი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა 100 ადამიანი ავად გახდება, მინიმუმ ერთი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

„ეს არის რეალობა. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეს ჩვენ რომ ავედით 1200-1300 ადამიანზე დღეში, ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა ხანში ჩვენ ასიდან ერთზე მეტი დაგვეღუპება. ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ. აქედან გამოსავალი რა არის? მე მესმის, რომ ყველას უნდა საღამოს საათებში რესტორნებში იქეიფონ, დაბადების დღეც გადაიხადონ, სამწუხაროდ ჭირის სუფრაც არის, მაგრამ ამას მოჰყვება რა?! – რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავწირავთ. ეს არის რეალობა. ამის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები