“ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა” – თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანას შანსი აქვს, რომ კორონავირუსის მასშტაბური მესამე ტალღა აიცილოს.

“თუ ჩვენ დროზე მოვუხმობთ გონიერებას და დავიწყებთ პირბადეების მასობრივ გამოყენებას, დავიცვამთ სოციალურ დისტანციას და მოვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები