„შენმა “სიშიშვლემ” ქვეყანა მოიცვა და ეგ ჩვენ არ გვიქნია, თავად მიაღწიე მაგას“ – ოქრუაშვილი გიორგი ვაშაძეს პასუხობს

„მეფეა ტიტველი გოგიტაჯან და შენ მასთან შედარებით ვასალი კი არა პლებეა ხარ, რა ჩემი ბრალია,“ – ასე პასუხობს „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძის კომენტარს.

„შენ და ხაზარაძე ნიკა მელიას და 20 ივნისის გაშავებას ცდილობთ და ჩვენ რომ “გაგატიტვლოთ” ეგ რატომ არ მოსულა? შენმა “სიშიშვლემ” ქვეყანა მოიცვა და ეგ ჩვენ არ გვიქნია, თავად მიაღწიე მაგას,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გიორგი ვასაძის ფოტო გამოაქვეყნა, რასაც თან სდევდა სარკაზმი. აღნიშნული გუშინ გიორგი ვაშაძემ გააპროტესტა.

მსგავსი თემები