„ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაევალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია უნდა იქირაოს, რომელიც კომპანია „ენკასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას შეისწავლის.   

“ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება –  კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“ – ვკითხულობთ მთავრობის გადაწყვეტილებაში.  

მსგავსი თემები