ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროტესტი კვლავ გაგრძელდება.

„აქაც გაგრძელდება პროტესტი, სადაც ვართ. 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში“, -აცხადებს გოლეთიანი.

მსგავსი თემები