კობახიძე თალაკვაძეს მადლობას უხდის და განმარტავს, რატომ დატოვა მან პარლამენტის თავმჯდომარეობა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, განპირობებული იყო კონკრეტული მოსაზრებით.  

„გახსოვთ, რომ მან ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, ეს იყო 2019 წლის ივნისი, იყო ძალიან რთული პერიოდი როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ ორი წლის განმავლობაში ის დიდი წარმატებით უძღვებოდა პოლიტიკურ მუშაობას. როგორც პარტიის ლიდერი, ის აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელმაც სერიოზული წარმატებები მოუტანა ჩვენს პარტიას და მათ შორის ჩვენს ქვეყანას“ – განცხადა ირაკი კობახიძემ და ახსნა, რატომ გადადგა ის თავმჯდომარეობიდან.

„როდესაც მან ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება გაგვიზიარა, ბუნებრივია გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, რაშიც იყვნენ პარტიის ლიდერები ჩართული. არჩილის პოზიცია ეფუძნებოდა კონკრეტულ მოსაზრებებს, რაზეც მან თავად მოგახსენათ. გასული თვეების მანძილზე ის მოლაპარაკების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და წარმოდგენილი იყო, როგორც მხარე. რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური და არჩილის მოსაზრება გახლავთ ის, რომ მისი, როგორც მხარის ჩართულობა ამ პროცესში იყო გარკვეულწილად გამოწვევა შემდგომ პარლამენტის სპიკერის ფუნქციის განხორციელებისთვის. გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, თუმცა საბოლოო ჯამში, პატივს ვცემთ არჩილის პოზიციას და გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები