არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის პოზიციას დაიკავებს

პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადამდგარი არჩილ თალაკვაძე ახალი თავმჯდომარის მოადგილე იქნება. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თალაკვაძეს საპარლამენტო თანამდებობაც ექნება და ის ვიცე-სპიკერი იქნება.

„არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ თემაზე ხანგრძლივი დისკუსია გამართა და გუნდი პატივს სცემს არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ,,რომ არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან დღეს გადადგა.

მსგავსი თემები