„არ ნამახვანჰესს“ – აქცია ქუთაისში გრძელდება

ამ წუთებში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. მათ აქცია გუმათში დაიწყეს, თუმცა,  ქუთაისში გადაინაცვლეს. ისინი გუმათიდან ავტოკოლონებით დაიძრნენ.

აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ რადგანაც სამართალდამცველებმა მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს, ამიტომ მიიღეს ქუთაისში გადანაცვლების გადაწყვეტილება.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო გზა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰესის მშენებლობაზე, 9-დან 12 თვემდე მორატორიუმი გამოცხადდა.

მსგავსი თემები