„გპირდებით დავუმიზნებ მხოლოდ იმ ადგილს სადაც ჭკუა გაქვთ“ – ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის ამნისტიაზე

„მაინც მე-18 საუკუნეში ვართ ჩარჩენილი მთელი ქვეყანა და ყველა “ოპოზიციონერ” დეპუტატს ვინც აპირებს ხმა მისცეს 20 ივნისის მოვლენების მოძალადე პოლიციელების ამნისტიის კანონს, პარლამენტის წინ ვიწვევ დუელში დათვზე სანადირო რეზინის ტყვიებით სასროლად, „ – ირაკლი ოქრუაშვილი იმ ოპოზიციონერებს, ვინც ამნისტიის კანონზე ხელის მოწერას აპირებს აპირებს, მორიგი სარკაზმით პასუხობს:

„პირველი გასროლაზე და სროლის მეთოდის შერჩევაზე ფორას ვიძლევი. გინდათ ხელით ვესროლოთ, გინდათ თევზაძის “რაგატკით”, გინდათ იმ იარაღით რითიც ეგ პოლიციელები გვესროდნენ 20 ივნისის ღამეს.

დეტალებზე შესათანხმებლად დაუკავშირდით ჩემს სეკუნდანტს კაკო ბობოხიძეს.

გპირდებით დავუმიზნებ მხოლოდ იმ ადგილს სადაც ჭკუა გაქვთ,“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები