დასახელდებიან მოსამართლეები, რომლებმაც დიპლომის აღიარება სასამართლოს ჩარევით მოიპოვეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ კონკრეტული მოსამართლეების გვარებს, რომლებმაც დიპლომის აღიარება სასამართლოს ჩარევით მოიპოვეს, დღეს გაასაჯაროვებს.

300-მდე მოსამართლის უმაღლესი განათლებისა და ქონებრივი დეკლარაციების საქმეები, ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა. „დიპლომთან დაკავშირებით, 11 მწვავე შემთხვევაა, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

მოსამართლეებს, რომლებსაც დიპლომთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, სასამართლო სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ“, – ამბობს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ პროექტის კოორდინატორი კარლო ნიკოლეიშვილი.

მსგავსი თემები